ამერიკამ ლატვიაში უპილოტო თვითმფრინავები განალაგა
01 სექტემბერი, 2015
827
print

გუშინ პენტაგონმა ლატვიაში პირველად “MQ-1 Predator”-ის ტიპის უპილოტო  თვითმფრინავების განლაგების შესახებ განაცხადა. პენტაგონის წარმომადგენლის კაპიტან ჯეფ დევისის განცხადებით, 70 ამერიკელი სამხედრო და  ორი უპილოტი თვითმფრინავი საწვრთნელ მისიაში მიიღებენ მონაწილეობას. როგორც „სი-ენ-ენი“ აღნიშნავს, ამ ნაბიჯით ამერიკა კიდევ ერთხელ დაარწმუნებს ევროპელ პარტნიორებს, რომ უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე მზად არის მათ უსაფრთხოებაზე იზრუნოს.

უპილოტო თვითმფრინავები ლატვიის ტერიტორიაზე 15 სექტემბრის ჩათვლით დარჩებიან. აღნიშნულ ინიციატივას გასულ წელს ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას პოლონეთში ვიზიტის დროს ჩაეყარა საფუძველი, სადაც მან ისაუბრა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს პეტრე პოროშენკოს. პრეზიდენტის ამ ორივე ნაბიჯის მიზანი იყო იმის დემონსტრირება, რომ ამერიკა მხარს უჭერს უკრაინის მთავრობას აღმოსავლეთ რეგიონებში პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში.

პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, გასულ უქმეებზე ამერიკული უპილოტო თვითმფრინავები ლატვიის ლიელვარდეს საჰაერო ბაზაზე განალაგეს. ამერიკამ ნატოელ მოკავშირეებთან ერთად აღმოსავლეთ ევროპაში წვრთნებში მონაწილეობა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდგომ გააძლიერა, რის შემდეგაც გაიზარდა საფრთხე, რომ მოსკოვის მომდევნო სამიზნე, შესაძლოა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყანებიც გახდნენ.

ჯეფ დევისის თქმით, ლატვიაში ტეხასის საჰაერო ეროვნული გვარდიის 147-ე სადაზვერვო ფრთის წევრების განლაგება „ევროპელი პარტნიორების დარწმუნების ინიციატივის“ ფარგლებში მოხდა, რომლის მიზანიც არის აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებთან ერთად ამერიკის მიერ სამხედრო წვრთნების გაძლიერება.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ ამერიკამ გერმანიაში განალაგა ოთხი “F-22”-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი, რომლებმაც გუშინ პოლონეთის “F-16”ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებთან ერთად მიიღებს წვრთნებში მონაწილეობა. ევროპაში ამერიკის საჰაერო ძალების წარმომადგენლის თქმით, ამ ორ განლაგებას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. ლატვიის ბაზაზე განლაგებული ამერიკული უპილოტო თვითმფრინავები ლატვიის საჰაერო სივრცეში იმოქმედებენ.

თამთა კახაძე

tamta kakhadze
ტეგები
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს