ქართული ძალოსნობის ჯადოსნური სეზონი
31 დეკემბერი, 2016
0
print

ქართული ძალოსნობის ჯადოსნური სეზონი

2016 მალე დაიხურება. და 2017 დაიწყება. ჯერ ოდნავ მორცხვად გამოვა სადარბაზოდან და ნელ-ნელა გაუშინაურდება სიტუაციას.

2017 ქართული ძალოსნობისთვის განსაკუთრებული სეზონი იქნება. განსაკუთრებული სეზონი ჯადოსნური სეზონის შემდეგ.

რა აჩუქა ძალოსნობამ საქართველოს 2016-ში?

ძაან ბევრი.

  1. გვყავდა 100 ძალოსანი და დღეს გვყავს 400. მაგარი პროგრესია.
  2. გაიხსნა 13 ახალი დარბაზი და იქ უკვე მიდის აქტიური მუშაობა, სასიამოვნო ფუსფუსი. საერთო ჯამში, უკვე 18 დარბაზი გვაქვს. ჯადოსნური შედეგია.
  3. გვყავს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. კობა ობოლაშვილი.
  4. გვყავს ევროპის ფედერაციაში საერთაშორისო სამედიცინო კომიტეტის წევრი, პროფესორი ზურაბ კახაბრიშვილი.
  5. პირველად, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საერთო ჩათვლაში გავხდით ვიცე-ჩემპიონები. გიორგი ჩხეიძე გახდა ჩემპიონი. მაგარი ბიჭია.
  6. 63 მედალი საერთაშორისო ტურნირებზე.
  7. ლაშა ტალახაძე საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი გახდა. ყველა ვერსიით (სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის, სპორტის სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტის).
  8. ანასტასია გოტფრიდი საქართველოს საუკეთესო ქალი სპორტსმენი გახდა. ანასტასიამ დაგლიჯა.
  9. გია ასანიძე საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი გახდა. ლეგენდამ ეს დაიმსახურა.

10.  პირველად, ოლიმპიადაზე საქართველომ ორი დროშა ააფრიალა. გმირები ლაშა ტალახაძე და ნაკრების კაპიტანი, ირაკლი თურმანიძე გახდნენ.

11.  ლაშა ტალახაძე - აბსოლუტური ჩემპიონი, წლის საუკეთესო ძალოსანი, რიოს ოლიმპიადის ერთ-ერთი გმირი.

12.  ლაშა ტალახაძე - მსოფლიოს, ევროპის და ოლიმპიადის რეკორდსმენი. ტიტანი.

13.  4 ოლიმპიური ლიცენზია. ბრავო!

14. გვყავს მსოფლიოს ჩემპიონი 20-წლამდელებში (გიორგი ჩხეიძე). მაგარი ბიჭი!

15. ევროპის 2 ვიცე-ჩემპიონი ახალგარდებში (რამინ შამილიშვილი, დავით ხეცურიანი) და მსოფლიოს ჩემპიონი (20-წლამდელებში) გოგონებში (ანასტასია გოტფრიდი). 

16. ლაშა ტალახაძე ფიორდეში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლის მფლობელია. მაგარი ბიჭი!

17. მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის 17-წლამდელებში გახდა ირაკლი ჩხეიძე! ძაან მაგარი ბიჭი. 

18. ვეტერან ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ 1 ოქრო და 2 ბრინჯაო აიღო. ბრავო ბიჭებს. 

19.  უმაღლეს დონეზე ჩატარებული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი.

ეს ქართული ძალოსნობაა. მისაბაძი, განსაკუთრებული ფედერაცია, რომელიც შემდეგ წელიწადსაც საქართველოს ღირსების დაცვას დაუთმობს.

მრავალს დაესწარით. 

zura talakvadze
სხვა სიახლეები
16 იანვარი 20:54 მიზანი უცვლელია - ეროვნული ლიგის საგზური და თასის ფინალი
16 ოქტომბერი, 2018 დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“
11 სექტემბერი, 2018 ძალა ერთობაშია!
07 ივნისი, 2018 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი, 2018 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი, 2018 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი, 2018 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი, 2018 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი, 2018 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი, 2018 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას