კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება
07 აპრილი, 2015
997
print

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი 

კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო

განცხადება

       ქ. ფოთი                          06 აპრილი, 2015 წ.

    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდი აცხადებს ტენდერს, პალიასტომის ტბის იქთიოლოგიური და ჰიდრობიოლოგიური კვლევის შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს. 

შესყიდვის ობიექტის დასახელება, მიწოდების ვადა და ადგილი:

პალიასტომის ტბის იქტიოლოგიური და ჰიდრობიოლოგიური კვლევა

ჩატარებული სამუშაო უნდა მოიცავდეს შემდეგ საქმიანობებს:

  1. 1.    კოლხეთის ეროვნული პარკის მეთევზეობის მართვის/კონტროლის გაუმჯობესების კონკრეტული რეკომენდაციების, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების პროექტების და განმარტებითი ბარათების მომზადება;
  2. 2.     კოლხეთის ეროვნული პარკის იქთიოფაუნის და ჰიდროფაუნის მიმდინარე მდგომარეობის გაანალიზება და ცალკეული სახეობებისა და ჰაბიტატების კონსერვაციული სტატუსის შეფასება;
  3. 3.    ცალკეული სახეობებისა და ჰაბიტატების კონსერვაციული სტატუსის დაცვის, აღდგენის და გონივრული მართვის კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება;
  4. 4.    ცვლილებათა პროექტის მომზადება კოლხეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის (იქთიოფაუნის და ჰიდროფაუნის კუთხით) განახლების მიზნით;
  5. 5.    ტრენინგების ჩატარება კოლხეთის ეროვნული პარკის რეინჯერებისათვის თევზჭერის გარემოსდაცვითი კონტროლის საკითხებზე;
  6. 6.    კოლხეთის ეროვნული პარკის რეინჯერების ჩართვა კვლევაში;
  7. 7.    ტრენინგების ჩატარება კოლხეთის ეროვნული პარკის პერსონალისათვის იქთიოფაუნის და ჰიდროფაუნის მონიტორინგის, დაცვის, აღდგენის და გონივრული მართვის საკითხებზე.
  8. 8.    შეხვედრის მოწყობა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით,  მომზადებული ანგარიშის სამუშაო ვერსიის განხილვა და მასში დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების გათვალისწინება.
  9. 9.    საბოლოო ანგარიშის მომზადება, რომელიც უნდა მოიცავდეს როგორც მიმდინარე ვითარების ანალიზს, ასევე შედარებით (ლიტერატურულ/საარქივო/საფონდო მონაცემებთან) ისტორიულ ანალიზს.

 მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 2016 წლის 30 მარტამდე.

       ანგარიშის მიწოდების ადგილი: საქართველო, ქ. ფოთი, გურიის ქ.№222.

ტენდერში მონაწილეობის მსურველი პირებისათვის, სატენდერო დოკუმენტაციის გაცემა იწარმოებს 2015 წლის 08 აპრილიდან  - 2015 წლის 23 აპრილის  ჩათვლით, დილის 10:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. ფოთი, გურიის ქ. №222, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული შენობა.

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 24 აპრილი, 15:00 საათი. სატენდერო წინადადებები გაიხსნება სატენდერო წინადადების წარმოდგენის ვადის დასრულებისთანავე. 

დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაცია ტენდერის პროცედურების         შესახებ  შეუძლიათ მიიღონ: ქ.ფოთი, გურიის ქ.№222-ში. საკონტაქტო პირი: მაია ნასარაია, ტელ: 599 88 03 03, ელ.ფოსტა: KNP.fondi@gmail.com

სხვა სიახლეები
21 სექტემბერი, 2015 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება 21 სექტემბერი, 2015 წ.
21 სექტემბერი, 2015 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება ქ. ფოთი 21 სექტემბერი, 2015 წ.
18 სექტემბერი, 2015 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება 18 სექტემბერი, 2015 წ.
10 სექტემბერი, 2015 ამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება 10 სექტემბერი, 2015 წ.
10 სექტემბერი, 2015 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება ქ. ფოთი 10 სექტემბერი, 2015 წ.
10 სექტემბერი, 2015 კომპანია სალვუს დეველოპმენტი აცხადებს ტენდერს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე.
17 აგვისტო, 2015 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება ქ. ფოთი 17აგვისტო, 2015 წ.
17 აგვისტო, 2015 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება ქ. ფოთი 17 აგვისტო, 2015 წ.
06 აგვისტო, 2015 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება ქ. ფოთი 05 აგვისტო, 2015 წ.
06 აგვისტო, 2015 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება ქ. ფოთი 05 აგვისტო, 2015 წ