თსუ ფუტსალის თასის მფლობელია
27 დეკემბერი, 2016
0
print

ფუტსალში საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თასის წლევანდელი გათამაშების ფინალში შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (თსუ) და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) გუნდები.

ახალ ოლიმპიურ სასახლეში პირველივე წუთებიდან საინეტრესო თამაში წავიდა, მაგრამ მეორე ტაიმამდე ანგარიში არ გახსნილა. თასის მფლობელის ვინაობის გასარკვევად ერთი გოლი აღმოჩნდა საკმარისი.

ფუტსალში საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თასის მფლობელი თსუ გახდა. ზედიზედ მესამედ (2014, 2015, 2016). ასე რომ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა 25 ოქტომბერს დაწყებული გათამაშება (რომელშიც 29 სასწავლებელი მონაწილეობდა) ახალი წლის ბოლოს მოგებული თასით აღნიშნა.

თსუს ზურგს უმაგრებს სტუდენტური ლიგის ორჯერ მოგებაც. სტუდენტური ლიგა ამდენივეჯერ აქვს მოგებული საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს.

ფინალის შემდეგ გამოვლინდა საუკეთესო მეკარე და მოთამაშე. აქაც საუკეთესონი თსუ-ს წარმომადგენლები აღმოჩნდნენ. საუკეთესო მეკარედ ნიკოლოზ ფხაკაძე აღიარეს, ხოლო მოთამაშედ - ფინალის ერთადერთი გოლის ავტორი ნიკოლოზ კურტანიძე.

თსუ: ნიკა ფხაკაძე, თოკო კვიტატიანი, თოკო ტურავა, ლუკა თავზარაშვილი, ნოდარ ქურცაძე, ნიკა კურტანიძე, თოკო ქართველიშვილი, ბექა ონიანი, შალვა კაპანაძე, მიხეილ თევზაძე (კ), თემურ ექიზაშვილი, ლიკა გეწაძე.

სეუ: ირაკლი ლეჟავა, დიტო ანდღულაძე (კ), დიმა მაყიშვილი, გოგლა ჭოხონელიძე, ზუკა გარსევანიშვილი, ოთო არველაძე, გიორგი თურმანიძე, ლევან ჩაჩუა, ლევან ყურაშვილი, ნუკრი კობალაძე.

ეს იყო ლამაზი სეზონის ლამაზი დასასრული.

ყველას დამდეგ დღესასწაულებს გილოცავთ!

 

 

zura talakvadze
ტეგები
სხვა სიახლეები
16 იანვარი 20:54 მიზანი უცვლელია - ეროვნული ლიგის საგზური და თასის ფინალი
16 ოქტომბერი, 2018 დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“
11 სექტემბერი, 2018 ძალა ერთობაშია!
07 ივნისი, 2018 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი, 2018 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი, 2018 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი, 2018 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი, 2018 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი, 2018 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი, 2018 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას