აშშ-ს კონგრესში ნავთობის ექსპორტზე აკრძალვის მოხსნას განიხილავენ
12 დეკემბერი, 2015
1242
print

როგორც ამერიკული მედია კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, საკანონმდებლო ორგანო, სავარაუდოდ, ნავთობის ექსპორტზე 40 წლიანი შეზღუდვის მოხსნისათვის ემზადება. თუმცა, როგორც “Wall Street Journal”-ს დემოკრატმა სენატორმა ჰაიდი ჰაიტკემპმა განუცხადა, ამ ეტაპზე საბოლოოდ გარკვეული არაფერია:“ამ ქალაქში არაფერი  არის ნათელი, მანამ სანამ პრეზიდენტი არ მოაწერს მას ხელს.“

ამასთან, დემოკრატმა სენატორმა, რომელიც კონგრესში დიდი ხანია მხარს უჭერს ნავთობის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვის მოხსნას, იმედი გამოთქვა, რომ ხარჯებისა და გადასახადების კანონმდებლობაში, რომელზე შეთანხმებაც ამ ეტაპზე არ არსებობს,  აღნიშნული ცვლილებაც იქნება შეტანილი. “Wall Street Journal”-ის ინფორმაციით, ახალ შეთანხმებაში, რომელზეც მოლაპარაკებები ახლაც მიმდინარეობს, ნავთობის ექსპორტზე აკრძალვის მოხსნასთან ერთად, საუბარია განახლებადი ენერგიის წყაროებთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებაზეც. როგორც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ნავთობით ვაჭრობაზე არსებული შეზღუდვების მოხსნა ამერიკის მოკავშირეებს საშუალებას მისცემს ნავთობის შესყიდვასთან დაკავშირებით რუსეთის და ოპეკის(ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) ალტერნატივა გამონახონ. თუმცა, სენატში ამ აკრძალვის მოხსნის ოპონენტი დემოკრატები აღნიშნავენ, რომ აღნიშნული  ნავთობის გადამამუშავებელ დარგში სამუშაო ადგილებს შემცირებას გამოიწვევს; ამასთან, აშშ-ში ბურღვის ბუმი ზიანს მოუტანს გარემოს და გაზრდის გადაუმუშავებელი ნავთობით დატვირთული მატარებელების რაოდენობას.

„როიტერის“ თანახმად,  აქამდე თეთრმა სახლმა რამდენჯერმე გაანცხადა, რომ ნავთობის ექსპორტის აკრძალვის მოხსნასთან დაკავშირებით კანონმდებლობის მიღებას მხარს არ უჭერს პრეზიდენტი ობამა და უმჯობესია ამის ნაცვლად კონგრესმა „მწვანე ენერგიის წყაროების“  დახმარებაზე იმუშაოს. არსებული ინფორმაციით, უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ორჯერ დაუჭირა მხარი ნავთობის ექსპორტზე აკრძალვის მოხსნას, თუმცა წინანდადება არ მიიღო სენატმა. ცოტა ხნის წინ თეთრი სახლის პრესმდივანი ჯოშ ერნესტი, ფაქტობრივად, კანონზე ვეტოს დადებით დაიმუქრა:“ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ამ სფეროში კონგრესმა საკანონმდებლო მოქმედება  განახორციელოს, ამიტომ ჩვენ საკმაოდ თანმიმდევრულები ვართ, როდესაც აღნიშნული კანონის მიღებას ვეწინააღმდეგეებით.“

აშშ-ს კონგრესმა ნავთობის ექსპორტზე შეზღუდვა დაახლობით 40 წლის წინ დააწესა, როდესაც  1973 წელს ოპეკის წევრების მიერ ნავთობზე დაწესებულ ემბარგოს  ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა მოჰყვა. ამერიკელმა კანონმდებლებმა სასწრაფოდ მიიღეს კანონი ქვეყნის დაუმუშავებელი ნავთობის ექსპორტის აკრძალვის თაობაზე; ამით ამერიკელი კონგრესმენები შეეცადნენ ქვეყანა ნაკლებად მოწყვლადი გაეხადათ ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებით ახლო აღმოსავლეთის მორიგი მანიპულაციებისაგან. დღეისათვის კი სრულიად განსხვავებული ვითარებაა-აშშ დღეში დაახლოებით 9,4 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებს, რაც 1970-იანი წლების მაჩვენებელს თითქმის სამჯერ აღემატება.

თამთა კახაძე

 

tamta kakhadze
ტეგები
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს