ზაზა ფაჩულიას ორმაგი დუბლი „მინესოტასთან“
11 იანვარი, 2016
9226
print

ეკატერინე ლოლუა

„დალასმა“ მინეაპოლისში 93:87 მოიგო. და ზაზა ფაჩულიას რეგულარულში კიდევ ერთი დასამახსოვრებელი თამაში აქვს. საქართელოს ნაკრების კაპიტანი ტემპს არ აგდებს.

32 წუთში ზაზამ 13 ქულა, 11 მოხსნა (6- შეტევაში), 2 პასი,1 დაფარება დააგროვა და დირკ ნოვიცკისთან (29, 7 მოხსნა) ერთად, „დალასში“ საუკეთესო იყო. გუნდმა დასავლეთის კონფერენციის აუტსაიდერთან დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა.

ფაჩულიას წინააღმდეგ იდგნენ რეგულარულის საუკეთესო პირველწლიანი, ახალგაზრდა ცენტრი კარლ-ენტონი თაუნზი (10, 4 მოხსნა) და ეპიზოდებში, ძალიან კარგი სათადარიგო  გორგუი დიენგი (19 წუთში უქულოდ). ზაზამ სამწამიანში აქტიურად ითამაშა და თითქმის არ დაუშვა შეცდომა.

ფაჩულიამ 9 სროლიდან 4 ზუსტად შეასრულა, 5/5 საჯარიმო გამოიყენა და მხოლოდ 1 შეცდომა დაუშვა.

„დალასს“ 22 მოგება და 16 წაგება აქვს. გუნდი სტაბილურად შედის დასავლეთის პირველ ხუთეულში.

ორ დღეში „დალასი“ საკუთარ დარბაზში ლებრონ ჯეიმსს, კევინ ლავს, კაირი ირვინგს დაუპირისპირდება. დალასში „კლივლენდი“ ჩადის.

რთული შეხვედრა იქნება.

ხმას ვაძლევთ ზაზა ფაჩულიას!

zura talakvadze
სხვა სიახლეები
16 იანვარი 20:54 მიზანი უცვლელია - ეროვნული ლიგის საგზური და თასის ფინალი
16 ოქტომბერი, 2018 დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“
11 სექტემბერი, 2018 ძალა ერთობაშია!
07 ივნისი, 2018 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი, 2018 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი, 2018 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი, 2018 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი, 2018 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი, 2018 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი, 2018 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას