ირაკლი თურმანიძე ევროპის ჩემპიონატის წინ
22 მარტი, 2017
0
print

საქართველოს ნაკრები ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. დუშეთში, გიორგი ასანიძესთან ერთად. ნაკრების მთავარი მწვრთნელის ბლიცი რამდენიმე დღეში და მანამდე, კაპიტანს, ირაკლი თურმანიძეს ვუსმენთ. ოლიმპიადის მესამე ადგილის შემდეგ დიდი დრო გავიდა. თურმანიძე არ აგდებს ტემპს, ვარჯიშობს და ირაკლიმ იცის, რომ ამ ეტაპზეც, აქ,  სამაგალითო უნდა იყოს. ყველასთვის. მეგობრებისთვის ნაკრებში, მწვრთნელისთვის, ისე მეგობრებისთვის, გულშემატკივრებისთვის. და ალბათ, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის.

ირაკლი თურმანიძე: „ნაკრების კაპიტანი ვარ. ეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ჩემთვის ყოველთვის ასეა. ორმაგად მონდომებული უნდა იყო. შეკრებაზე არიან ახალგაზრდები, რომლებიც გიყურებენ, გაკვირდებიან, ცდილობენ აიღონ შენგან მაგალითი. მე ტემპს არ დავაგდებ. მინდა, რომ ბოლომდე გავიდე და როგორც ოლიმპიადაზე, ევროპაზეც გავახარო გულშემატკივარი. შენი ქვეყნისთვის, შენი გულშემატკივრისთვის მაღალი შედეგის დადება ყოველთვის საპატიოა.“

ირაკლი 32 წლის არის. ამ ასაკში ბევრი მიღწეულით კმაყოფილდება, ინერციით მიდის. ირაკლი დღესაც მაგარიმოტივირებულია.

ი.თ: „ასაკს ყურადღებას არ ვაქცევ. ვცდილობ, რომ სხვამაც არ მიაქციოს. უბრალოდ, კარგ ფორმაში უნდა ვიყო და მწვრთნელების ყველა დავალება შევასრულო. მინდა, რომ ფორმა შევინარჩუნო და კიდევ რამდენიმე დიდ ტურნირზე გამოვიდე. და ვგრძნობ, რომ შემიძლია მაქსიმუმის გაკეთება.“

სპლიტში (ხორვატია) საქართველოს ნაკრები იდეალურ კაპიტანთან ერთად ჩადის. კაპიტანი, რომელიც ერთი დიდი პოზიტივია. კაპიტანი,რომელიც ტემპს არ აგდებს. კაპიტანი, რომელიც რეალური მაგალითია. ახალგაზრდებისთვის. როგორ უნდა წაიყვანო პროცესი, როგორ უნდა მოუმატო იმ მომენტში, როცა უნდა მოუმატო. და უბრალოდ, როგორი უნდა იყოს იდეალური კაპიტანი.

ი.თ: „შეკრება ცოტა გვიან დავიწყეთ, მაგრამ პროცესით კმაყოფილი ვარ. ნორმალურ ფორმაში შევედი და ალბათ, ოლიმპიადის წინ როგორც ვიყავი, იმ ფორმას მივუახლოვდები. როგორც გითხარით, ასაკს ყურადღბას არ ვაქცევ. და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დღესაც ჩვენს, ჩემს გვერდით არის. ეს მნიშვნელოვანია. ნაკრების ყველა წევრი გრძნობს თქვენ სიყვარულს და ვცდილობთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ. ჩვენ თქვენთვის, ჩვენი ქვეყნისთის გავდივართ ყველა ტურნირზე. მადლობა თქვენ, მეგორბებო, გულშემატკივრებო.“

ირაკლი თურმანიძე იდეალური კაპიტანია. სპლიტში ის ბოლომდე უნდა გავიდეს. ჩვენ ირაკლის იმედი გვაქვს. 

zura talakvadze
სხვა სიახლეები
16 იანვარი 20:54 მიზანი უცვლელია - ეროვნული ლიგის საგზური და თასის ფინალი
16 ოქტომბერი, 2018 დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“
11 სექტემბერი, 2018 ძალა ერთობაშია!
07 ივნისი, 2018 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი, 2018 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი, 2018 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი, 2018 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი, 2018 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი, 2018 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი, 2018 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას