ფიბამ რუსეთი მოკვეთა
29 ივლისი, 2015
1311
print

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიბა) რუსეთის კალათბურთის ფედერაციას გაუგზავნა შეტყობინება, სადაც ნათქვამია, რომ ამ ქვეყნის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებ გუნდებს აეკრძალათ ფიბას ეგიდით გამართულ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა. ამის შესახებ რუსეთის კალათბურთის ფედერაციაში იუწყებიან.

ასეთი მკაცრი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა გაუთავებელი სკანდალები რუსეთის კალათბურთის ფედერაციის ირგვლივ. ასევე ორგანიზაციის რიგგარეშე მოხსენებითი-საარჩევნო კონფერენციის დანიშვნა.

ამ ეტაპზე დისკვალიფიკაცია არ შეეხება რუსეთის 18-წლამდე გოგონათა ნაკრებს, რომელიც 30 ივლისს სლოვენიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატში ჩაებმება. დანარჩენი გუნდები კი 16-წლამდე ნაკრებებიდან დაწყებული ეროვნული გუნდით დამთავრებული, მოკვეთილნი არიან კონტინენტალურ ტურნირებში მონაწილეობისგან. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდემდე გაგრძელდება რუსული გუნდების დისკვალიფიკაციის ვადა.

”ახლა უნდა ვიფიქროთ, როგორ გამოვიდეთ ამ ურთულესი მდგომარეობიდან. პრინციპში გამოსავალი არსებობს. გააჩნია, როგორ მოიქცევა ქვეყნის კალათბურთის ფედერაცია. ამჟამად ჩვენს წინააღმდეგ სანქციები მოქმედებს, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს მოიხსნას - ორ კვირაში ან ერთ თვეში” - პორტალ ექსსპორტს განუცხადა რუსეთის კალათბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტმა და ფიბას საშეჯიბრო კომისიის წევრმა სერგეი ჩერნოვმა.

საქმე ისაა, რომ ივნისის ბოლოს, კარიერის დასრულებისთანავე, რუსეთის კალათბურთის ფედერაციის სათავეში მოსვლის სურვილი და მზადყოფნა გამოთქვა მოსკოვის ცსკა-სა და რუსეთის ნაკრების ყოფილმა კალათბურთელმა ანდრეი კირილენკომ.

18 ივნისს მოსკოვის სასამართლომ გამოიტანა ვერდიქტი, რომლის საფუძველზეც აიძულა რუსეთის კალათბურთის ფედერაცია 60 დღის ვადაში მოიწვიოს კონფერენცია, რომლის დღის წესრიგში იქნება კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტისა და აღმასკომის არჩევნები.

უფრო ადრე პერმის საოლქო  კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა სასამართლოს თხოვნით მიმართა ბათილად ცნოს მოხსენებითი-საარჩევნო კონფერენციის ყველა გადაწყვეტილება, რომელიც 2013 წლის 2 აგვისტოს იქნა მიღებული.

აღნიშნული პროცესები და სასამართლოს გადაწყვეტილება ფიბამ რუსეთის კალათბურთის ფედერაციაში სახელმწიფოს ჩარევად შეაფასა და ამ ქვეყნის ნაკრები გუნდები საერთაშორისო ასპარეზიდან მოკვეთა. შესაბამისად, თუ რუსეთის საკალათბურთო წრეებში მდგომარეობა არ გამოსწორდება, არსებობს რეალური საფრთხე, რომ რუსეთის ეროვნულმა ნაკრებმა გამოტოვოს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, რომელიც სექტემბერში დაიწყება და ზაფხულის ოლიმპიური თამაშები.  

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
16 იანვარი, 2019 მიზანი უცვლელია - ეროვნული ლიგის საგზური და თასის ფინალი
16 ოქტომბერი, 2018 დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“
11 სექტემბერი, 2018 ძალა ერთობაშია!
07 ივნისი, 2018 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი, 2018 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი, 2018 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი, 2018 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი, 2018 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი, 2018 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი, 2018 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას