საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გიგი უგულავა უკანონო პატიმარია
16 სექტემბერი, 2015
690
print

თიკა გურული

 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც უმნიშვნელოვანესია საქართველოს სამართლებრივი სისტემისთვის.

სარჩელზე ”საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, გამოქვეყნდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას პატიმრობა ანტიკონსტიტუციურია.

 გარდა ამისა, ამიერიდან ვერც ერთ ადამიანს საქართველოში, ვერც ერთი სამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ინსტიტუტი, კონკრეტული განაჩენის გამოტანის გარეშე, ვეღარ ამყოფებს წინასწარ პატიმრობაში 9 თვეზე მეტ ხანს.

მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს ახალდანიშნული მოსამართლის, მერაბ ტურავას ინსინუაციებისა და მის მიერ კატეგორიული უარისა, გადაწყვეტილებაზე ხელი მოეწერა, დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მაინც გამოაცხადა.

 უგულავას ადვოკატები მიმართავენ სასამართლოს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და პროკურატურას მისი გათავისუფლების მოთხოვნით. თუმცა, ადვოკატებისვე ვარაუდით, ეს საჭირო არ უნდა იყოს და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გახმაურების შემდეგ, რომელიც, გამოცხადებისთანავე შევიდა ძალაში, თბილისის ყოფილი მერი ავტომატურად უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან - წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი პატიმრობის ყოველი წუთი სისხლის სამართლის დანაშაულია.

 ანტიკონსტიტუციური პატიმარი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია - ასეთია ნაციონალური მოძრაობის აზრი.

 რა ბედი ეწევა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას, რომელიც მისი ხელმოწერის გარეშე ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას უკანონოდ მიიჩნევს, მომავალში გახდება ცნობილი. ტურავას ჯანმრთელობის გაუარესებაც და მის მიერ ვადების დარღვევის შესახებ საუბარიც, ამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მხოლოდ პოლიტიკური მოტივით შეიძლება აიხსნას და ამის გამო მოსამართლის მიმართ გასატარებელ ღონისძიებებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისია გადაწყვეტს, რომელსაც უკვე გადაეცა მისი საქმე.

 საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება კი უკვე ძალაშია შესული და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

 

 

tika guruli
სხვა სიახლეები
16 ივლისი, 2016 ღამის პუტჩი
15 ივლისი, 2016 ბასტილიის დღის ტრაგედია
16 ივნისი, 2016 სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
19 აპრილი, 2016 Animal Planet–მა კაცი იპოვა
11 აპრილი, 2016 NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
15 მარტი, 2016 ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
04 მარტი, 2016 მალე კიბო დამარცხდება
11 თებერვალი, 2016 კანადამ 25 000 მიგრანტი მიიღო
09 თებერვალი, 2016 სტანიცა ლუგანსკა
07 თებერვალი, 2016 ჩრდილოეთ კორეამ თანამგზავრი გაუშვა!