რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა
30 იანვარი, 2016
497
print

გიორგი ფაჩუაშვილი

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რუსეთმა თურქეთის საჰაერო სივრცე კვლავ დაარღვია. რუსული გამანადგურებელი SU-34 თურქეთის საჰაერო სივრცეში პარასკევს, 11:46 გამოჩნდა.

ბოლო თვეების განმავლობაში ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. გასული წლის ნოემბერში თურქეთმა რუსული გამანადგურებელი ჩამოაგდო, რომელმაც მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, არ დატოვა რესპუბლიკის საჰაერო სივრცე. პუტინმა მომხდარში ანკარა დაადანაშაულა. პრეზიდენტმა ერდოღანმა კი, რუსეთის ფედერაციას ხაზგასმით დასდო ბრალი.

რუსეთმა თურქეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა. თურქეთის ბუნებრივი აირის ნახევარი და ნავთობის 10% რუსეთიდან შემოდის. ასევე არსებობს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაცია თურქეთის ქალაქ აკუიუში აშენებს ატომურ - ელექტრო სადგურს. ამ პროექტში 20 მილიარდი დოლარი არის ჩადებული. თუმცა, უთანხმოების პირობებში თურქეთს არჩევანი აღარ დარჩა და ოფიციალურმა ანკარამ ალტერნატიული მომარაგების წყარო მოძებნა. კერძოდ, აზერბაიჯანი და ყატარი.

ყველაფერი 2014 წლის ივნისში დაიწყო, როცა სირიის და ერაყის ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული „ისლამური სახელმწიფო“ ჩამოყალიბდა. პრეზიდენტი ასადის რეჟიმის მხარდამჭერმა რუსეთმა გასული წლის სექტემბერში საჰაერო დარტყმები განახორციელა „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე. აღმოჩნდა, რომ მათ მიერ განხორციელებული დარტყმების დიდი ნაწილი სირიელი ამბოხებულების წინააღმდეგ იყო მიმართული. დეკემბერში, პრეზიდენტმა ერდოღანმა ასადის რეჟიმი ღიად დაადანაშაულა ათიათასობით ადამიანის მკვლელობაში.

„ქვეყანა, რომელიც 400 000 ადამიანის ქიმიური იარაღით მკვლელის მხარდამჭერია, ვერსად გაექცევა პასუხისმგებლობას“ - სწორედ ამ სიტყვებით მიანიშნა ერდოღანმა რუსეთზე. მან ასევე განაცხადა, რომ სანქციებს უმნიშვნელო შედეგები მოჰყვებოდა.

„თურქეთი არ დაიშლება 1 მილიარდიანი იმპორტის დაკარგვის გამო. ვის აღელვებს, იყიდით თუ არა თქვენ ჩვენს რესურსებს? ვითომ, ალტერნატიული წყაროს მოძებნა გაგვიჭირდება?“ - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.

დასავლეთის ქვეყნებმაც სასტიკად დაადანაშაულეს რუსეთი. მათი თქმით, ოფიციალური მოსკოვი დამნაშავეს უწყობს ხელს. ეს იმიტომ, რომ ბაშარ-ალ ასადის მთავრობა პრორუსულია.

ურთიერთობა რუსეთ - თურქეთს შორის დღითიდღე უარესდება. ასეთმა დაძაბულმა სიტუაციამ, შეიძლება ეს ორი მხარე ომამდეც კი მიიყვანოს, - შიშობენ პოლიტიკური ექსპერტები.

 

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს