”გმირებს დიდება”- ამ წარწერით თამაში კიევის ”დინამოს” აუკრძალეს
23 თებერვალი, 2015
663
print

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა (UEFA) კიევის ”დინამოს” ფეხბურთელებს აუკრძალა ითამაშონ მაისურებით, რომელსაც მკერდზე ეწერება -”გმირებს დიდება”. როგორც გადაცემა კვირის მოვლენების პირდაპირ ეთერში კლუბის პრეზიდენტმა იგორ სურკისმა განაცხადა, სეზონის მსვლელობისას სათამაშო ფორმის შეცვლა წესებით აკრძალულია.

”ჩვენ დიდი სიამოვნებით გავაკეთებდით ამას. პატივს ვცემთ ჩვენი გულშემატკივრების აზრს და ვალდებულნიც ვართ ის გავითვალისწინოთ, მაგრამ UEFA-ს თანხმობის გარეშე, ამის გაკეთება არ შეგვიძლია” - განაცხადა სურკისმა. მისი თქმით, ალტერნატივის სახით ფეხბურთელებს შეუძლიათ სავარჯიშო ფორმაზე დაიწერონ ეს წარწერა და ისე გავიდნენ მინდორზე. თამაშის წინ კი გაიხდიან, რომ კლუბი UEFA-ს სანქციების მსხვერპლი არ გახდეს.

ინიციატივა, გუნდმა მკერდზე ეს წარწერა გაიკეთოს გაჩნდა, ფრანგულ ”გენგამთან” ევროპის ლიგის პირველი 1/16 მატჩის შემდეგ. ამ შეხვედრაში კიეველებს მაისურზე არ  ჰქონდათ გამოსახული საკუთარი სპონსორის, ბანკი ”ნადრას” ლოგოტიპი, რომელიც გადახდისუუნაროდ იქნა აღიარებული.

კიევის ”დინამომ” ”გენგამთან” პირველი შეხვედრა - 1:2 დათმო. აღსანიშნავია, რომ უკრაინელებმა მთელი მეორე ტაიმი ცხრა კაცის შემადგენლობით ჩაამთავრეს. პირველ ნახევარში მათ ორი ფეხბურთელი გაუძევეს მინდვრიდან. ამ წყვილის განმეორებითი მატჩი 26 თებერვალს კიევში გაიმართება

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
16 იანვარი 20:54 მიზანი უცვლელია - ეროვნული ლიგის საგზური და თასის ფინალი
16 ოქტომბერი, 2018 დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“
11 სექტემბერი, 2018 ძალა ერთობაშია!
07 ივნისი, 2018 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი, 2018 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი, 2018 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი, 2018 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი, 2018 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი, 2018 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი, 2018 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას