არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება
07 აპრილი, 2015
913
print

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი 

კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო

განცხადება

          ქ. ფოთი                                                                                             06 აპრილი, 2015 წ.

    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდი აცხადებს ტენდერს, შავი ზღვის ვეშაპისნაირთა მონიტორინგის სამუშაოების შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.

      შესყიდვის ობიექტის დასახელება, მიწოდების ვადა და ადგილი:

შავი ზღვის ვეშაპისნაირთა მონიტორინგის სამუშაოები

ჩატარებული სამუშაო უნდა მოიცავდეს შემდეგ საქმიანობებს:

  1. შავი ზღვის  სამივე სახეობის დელფინის (Tursiops truncatus, Delphinus delphis, Phocoena phocoena)  რიცხოვნობის შეფასება  კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვაო აკვატორიაში სეზონების მიხედვით, მათ შორის:
  • ჯგუფების ამოცნობა
  • რეზიდენტული და დროებითი ჯგუფების განსაზღვრა
  • მინიმალური რიცხოვნობის განსაზღვრა
  1. შეხვედრის სიხშირის (Sigthing  frequency) დადგენა
  2. დელფინების საკვები ტერიტორიების გამოყოფა
  3. დელფინებზე მოქმედი ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების გამოვლენა
  4. რეკომენდაციების შემუშავება გამორიყვების მონიტორინგის ქსელის შექმნისთვის
  5. განრიდების დისტანციის კორელაციის დადგენა  სხვადასხვა ფაქტორებთან
  6. კოლხეთის ეროვნული პარკის შავი ზღვის აკვატორიაში  დელფინებზე  თვალთვალის (dolphin watching) განვითარების პერსპექტივის შეფასება
  1. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის თანამშრომლების ჩართვა მონიტორინგში.
  1. შესაბამისი ანალიზის/ანგარიშის (ბეჭდური და ელექტრონული ვერსია)  მომზადება ფოტომასალით და ვიდეომასალით, რომელიც უნდა მოიცავდეს როგორც მიმდინარე ვითარების ანალიზს, ასევე შედარებით (ლიტერატურულ/საარქივო/საფონდო მონაცემებთან) ისტორიულ ანალიზს.

მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე.

მომსახურების გაწევის ადგილი: კოლხეთის ეროვნული პარკის შავი ზღვის აკვატორია.

ანგარიშის მიწოდების ადგილი: ქ. ფოთი, გურიის ქ.№222.

ტენდერში მონაწილეობის მსურველი პირებისათვის, სატენდერო დოკუმენტაციის გაცემა იწარმოებს 2015 წლის 08 აპრილიდან 2015 წლის 23 აპრილის ჩათვლით, დილის 10:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. ფოთი, გურიის ქ. №222, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული შენობა.

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 24 აპრილი, 14:00 საათი. სატენდერო წინადადებები გაიხსნება სატენდერო წინადადების წარმოდგენის ვადის დასრულებისთანავე. 

დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაცია ტენდერის პროცედურების         შესახებ შეუძლიათ მიიღონ: ქ.ფოთი, გურიის ქ.№222-ში. საკონტაქტო პირი: მაია ნასარაია, ტელ: 599 88 03 03, ელ.ფოსტა: KNP.fondi@gmail.com

სხვა სიახლეები
21 სექტემბერი, 2015 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება 21 სექტემბერი, 2015 წ.
21 სექტემბერი, 2015 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება ქ. ფოთი 21 სექტემბერი, 2015 წ.
18 სექტემბერი, 2015 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება 18 სექტემბერი, 2015 წ.
10 სექტემბერი, 2015 ამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება 10 სექტემბერი, 2015 წ.
10 სექტემბერი, 2015 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება ქ. ფოთი 10 სექტემბერი, 2015 წ.
10 სექტემბერი, 2015 კომპანია სალვუს დეველოპმენტი აცხადებს ტენდერს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე.
17 აგვისტო, 2015 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება ქ. ფოთი 17აგვისტო, 2015 წ.
17 აგვისტო, 2015 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება ქ. ფოთი 17 აგვისტო, 2015 წ.
06 აგვისტო, 2015 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება ქ. ფოთი 05 აგვისტო, 2015 წ.
06 აგვისტო, 2015 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება ქ. ფოთი 05 აგვისტო, 2015 წ