ლაშა ტალახაძე: დიდი მადლობა თქვენ
12 იანვარი, 2017
0
print

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დაასახელა. ოლიმპიური, მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს რეკორდის მფლობელი. ლაშა ძალოსნობაში პირველი, ყველაზე პოპულარული და უბრალოდ, ძაან თავმდაბალი პერსონაჟია.

ტალახაძე საუკეთესოდ სხვა გამოკითხვებშიც დასახელდა. 2016 ლაშას სეზონი იყო.

მოქანდაკე ირაკლი წულაძის მიერ დამზადებული ლამაზი პრიზი ლაშასთვის ბევრს ნიშნავს.

ლაშა ტალახაძე: „დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას. ნებისმიერი აღიარება სასიამოვნო, საპატიო, განსაკუთრებულია. ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს. ყველას აქვს მიზანი, რომელსაც უნდა მიაღწიო, უნდა ეცადო, რომ შენი შრომა და დახარჯული ენერგია დაფასდეს. მსიამოვნებს, რომ ჩემი შედეგები დააფასეს და ძალიან მნიშვნელოვანი პრიზის მფლობელი გავხდი. მართლა ორიგინალური, ეფექტური პრიზია. პრინციპში, ირაკლი წულაძის პრიზებისთვის ეს დამახასიათებელია. ავტორი თავის ნამუშევარს დიდი პასუხისმგებლობით ასრულებს. მადლობა ირაკლის ამისთვის“.

გალა-საღამოზე.

ლ.ტ: „ძალიან ლამაზი იყო. მესიამოვნა, რომ ჟურნალისტების საღამოს სპორტის ბევრი გულშემატკივარი, სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, უშუალოდ მინისტრი, ოლიმპიური კომიტეტის წევრები, სპორტსმენები და თავისთავად, ჟურნალისტები დაესწრნენ. ყველა ერთ საქმეს ვაკეთებთ და ეს ქართული სპორტის პოპულარიზაცია, წინსვლა, ქვეყანაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაა. საღამო მშვენიერი იყო. საინტერესო მუსიკალური ფონით. Niutone უკვე ცნობილი ჯგუფია და ახალი Killer Beats უმეტესობას მოეწონა. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ორგანიზატორებს და იმედი მაქვს, ეს ყოველწლიურად ჩატარდება“.

გეგმებზე.

ლ.ტ: „ვარჯიში, ენერგიის რაციონალურად გადანაწილება და მხოლოდ საუკეთესო შედეგი ყველა ტურნირზე. რაღაცაც როდესაც აღწევ, კონკრეტული დონე აუცილებლად უნდა შეინარჩუნო. მწვრთნელებს აქვთ გეგმა და ამ გეგმას მივყვები. წელს დაგეგმილ ყველა ტურნირზე ღირსეულად, საუკეთესოდ მინდა გამოსვლა. კონკურენცია გაიზრდება, მაგრამ მე ყველაფრისთვის მზად ვარ“.

ლაშა ტალახაძემ შარშან ყველაფერი მოიგო.

ახალ სეზონში ლაშას ახალი მოტივაცია აქვს. ტალახაძე საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით, 2016 წლის საუკეთესოა. ათასი პროცენტით ეკუთვნოდა.

ლაშა პირველია.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია უხდის მადლობას თავის პარტნიორს, კომპანია Europe Bet-ს და საღამოს თანაორგანიზატორს, თბილისის მერიას. 

 

zura talakvadze
სხვა სიახლეები
16 იანვარი 20:54 მიზანი უცვლელია - ეროვნული ლიგის საგზური და თასის ფინალი
16 ოქტომბერი, 2018 დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“
11 სექტემბერი, 2018 ძალა ერთობაშია!
07 ივნისი, 2018 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი, 2018 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი, 2018 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი, 2018 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი, 2018 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი, 2018 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი, 2018 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას