ბოულინგის მედიატურნირი სოციალური მხარდაჭერით
13 მარტი, 2017
0
print

12 მარტს „ისთ ფოინთის“ ბოულინგ ცენტრში „ლებოვსკი“ თბილისის მერიის და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატურნირი-აქცია „ბავშვები ჩვენი მომავალია“. მასში ქართული მედია საშუალებების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერიის და საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების წევრებმა.  ტურნირმა  საინტერესოდ ჩაიარა, მაგრამ სპორტული მხარე არ იყო ამ აქციის საკვანძო მოვლენა. აქციის ორგანიზატორთა მიზანი იყო სოციალურად დაუცველი მოზარდების პრობლემატიკის წინ წამოწევა. ამ მიზნით, ტურნირზე მოიწვიეს ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის  აღსაზრდელები, რომლებმაც ორგანიზატორებისა და მხარდამჭერი კომპანიებისგან ფასიანი საჩუქრები მიიღეს. ბავშვებმა ითამაშეს ბოულინგი და მიიღეს მონაწილეობა მათთვის ორგანიზებულ სპეციალურ ტურნირში.

ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ირაკლი გვილავას თქმით, მსგავსი ტიპის აქციების ჩატარება ყველა თვალსაზრისით  მნიშვნელოვანია და მსგავს ინიციატივებს მერია მომავალშიც ყოველთვის მხარს დაუჭერს.

ირაკლი გვილავა: „დღევანდელი აქცია სპორტული თვალსაზრისითაც გამორჩეული იყო და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ძალზე კეთილშობილური მისიითაც იყო ორგანიზებული: ერთობლივი ძალებით დავხმარებოდით სოციალურად დაუცველ მოზარდებს. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ასეთი ადამიანების მიმართ საზოგადოების სოციალური პასუხისმგებლობა ძალიან დიდია და ყველამ გარკვეული, თუნდაც მცირე  წვლილი უნდა შევიტანოთ სოციალურად დაუცველთა მხარდაჭერაში“.

„რა თქმა უნდა, სპორტი და აქტიური დასვენება მნიშვნელოვანია, მაგრამ ის მისია, რაც ჩვენი დღევანდელი აქციის მთავარი ხაზი იყო და სოციალურად დაუცველი მოზარდების მხარდაჭერას გულისხმობდა, განსაკუთრებულია და ქართული საზოგადოებიდან მეტ ყურადღებას მოითხოვს. ეს ბავშვები ჩევნი მეგობრები არიან, მაგრამ მხოლოდ თბილისის მერია და ჩვენ არ უნდა ვიდგეთ მათ გვერდში. ჩვენი სურვილია ამ საკითხის აქტუალიზაცია და ბედნიერები ვიქნებით, თუ ბავშვებს მეტ ყურადღებას მიაქცევენ“, -აღნიშნა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ აბაიშვილმა.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პარტნიორები იყვნენ „კამპა“, „პალიტრა მედია“, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი, საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია, “Lo Vision”, Royal Group, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია.

სპორტული ტურნირი მერიის წარმომადგენლებმა მოიგეს, მეორე ადგილზე გავიდა საინფორმაციო პორტალი „24 საათი“,  ხოლო მესამე იყო „რუსთავი 2“-ის გუნდი.

zura talakvadze
სხვა სიახლეები
16 იანვარი 20:54 მიზანი უცვლელია - ეროვნული ლიგის საგზური და თასის ფინალი
16 ოქტომბერი, 2018 დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“
11 სექტემბერი, 2018 ძალა ერთობაშია!
07 ივნისი, 2018 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი, 2018 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი, 2018 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი, 2018 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი, 2018 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი, 2018 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი, 2018 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას