ჩინეთში სამხედრო აღლუმს პუტინი დაესწრო
03 სექტემბერი, 2015
1135
print

ცოტა ხნის წინ ჩინეთმა მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70-ე წლისთავი აღნიშნა. პეკინის ცენტრში გამართულ აღლუმში მონაწილეობდა 500 ერთეული ტექნიკა, 200 თვითმფრინავი და 12 000 ჯარისკაცი.

მეორე მსოფლიო ომში იაპონიაზე გამარჯვების 70-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩინეთი განაგრძობს „მშვიდობიანი გზით სვლას“. ჩინეთის ლიდერის განცხადებით, იგეგმება ქვეყნის შეიარაღებული ძალების 300 000 ადამიანით შემცირება:“ჩვენ ჩინელებს გვიყვარს მშვიდობა. მნიშვნელობა არ აქვს რა სიძლიერეს მივაღწევთ მომავალში, ჩინეთი არასოდეს დაადგება ჰეგემონიის ან ექსპანსიის გზას. ჩინეთი ზიანს არ მიაყენებს სხვა ქვეყნებს...ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ წარსულის გაკვეთილები და ვიბრძოლოთ მშვიდობისათვის.“

როგორც ჰონგ კონგის უნივერსიტეტის პროფესორი ივონ ჩუ აღნიშნავს, ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტისა და ქვეყნის არმიის რიცხოვნების გათვალისწინებით, ქვეყნის ლიდერის დანაპირები უმნიშვნელოდ შეიძლება ჩაითვალოს:“ჩინეთს უზარმაზარი არმია ჰყავს. პრეზიდენტს ამ დანაპირების შესრულება მარტივად შეუძლია.“

ჩუს თქმით, მართალია, ჩინეთის პრეზიდენტმა არმიაში ჯარისკაცების რაოდენობის შემცირება დაანონსა, თუმცა მანამდე, აღლუმზე წარმოდგენილი შეიარაღებით სხვა შეტყობინება იქნა გაგზავნილი:“წარმოდგენილი ყველა აღჭურვილობა-საბრძოლო თვითმფრინავები, უპილოტი თვიმფრინავები, ტრანსპორტირებადი რაკეტები-ჩინეთის მიერ სიძლიერის დემონსტრირებას ნიშნავს. მხოლოდ რეგიონში თავდაცვისათვის შენ ეს ყველაფერი არ გჭირდება-ეს ასახავს ჩინეთის ამბიციას წარმოადგენდეს გლობალურ სამხედრო ძალას.“

მასშტაბურ აღლუმს დაესწრნენ სამხრეთ კორეისა და რუსეთის პრეზიდენტები პარკ ჟინ ჰე და ვლადიმერ პუტინი, ასევე გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი. „როიტერის“ თანახმად, ჩინეთში იმყოფებოდა სუდანის პრეზიდენტი ომარ ჰასან ალ-ბაშირიც, რომელზეც სამხედრო დანაშაულის გამო, საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოს ძებნა აქვს გამოცხადებული.  აღლუმს არ ესწრებოდა დასავლეთის ლიდერების უმრავლესობა, მათ შორის არც ჩინეთის ყოფილი მოკავშირეების ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები.

სიტყვით გამოსვლისას ჩინეთის ლიდერმა ისაუბრა მეზობელი ქვეყნის შესახებაც, რომლის თქმითაც:“ჩინეთის გამარჯვებით ბოლო მოეღო იაპონელი მილიტარისტების შეთქმულებას ჩინეთის ოკუპაციისა და დამორჩილების შესახებ.“

გუშინ იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივანმა იოსიჰიდე სუგამ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ისურვებდა ჩინეთი მომავალზე იყოს ორიენტირებული:“მეორე მსოფლიო ომიდან 70 წელი გავიდა, ჩინეთი კი ძველებულად სამხრეთ კორეისა და ჩინეთის უიღბლო ისტორიაზეა ფოკუსირებული.“

გუშინ კი პენტაგონის წარმომადგენელმა ჯეფ დევისმა განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ბერინგის ზღვაში პირველად შენიშნეს ჩინეთის სამხედრო ხომალდები. საინტერესოა, რომ ზუსტად ამ პერიოდში ალასკას შტატში ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა.

თამთა კახაძე

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს