ძალოსნობა. კასპში ახალი დარბაზი იხსნება
27 იანვარი, 2017
0
print

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ახალ დარბაზს ხსნის. ბოლო წლებში დაწყებული სასიამოვნო და აუცილებელი ტრადიცია გრძელდება.

ახალი სავარჯიშო დარბაზი კასპში გაიხსნება.

კვირას, 12 საათზე დარბაზის გახსნას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან. დარბაზი კასპის მუნიციპალიტეტის დახმარებით იხსნება.

ნოდარ სირბილაშვილი (თბილისის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი): „კასპში ახალი დარბაზის გახსნა აუცილებელია. ეს ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ამ რეგიონში, მთლიანად, საქართველოში ძალსონობის განვითარებას.  ჩვენ ვზრუნავთ მომავალზე და გვინდა, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება ბევრი ჯანმრთელი, მოტივირებული, სპორტზე შეყვარებული ახალგაზრდა იყოს. დარბაზში თითქმის ყველაფერი მზად არის. ველოდებით კვირას და სტუმრებს“.

დარბაზში ივარჯიშებენ ადგილობრივები და ნებისმიერი, ვისაც ვარჯიშის სურვილი ექნება. ლოკაციაზე იმუშავებს გამოცდილი მწვრთნელი გიორგი მერებაშვილი.

გახსნას დაესწრება საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი. 

zura talakvadze
სხვა სიახლეები
16 იანვარი 20:54 მიზანი უცვლელია - ეროვნული ლიგის საგზური და თასის ფინალი
16 ოქტომბერი, 2018 დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“
11 სექტემბერი, 2018 ძალა ერთობაშია!
07 ივნისი, 2018 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი, 2018 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი, 2018 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი, 2018 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი, 2018 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი, 2018 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი, 2018 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას