ძალადობა კლუბებში?!
27 მარტი, 2015
1358
print

ორი უცნაურობა ხდება ქალაქში, ორად არის გაყოფილი საზოგადოების აზრი ამ საკითხზე და ორი ერთმანეთთან შეუთავსებელი ფაქტია: ქალიშვილი გოგოები აღარ დარჩნენ და ბიჭები მაინც ძალადობენ.

                                                        „მტკვარზე“

უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში პირველად წავედი კლუბში მხოლოდ გოგოებთან ერთად. ვულგარული ჩაცმულობით არ გამოვირჩევი, თუმცა „მტკვარზე“,შესასვლელში შემჩნეული ადამიანების და მათი დაქაჩულ-დახამებულ-ვითომსექსუალურმზერამოპყრობილი თვალების დანახვის გამო მივხვდი, რომ ჩემი დეკოლტე მაისურით ცეკვა მაინც არ ღირდა. მიუხედავად ჩემი კდემისა (შავი დახურული პალტოც მეცვა) და კუთხეში თავჩაღუნული ცეკვისა, გუშინ ჩემს მიმართ რამდენიმეჯერ ჩვეულებრივ ძალადობას ჰქონდა ადგილი (მოწმეები მყავს). შექმნილმა სიტუაციებმა მაიძულეს სასწრაფოდ გამოვცლოდი კლუბს. ვერ გავიგე აბა ეს „ყველა ბოზი“ გოგო ვისთან დადის. თან ერთ ბიჭზე რვა გოგო მოდისო და ცოტა ლოგიკას ვცდებით მგონი.

ძალადობას რომ ვამბობ, მინდა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგოთ. აუცილებელი არ არის ვინმემ გაგაუპატიუროთ მეგობრებო, რომ ძალადობა დაარქვათ. ახალი „პრადვინუტი“ თაობა ევროპულ ქვეყანას რომ ითხოვთ, რა ნამუსით ითხოვთ... ან ყველას ბოზობას, რომ აბრალებთ, რა ნამუსით აბრალებთ... და თუ მართლები ხართ ძალადობა საერთოდ ვისთანაა?! თავის დაცვა ასე თუ ისე შემიძლია, მაგრამ მაინც უმარტივეს გზას მივმართე და კლუბში ერთი საათის შემდეგ წამოვედი... ფაქტია, რომ კლუბის მენეჯმენტშიც სერიოზული გარღვევაა. ფეისკონტროლზე არ მაქვს პრეტენზია, ელემენტარულად დაცვა არ იყო არსად, რომ საჭიროების შემთხვევაში დამეძახა.

ამ ფაქტის შემდეგ, გადავწყვიტე პატარა გამოკითხვა ჩამეტარებინა ამ საკითხთან დაკავშირებით - რატომ არ უნდა წავიდეს გოგო 21-ე საუკუნის თბილისში ღამის კლუბში მარტო? ათიდან ცხრამ ერთი და იგივე პასუხი გამცა: „იმიტომ, რომ იქ ძირითადად ნასვამები და აგრესიული ბიჭები არიან... შეიძლება ძალით გეცეკვონ, ხვევნა-კოცნას შეეცადონ და ა.შ.“„იმიტომ რომ ბიჭები გოგოებზე ძალადობენ, საქართველოში კი ფეისკონტროლი არ არსებობს და ვინ დაგხვდება კლუბში კაცმა არ იცის...“ და ა.შ.

                                                გზა „გალერისკენ“...

გაბრაზებული, შეშფოთებული და ცოტაც აღშფოთებული „მტკვარიდან“ გამოსული დავადექი „გალერის“ გზას ერთი მარტივი მიზეზის გამო, იქ ბევრი მეგობარი ბიჭი მეგულებოდა (მათ შორის ბევრი გეი მეგობარი) და შესაბამისად მივხვდი, რომ მათ გარეშე ვერ „გავერთობოდი“. სასაცილოა, რას ვიფიქრებდი ამ 21-ე საუკუნის „გაბოზებულ საქართველოში,“ თუ კლუბში მარტო დაქალებთან ერთად წასვლა არ ღირდა. და მართლაც, გალერიში შესულს რამდენიმე მეგობარი ბიჭი ვნახე, პალტოს გარეშეც თამამად ვიცეკვე და საკუთარი თეორია „არ ღირს კლუბში მარტო წასვლა“ დავამტკიცე მარტივად: მე გვერდით მეგობარი ბიჭი მედგა და კაციშვილი არ მოსულა და ხელზე ხელი არ მოუჭერია, რომ საცეკვაოდ გავეყვანე, აი ჩემი დაქალი კი (რომელიც მარტო ცეკვავდა), თითქმის იგივე პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ასე, გართობის სურვილდაკარგულები ათიოდე წუთში სახლისკენ გავუყევით გზას.

ჩემი დიდი თხოვნა იქნება ამ კლუბების მფლობელებთან, რომ გაამკაცრონ ე.წ. ფეისკონტროლი და რაც მთავარია, დააყენონ დაცვა შიგნით. თხოვნა ამ შემთხვევაში მაინც „მტკვარს“ ეხება. „გალერიში“ იმის შიში მაინც აქვთ, რომ ჩხუბის შემთხვევაში ამ კლუბის კარს ვიოლეტა მათთვის სამუდამოდ დახურავს.

 

სხვა სიახლეები
12 იანვარი, 2016 შპს „საქართველოს მელიორაციის“ შეთავაზება ქ. თბილისში ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალურ არხზე, თბილისის ზღვასთან მოსაწყობი „მცირეჰესის“
31 დეკემბერი, 2015 შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MJC“-ს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგებები
12 აგვისტო, 2015 მოწვევასაქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გამოცხადებულ გაყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მიღებად, რომელიც ეხება თბილისის ცენტრში მდებარე 3933 კვ.მ მიწის ნაკვეთის გაყიდვას
17 თებერვალი, 2015 შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი”
11 თებერვალი, 2015 „შევარდენის“ რაგბის სანაკრებო ბაზაზე სპორტული მედიცინის კლინიკა გაიხსნა
29 დეკემბერი, 2014 „მათვისაცშეიძლებაეხებოდეს
29 დეკემბერი, 2014 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია :"კრედიტ პლუს ჯორჯია"
22 დეკემბერი, 2014 მოთხოვნა ინფორმაციის წარმოდგენაზე
22 დეკემბერი, 2014 „მათ ვისაც შეიძლება ეხებოდეს
22 დეკემბერი, 2014 საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო