კომპანია “რომპეტროლ საქართველო” – ქართული სპორტის მუდმივი გულშემატკივარი
12 იანვარი, 2017
0
print

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გალა-საღამოზე სპეციალური პრიზები დააწესა კომპანია “რომპეტროლ საქართველომ”, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ოფიცალური სპონსორია.

“რომპეტროლ საქართველოს” და ძალოსნობის კოლაბორაცია ლაშა ტალახაძის ოლიმპიური, მსოფლიო ტრიუმფით და უდიდესი აღიარებით დასრულდა. ქართულმა ძალოსნობამ ამ პერიოდში უამრავი რეკორდი მოხსნა და 2015-ში, საქართველოს საუკეთესო ფედერაციად დასახელდა. შარშან, ძალოსნობამ იდენტურ საღამოზე სამი ინდივიდუალური პრიზი მიიღო.

“რომპეტროლ საქართველომ”  1 000 ლიტრი საწვავი სპორტული ჟურნალისტების ვერსიით საუკეთესო მწვრთნელს, გიორგი ასანიძეს გადასცა.

“რომპეტროლ  საქართველომ” 1 000 ლიტრი საწვავი სპორტული ჟურნალისტების ვერსიით საუკეთესო სპორტსმენს, ლაშა ტალახაძეს გადასცა.

და კომპანია აპირებს სპორტში, ქართველი სპორტსმენების მხარდამჭერთა სიებში  დარჩენას.

გალა-საღამოზე კომპანია რომპეტროლ საქართველო წარმოადგინა კომპანიის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა თეონა შალამბერიძემ.

თეონა შალამბერიძე: „მოგეხსენებათ, კომპანია “რომპეტროლ საქართველო” გახლავთ საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი სპონსორი და ჩვენი კომპანია ორმაგად მოხარულია იმ წარმატების გამო, რაც ძალოსნობის ფედერაციასთან  თანამშრომლობამ მოგვიტანა. ეს თანამშრომლობა ჩვენი კომპანიისთვის წარმატებული იყო და გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი წვლილიც შევიტანეთ ამ დიდ წარმატებაში. სიამოვნებით ჩავერთეთ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გალა-საღამოში და აღნიშნულ ასოციაციასთან შეთანხმებით,  საუკეთესო სპორტსმენისთვის და მწვრთნელისთვის სპეციალური პრიზების დაწესება გადავწყვიტეთ. ჩვენი სპორტსმენები იმსახურებენ მაქსიმალურ მხარდაჭერას და ყურადღებას. მათი დამსახურება დარჩება ისტორიას და კომპანია “რომპეტროლ საქართველო” სიამოვნებით დაუდგება მათ გვერდში. ვულოცავთ ლაშას, ვულოცავთ გიორგის და ვუსურვებთ მათ მომავალში მეტი წარმატების მიღწევას და ქართველი გულშემატკივრების კიდევ ბევრჯერ გახარებას“.

“რომპეტროლ საქართველო” - კომპანია, რომელიც სპორტთან მეგობრობს. ლამაზი და სამაგალითო ჟესტი სხვა კომპანიებისთვის.  

zura talakvadze
სხვა სიახლეები
16 იანვარი 20:54 მიზანი უცვლელია - ეროვნული ლიგის საგზური და თასის ფინალი
16 ოქტომბერი, 2018 დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“
11 სექტემბერი, 2018 ძალა ერთობაშია!
07 ივნისი, 2018 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი, 2018 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი, 2018 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი, 2018 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი, 2018 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი, 2018 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი, 2018 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას