„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად რუსეთი მზად არ არის
04 სექტემბერი, 2015
1701
print

ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ისაუბრა ისეთი საკითხების შესახებ, როგორიც არის მიგრანტთა კრიზისი ევროპაში, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა და კიევში არსებული ვითარება.

რუსეთის ლიდერის თქმით, იგი ანტიტერორისტული კოალიციის შექმნის თაობაზე ცოტა ხნის წინ ტელეფონით ესაუბრა მის ამერიკელ კოლეგას ბარაკ ობამას, ამასთან პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები სუნიტური რადიკალური დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად ჯერ მზად არ არის. პუტინის თქმით, აღნიშნული კოალიციის შექმნის შესახებ იგი ესაუბრა თურქეთის, საუდის არაბეთის და იორდანიის ლიდერებსაც:“ჩვენ ნამდვილად გვინდა ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ კოალიციის შექმნა. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ კონსულტაციები გვქონდა ამერიკელი პარტნიორებთან-ამ საკითხთან დაკავშირებით მე პირადად ვესაუბრე პრეზიდენტ ობამას.“

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ მიმართულებით საუბრები მიმდინარეობს სირიელ პარტნიორებთანაც:“მთლიანობაში ვთანხმდებით, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა სირიაში პოლიტიკური პროცესების პარალელურად უნდა წარიმართოს. და თავად სირიის პრეზიდენტი მზად არის ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები გაიმართოს.“

ამასთან, პუტინის თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას რუსეთი ამ ეტაპზე არ გეგმავს. ამერიკამ, ევროპელ და არაბ პარტნიორებთან ერთად, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ავიაიერიშების განხორციელება ერაყსა და სირიაში ერთი წლის წინ დაიწყო.

პუტინის თქმით, „ბრძოლის ველზე“ ყველა დაინტერესებული მხარის გაერთიანება ამ ეტაპზე შეუძლებლია და აუცილებელია მათ შორის არსებობდეს გარკვეული კოორდინაცია:“ჩვენ ამას ვცდილობთ და ამ მიზნის მისაღწევად ძალ-ღონეს არ დავზოგავთ...თუ ამ მიმართულებით გავერთიანდებით, მაშინ ჩვენ მივიღებთ სასურველ შედეგს. თუმცა, თუ ვიდავებთ კვაზიდემოკრატიული პრინციპებისა და პროცედურების თაობაზე სხვადასხვა ტერიტორიებზე, მაშინ ეს ყველაფერი უფრო დიდ ჩიხში შეგვიყვანს.“-აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას პუტინმა ევროპაში მიგრანტთა უპრეცედენტო კრიზისს „სრულიად მოსალოდენლი“ უწოდა, რაშიც დასავლეთი და განსაკუთრებით, აშშ დაადანაშაულა. პუტინის თქმით, ამ სიტუაციის შესახებ იგი წლების წინ საუბრობდა:“ჩვენ აღნიშნულის შესახებ ბევრჯერ გვისაუბრია, მე ვთვლი რომ ეს სრულიად მოსალოდენლი იყო.”

პუტინის აზრით, ეს ყველაფერი იმ მცდარ საგარეო პოლიტიკას უკავშირდება, რომელსაც დასავლეთი მუსლიმური სამყაროს, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონებში ატარებს:“ამას ეწოდება საკუთარი სტანდარტების გატარების პოლიტიკა, როდესაც არ ითვალისწინებ რეგიონის კულტურულ, ისტორიულ თუ ეროვნულ მახასიათებლებს...პირველ რიგში კი ეს ჩვენი ამერიკელი პარტნიორების პოლიტიკაა.“

რუსეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას კიევში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და იქ მიმდინარე მოვლენები „ვაკხანალიად“ შეაფასა. მისი თქმით, თუ როგორ განვითარდება უკრაინაში მოვლენები რუსეთზე არ არის დამოკიდებული:“ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეს თავად უკრაინაზე, უკრაინელ ხალხზეა დამოკიდებული, თუ სადამდე მოითმენს უკრაინელი ხალხი ამ ვაკხანალიას.“

 

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს