საქართველო ზამთრის მსოფლიო უნივერსიადაზე
27 იანვარი, 2017
0
print

28 იანვრიდან 8 თებერვლამდე ყაზახეთში (ალმატი) გაიმართება ზამთრის მსოფლიო უნივერსიადა, რომელშიც მიიღებს მონაწილეობას საქართველოს დელეგაციაც. ჩვენი ნაკრების გარდა ამ მნიშვნელოვან და წარმომადგენლობით ღონისძიებაში ჩაერთვება 50-ზე მეტი ქვეყნის 2 000 წარმომადგენელი.

პირველი ზამთრის უნივერსიადა 1928 წლით თარიღდება. მაშინ, ტურნირი ზამთრის საერთაშორისო საუნივერსიტეტო თამაშების სახელით ჩატარდა. დღევანდელი დასახელება 1960 წლის თამაშებზე დამკვიდრდა.

საქართველო მსოფლიო უნივერსიადაზე წარმოდგენილი იქნება 8 სპორტსმენით: დავით თედიაშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), ბესიკ ჩარტოლანი (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი), შოთა ნათაძე (ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი), სანდრო ობგაიძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), დავით ბურდული (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ნიკოლოზ ფალიანი (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი), სერგეი ახაბაძე და პირველად საუნივერსიტეტო ფედერაციის ისტორიაში, ქვეყნის ღირსებას დაიცავს გოგონა, თაკო ბაქრაძე (საქართველოს უნივერსიტეტი).

ზამთრის მსოფლიო უნივერსიადაზე საქართველო მესამედ მიიღებს მონაწილეობას. სპორტსმენები ორ ნაკადად გაემგზავრებიან, 27 იანვარს და 1 თებერვალს.

წარმატებები ვუსურვოთ საქართველოს ნაკრებს. 

zura talakvadze
სხვა სიახლეები
16 იანვარი 20:54 მიზანი უცვლელია - ეროვნული ლიგის საგზური და თასის ფინალი
16 ოქტომბერი, 2018 დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“
11 სექტემბერი, 2018 ძალა ერთობაშია!
07 ივნისი, 2018 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი, 2018 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი, 2018 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი, 2018 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი, 2018 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი, 2018 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი, 2018 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას