ძალოსნობა. თბილისის ჩემპიონატის წინ
12 თებერვალი, 2017
0
print

ძალოსნობა. თბილისის ჩემპიონატის წინ

13-15 თებერვალს, ოლიმპიური რეზერვების მომზადების ცენტრში გაიმართება თბილისის ღია პირველობა ძალოსნობაში. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ 15 და 17 წლამდე ჭაბუკები.

15-წლამდელები 9 წონით კატეგორიაში (36, 40, 45, 50, 56, 62, 69, 77, +77) გამოავლენენ საუკეთესოებს.

17-წლამდელებში 8 წონითი კატეგორია (45, 50, 56, 62, 69, 77, 85, +85) არის. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს საქართველოს 10 რეგიონი. მონაწილეთა რაოდენობა - 120.

ტურნირის ორგანიზატორია თბილისის ძალოსნობის ფედერაცია. ჩემპიონატის გენერალური სპონსორია თბილისის მერია.

ნოდარ სირბილაშვილი (თბილისის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი): „ყველას გიწვევთ დარბაზში. ეს იქნება 2017 წლის ძალოსნობის სეზონის გახსნა. ამ ტურნირზე დაიწყება საქართველოს ნაკრებში მოსახვედრად საუკეთესოების სელექცია. 2016 წლის მეორე ნახევრიდან ჩვენ დავიწყეთ საქართველოში ძალოსნობის განვითარების უფრო აგრესიული პროგრამა. ეს აუცილებელი იყო, არის. გაიხსნა არაერთი დარბაზი და უკვე მიდის კიდევ რამდენიმე ახალი ლოკაციის გახსნისთვის აუცილებელი სამუშაოები. მაგრამ ამ დარბაზებში უნდა შევიდნენ სპორტსმენები, რაც მხოლოდ ძალოსნობის პოპულარიზაციით შეიძლება მოხდეს. ქვეყანაში ნებისმიერი ტურნირის ჩატარება მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას გაწეული დამხარებისთვის. მადლობას ვუხდი ჩვენ პარტნიორს, კომპანია „გალერეა იტალიანას“ გვერდში დგომისთვის.“

კახი კახიაშვილი (საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი): „წელს ტურნირში მიიღებს მონაწილეობას 120 სპორტსმენი, რაც ახალი რეკორდია. ძალიან მნიშვნელოვანია სეზონის ამდენი მონდომებული მონაწილით გახსნა. შარშან უკვე გავხსენით 14 დარბაზი და წელს მათ რიცხვს კიდევ 2 დაემატა. ინფრასტრუქტურა ვითარდება და ამის შედეგია მონაწილეების საერთო რიცხვის გაზრდა. ჩვენი მიზანია ძალოსნობის წინსვლა. მადლობა ყველას, ვინც ამაში გვეხმარება.“

თბილისის ღია პირველობა 2013 წლიდან ტარდება.

ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სხვასასხვა ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას თქმით, ყველაფერი მზად არის პირველობის მაღალ დონეზე ჩასატარებლად.

გელოდებით დარბაზში. 12 საათიდან, ყოველდღე სამი დღის განმავლობაში. 

zura talakvadze
სხვა სიახლეები
16 იანვარი 20:54 მიზანი უცვლელია - ეროვნული ლიგის საგზური და თასის ფინალი
16 ოქტომბერი, 2018 დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“
11 სექტემბერი, 2018 ძალა ერთობაშია!
07 ივნისი, 2018 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი, 2018 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი, 2018 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი, 2018 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი, 2018 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი, 2018 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი, 2018 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას