გორან დრაგიჩი სლოვენიას ვერ დაეხმარება
17 ივნისი, 2015
1085
print

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე სლოვენიამ იმ 11 მოთამაშის სია გამოაქვეყნა, რომლებიც ნაკრებში ითამაშებენ. აქ ლაპარაკია არა კანდიდატებზე, არამედ გუნდის წამყვან მოთამაშეებზე, რომელთაგან უმეტესობას გუნდში ადგილი გარანტირებული აქვს.

შემადგენლობაში არაა სლოვენიელთა უპირველესი ლიდერი, მაიამი ჰითის ძირითადი გამთამაშებელი გორან დრაგიჩი. „გორანს ძალიან სურს ევრობის 2015 წლის ჩემპიონატზე თამაში, მაგრამ ოჯახური მიზეზების გამო ამას ვერ აკეთებს. თუკი ოჯახური სიტუაცია შესაძლებლობას მისცემს, ის სლოვენიას ევრობასკეტზე დაეხმარება“ - ასეთი განცხადება გააკეთა სლოვენიის კალათბურთის ფედერაციამ.

საქმე იმაშია, რომ გორან დრაგიჩის მეუღლე სახელგანთქმული კალათბურთელისგან შვილს ელოდება და ექიმებს სავარაუდო მშობიარობის თრიღად ევრობასკეტის დაწყების წინა დღე, 4 სექტებერი აქვთ ნათქვამი. ცხადია, გორან დრაგიჩს მისი ოჯახისთვის ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში საკუთარ მეუღლესთან სურს ყოფნა.

ამასთან ერთად, 1 ივლისიდან დრაგიჩი თავისუფალი აგენტი ხდება და ან მაიამიში დარჩება, ან სხვა გუნდში გადავა და სავარაუდოდ ახალი კონტრაქტის ღირებულება იქნება მისი კარიერული მაქსიმუმი. სლოვენიის ნაკრების მწვრთნელმა იურე ზდოვცმა ნაკრებში უხმო გორანის უფროს ძმა ზორანს, რომელიც ასევე მაიამის წევრია, თუმცა ფრორიდულ გუნდში მესამეხარისხოვანი როლი აკისრია.

ნაკრებში არიან გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სლოვენიელთა წამყვანი მოთამაშეები - ედო მურიჩი და დომენ ლორბეკი. სლოვენიის მოქალაქეობა ჯერ არ მიუღია, თუმცა ნაკრებში უხმეს და ევრობასკეტისთვის ემზადება ოლიმპიაკოსის მეფარე, ამერიკელი ბრაიან დანსტონი.

ზდოვცის მიერ გამოძახებულ 11 მოთმაშეს 18 ივლისს დაახლოებით 5 კალათბურთელი დაემატება, რომლებიც სლოვენიის ასაკობრივ ნაკრებებში არიან და ქვეყნის ღირსებას ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე დაიცავენ.

სლოვენია პირველ სპარინგ-მატჩს 30 ივლისს, ახალ ზელანდიასთან გამართავს. ევროპის ჩემპიონატზე კი სლავთა მეტოქეები საქართველოსთან ერთად იქნებიან მასპინძელი ხორვატია, ჰოლანდია, საბერძნეთი და მაკედონია. სლოვენია და საქართველო ერთმანეთს ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, 6 სექტემბერს დაუპირისპირდებიან.

ეს კი ის 11 კალათბურთელი, რომელიც ზდოვცმა სლოვენიის ნაკრებში გამოიძახა:

ზორან დრაგიჩი (მაიამი), იურე ბალაჟიჩი (ბუიუქი, თურქეთი)), იაკა ბლაჟიჩი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), ჟიგა დიმეჩი (როგასკა, სლოვენია), ნებოისა იოკსიმოვიჩი (კრკა, სლოვენია), ბრაიანტ დანსტონი (ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი), იაკა კლობუჩარი (ულმი, გერმანია), ალენ ომიჩი (ოლიმპია, სლოვენია), კლემენ პრეპელიჩი (ოლიმპია), უროშ სლოკარი (ესტუდიანტესი, ესპანეთი), გასპერ ვიდმარი (დარუშაფაკა, თურქეთი)

gbf.ge

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
16 იანვარი 20:54 მიზანი უცვლელია - ეროვნული ლიგის საგზური და თასის ფინალი
16 ოქტომბერი, 2018 დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“
11 სექტემბერი, 2018 ძალა ერთობაშია!
07 ივნისი, 2018 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი, 2018 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი, 2018 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი, 2018 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი, 2018 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი, 2018 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი, 2018 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას