ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერად კიდევ ერთი აქცია გაიმართა
04 იანვარი, 2016
9829
print

ეკატერინე ლოლუა

დეველოპერული კომპანია Royal Group აგრძელებს აქციებს ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერად. მორიგი აქცია გაიმართა ფიტნეს კლუბში Snapp Fitness Georgia. კომფორტული ატმოსფერო, რომელიც გადამღებ ჯგუფს კლუბის ხელმძღვანელებმა შეუქმნეს.

Snapp Fitness Georgia გახდა კიდევ ერთი ადგილი, სადაც ჩატარდა მორიგი აქცია ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერად. დიდი მადლობა ლევან დიასამიძეს, რომელმაც ფიტნესის ცენტრის ტერიტორია ჩვენი აქციისთვის დაგვითმო.

აქციაში მიიღეს მონაწილეობა საკალათბურთო კლუბ „აკადემიის“ წევრმა მერაბ ბოქოლიშვილმა, ყოფილმა მორაგბემ გიორგი ტატიშვილმა.

მერაბ ბოქოლიშვილი (საკალათბურთო კლუბი „აკადემია“): „ამ აქციაში მონაწილეობა ჩემთვის დიდი პატივია. ზაზა ფაჩულია ჩვენი ნაკრების კაპიტანი, ყველაზე წარმატებული მოთამაშეა. მინდა, რომ ზაზამ ტორონტოში, „ყველა ვარსკვლავის“ მატჩ-აქციაში მიიღოს მონაწილეობა. ეს ყველასთვის განსაკუთრებული იქნება. ჩვენ ხმას არა მარტო ზაზას, მთელ საქართველოს ვაძლევთ.“

გიორგი ტატიშვილი (აქციის მონაწილე): „ფაჩულია მეომარია. და ის იგებს. ზაზა წარმატებული სპორტსმენია და ყველასთვის სამაგალითო უნდა იყოს. ხმა მიეცით ზაზა ფაჩულიას.“

ვერონიკა მჭედლიშვილი (Royal Group, PR მენეჯერი): „საინტერესო აქცია იყო. უკვე ჩავატარეთ რამდენიმე ღონისძიება და ხმების მიცემის პროცედურის დასრულებამდე, კიდევ რამდენიმეს ვაპირებთ. ჩვენი კომპანია ზაზა ფაჩულიას დიდი გულშემატკივარია.“

ლევან დიასამიძე (Snapp Fitness Georgia): „ზაზა ყველას უყვარს. წელს ძალიან კარგი სეზონი აქვს და მაქსიმალურად ბევრი ხმა უნდა მიიღოს. ყველას მოვუწოდებ, ხმა მიეცით ზაზა ფაჩულიას.“

Royal Group-ის პარტნიორები არიან საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო, მუსიკალური მაღაზია GURU და კომპანია PSM.

შემოგვიერთდით, გადადით საიტზე www.voteforzaza,com და მიეცით ხმა ზაზა ფაჩულიას!

zura talakvadze
სხვა სიახლეები
16 იანვარი 20:54 მიზანი უცვლელია - ეროვნული ლიგის საგზური და თასის ფინალი
16 ოქტომბერი, 2018 დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“
11 სექტემბერი, 2018 ძალა ერთობაშია!
07 ივნისი, 2018 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი, 2018 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი, 2018 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი, 2018 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი, 2018 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი, 2018 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი, 2018 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას