რუსულმა არხებმა ქვეყნის შეიარაღების საიდუმლო დოკუმენტები აჩვენეს
12 ნოემბერი, 2015
1203
print

ორი დღის წინ რუსეთის ფედერალურმა ტელეარხებმა „პირველმა არხმა“ და „НТВ“-მ, როგორც მოგვიანებით კრემლმა განმარტა „შემთხვევით“,  საიდუმლო სისტემა „სტატუს-6“-ის შესახებ დოკუმენტები აჩვენეს.

გასულ სიუჟეტში რუს სამხედრო მაღალჩინოსნებს საიდუმლო დოკუმენტი აქვთ წარმოდგენილი, რომელზეც „სტატუს-6“-ად წოდებული შეიარაღების სისტემის შესახებ დეტალებია მოცემული.  აღნიშნული სისტემა ბირთვული წყალქვეშა ნავების მშენებელი კომპანია „რუბინის“ მიერ არის შედგენილი.

კადრში „შემთხვევით“ მოხვედრილ დოკუმენტზე საუბარია, რომ აღნიშნული სისტემის დანიშნულებაა „სანაპირო ზოლში მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ობიექტების გაანდგურება და ვრცელი რადიოაქტიური დაბინძურების გზით ისეთი ზიანის მიტანა, რომ ეს რაიონი დიდი ხნის განმავლობაში ეკონომიკური, სამხედრო და სხვა საქმიანობის განხორციელებისათვის გამოუსადეგარი იყოს.“

სიუჟეტი, სადაც საიდუმლო დოკუმენტია მოცემული, სოჭშია გადაღებული პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეხვედრაზე. კადრები მალევე იქნა წაშლილი, თუმცა რამდენიმე ვებგვერდმა მოასწრო დოკუმენტის გამოქვეყნება.

აღნიშნულთან დაკავშირებით კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა:“საიდუმლო მონაცემები ნამდვილად მოხვდა კამერების ობიექტივში, რის გამოც ისინი მოგვიანებით წაიშალა. იმედი მაქვს, მომავალში მსგავსი რამ აღარ განმეორდება.“

როგორც ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ აღნიშნავს, ამ დრომდე უცნობია, თუ როგორ მოხვდა ეს დოკუმენტი მკაცრად კონტროლირებადი ტელეარხების სიუჟეტში. სწორედ ამ შეხვედრაზე, სადაც ეს დოკუმენტი იქნა ნაჩვენები, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შესაფერის ზომებს მიიღებენ „რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების პოტენციალის გასაძლიერებლად.“

რუსული მედიის თანახმად, იმ ინციდენტის შემდეგ, ოპერატორებსა და ფოტოგრაფებს აეკრძალათ სამხედრო შეკრების მონაწილეების, ასევე რუკების და სხვა დოკუმენტების გადაღება, რომლებიც სამხედროებს თან ჰქონდათ. არსებული ინფორმაციით, შეზღუდვები არ დაწესებული თავად პრეზიდენტ პუტინის გადაღებაზე.

თამთა კახაძე

 

 

 

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს