დასრულდა კახი კახიაშვილის სახელობის ტურნირი
25 დეკემბერი, 2016
0
print

"ახალი თბილისის" კომპლესში დასრულდა კახი კახიაშვილის სახელობის ტურნირი, რომელსაც წელსაც საერთაშორისოს სტატუსი ჰქონდა მოპოვებული. 

ქართველი მონაწილეების გარდა, ტურნირზე იყვნენ სპორტსმენები თურქეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ტურნირის მთავარი მსაჯი იყო საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი რამაზ გურგენიძე. 

ტურნირი სინკლერის სისტემის ჩატარდა. 

გოგონებში პირველ ადგილზე გავიდა საქართველოს ნაკრების წევრი თათია ლორთქიფანიძე. მისი საბოლოო შედეგი იყო 269.83 ქულა. მომდევნო ადგილებზე ჩვენი სტუმრები არიან. მეორე - კარაკოლ გამზე თურქეთიდან (262.49) და მესამეზე - სონია პოგოსიანი (სომხეთი), რომელმაც 261.12 ქულა დააგროვა.

 მამაკაცებში საქართველო დომინირებს. პირველია რეზო დავითაძე. 395.8 ქულით საქართველოს ნაკრების წევრმა სოლიდურად დაამთავრა ტურნირი. მეორე ადგილი - თორნიკე კოკაია (395.35). მესამეზე შოთა მიშველაძე (391.66) ზის. პირველ ექვსეულში შედიან გიორგი კუჟანაშვილი (388.4), თორნიკე თოდაძე (379. 08) და მეექვსეზე გადის ნოდარ კაკაბაძე (378.56).

ტურნირი ოცდამეორედ (22) ჩატარდა. 45 მონაწილით. შემდეგ სეზონში კახი კახიაშვილის ტურნირი უფრო წარმომადგენლობითი იქნება. 

zura talakvadze
სხვა სიახლეები
16 იანვარი 20:54 მიზანი უცვლელია - ეროვნული ლიგის საგზური და თასის ფინალი
16 ოქტომბერი, 2018 დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“
11 სექტემბერი, 2018 ძალა ერთობაშია!
07 ივნისი, 2018 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი, 2018 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი, 2018 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი, 2018 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი, 2018 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი, 2018 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი, 2018 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას