ლაშა ტალახაძე 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენია
27 დეკემბერი, 2016
0
print

ლაშა ტალახაძე 2016 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენია. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღიარების შემდეგ, ლაშა საუკეთესოდ საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დაასახელა.

ლაშა ტალახაძე: „ჩემთვის ეს აღიარება ძალიან  ბევრს ნიშნავს. მინდა მადლობა გადავუხადო მწვრთნელებს, რომლებიც ყოველთვის ჩემს გვერდით არიან, იყვნენ, იქნებიან. ეს არის მათი და იმ ხალხის ჯილდო, რომელიც თავისი სიყვარულით, გვერდში დგომით დამატებით მოტივაციას მაძლევდა. ეს თქვენი ჯილდოა.  დიდი მადლობა სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფასებისთვის. საკუთარ თავზე ვმუშაობ და შემდეგ სეზონში ტემპს არ დავაგდებ. მე ვარ საქართველოს რიგითი სპორტსმენი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს თავისი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ, ყველას დიდ მადლობას გიხდით.“

ლაშამ რიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და პროცესში, მსოფლიოს რეკორდსმენიც გახდა. ტალახაძემ საქართველოს უდიდესი სიხარული და სიამაყე მოუტანა. ლაშა რიოს ოლიმპიადის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი გახდა.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი ასანიძე წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. ლოგიკური და დამსახურებული აღირება.

საუკეთესო სპორტსმენი ქალის პრიზი დაიმსახურა ანასტასია გოტფრიდმა,რომელსაც კარიერაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა და ჩვენი გოგოს აღიარებაც დამსახურებული იყო. 

გიორგი ასანიძე: „ეს არის მთელი ჩვენი გუნდის აღიარება. ჩვენ ვმუშაობთ იმ ერთი მიზნისთვის, რომელიც საქართველოს პრესტიჟის დაცვას ემსახურება. ლაშას წარმატებული სეზონი ჰქონდა და ჩვენ არ ვაპირებთ მიღწეულით დაკმაყოფილებას. მინდა წარმატებები ვუსურვო ანასტასიას, რომელიც ბევრს მუშაობს და ბევრს მიაღწევს. 2017-ში იქნება ახალი გამოწვევები. დიდი მადლობა აღიარებისთვის სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია. ყველას გილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს და საუკეთესოს გისურვებთ.“

კახი კახიაშვილი (საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი): “მადლობას ვუხდით სამინისტროს აღიარებისთვის. ლაშამ, გიორგიმ და ანასტასიამ ეს დაიმსახურეს. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ქართული ძალოსნობის წარმატება არა მხოლოდ ამ ორი კონკრეტული ადამიანის აღიარება და შედეგია. 2016-ში მოვიპოვეთ მედლების სარეკორდო რაოდენობა, გვყავდა ჩემპიონები და პრიზიორები ყველა საერთაშორისო ტურნრიზე და ყველა ასაკში. რა თქმა უნდა, ლაშას წარმატება არის უდიდესი მოტივაცია ახალგარზდებისთვის და მე მინდა ლაშას და მთელ ქართულ ძალოსნობას, მთელ ქართულ სპორტს ახალ წელს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო.“

ნოდარ სირბილაშვილი (თბილისის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი): „ეს არის ჩვენი ფედერაციის სწორი მუშაობის, მენეჯმენტის დამსახურება. ლაშას და გიორგის აღიარება შემდეგი წლისთვის ბევრი მუშაობის და არსებული რესურსის მაქსიმალურად გამოყენების მოტივაციას გვაძლევს. საქართველოს ძალოსნობის  ეროვნული ფედერაცია გააკეთებს ყველაფერს და მე მჯერა, რომ კიდევ ბევრი წარმატება და საამაყო წუთი მოვა. ყველას გილოცავთ მოახლოვებულ დღესასწაულებს.“

ლაშა ტალახაძე საუკეთესოა. 

გიორგი ასანიძე საუკეთესოა.

29 დეკემბერს გაიმართება საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით, წლის საუკეთესო სპორტსმენების, მწვრთნელის და ნაკრების დაჯილდოვება. 

zura talakvadze
სხვა სიახლეები
16 იანვარი 20:54 მიზანი უცვლელია - ეროვნული ლიგის საგზური და თასის ფინალი
16 ოქტომბერი, 2018 დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“
11 სექტემბერი, 2018 ძალა ერთობაშია!
07 ივნისი, 2018 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი, 2018 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი, 2018 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი, 2018 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი, 2018 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი, 2018 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი, 2018 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას