სინას ნახევარკუნძულზე რუსული თვითმფრინავი ჩამოვარდა
31 ოქტომბერი, 2015
1234
print

შაბათს, სინას ნახევარკუნძულზე რუსული სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა-„სი-ენ-ენის“თანახმად, აღნიშნულის შესახებ ეგვიპტის პრემიერმინისტრმა შერიფ ისმაილმა გააკეთა განცხადება.

ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით ეგვიპტის პრემიერმა უკვე გამართა შეხვედრა ქვეყნის მინისტრებთან და უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებთან. რუსული მედიის თანახმად, „Airbus A-321“-ის ბორტზე იმყოფებოდა 224 ადამიანი, აქედან 217 მგზავრი და ეკიპაჟის შვიდი წევრი. მგზავრებს შორის 17 ბავშვია.

ჩრდილოეთ სინაის სამედიცინო დეპარტამენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, კატასტროფის ადგილზე, რომელიც სოფლებს ალ-კუნთილაჰსა და ალ-კასემას შორის მდებარეობს, სასწრაფო დახმარების ოცზე მეტი მანქანაა მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, რუსული ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ კუთვნილი თვითმფრინავი წითელი ზღვის კურორტ შარლმ ელ-შეიხიდან სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით მიფრინავდა. ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს  ცნობით, თვითმფრინავი რადარებიდან აფრენიდან 23 წუთში გაუჩინარდა. როგორც „როიტერს“ ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა, თვითმფრინავი მთლიანად არის განადგურებული და ბორტზე მყოფთაგან, სავარაუდოდ, არავინ გადარჩენილა. ამ ეტაპზე არ არის დადგენილი, რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი. „როიტერი“ ეგვიპტის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ კატასტროფის მიზეზი, შესაძლოა, თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობაა. ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ამ ეტაპზე არ არსებობს იმის რაიმე დამადასტურებელი საბუთი, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი „დაბლიდან სროლა გახდა.“ სინას ნახევარკუნძულზე, როგორ ცნობილია, ისლამისტი შეიარაღებული მებრძოლები არიან თავმოყრილნი, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არიან დაკავშირებულნი და   ბოლო წლების განმავლობაში გააქტიურეს თავდასხმები ეგვიპტის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებზე. ნახევარკუნძულზე თავმოყრილი შეიარაღებული მებრძოლები იბრძვიან ეგვიპტის მოქმედი პრეზიდენტის აბდელ ფატაჰ ალ-სისის წინააღმდეგ.

რუსული მედიის ინფორმაციით, ბორტზე იმყოფებოდნენ მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები. ჩარტერული რეისის ორგანიზატორი იყო კომპანია „ბრისკო“.

თამთა კახაძე

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს