ერთი დღე აკადემიაში
22 მარტი, 2017
0
print

საკალათბურთო კლუბი „აკადემია“ ბოლო პერიოდში სტაბილურობის, პროგრესის ეტალონია. ეს არის პატარა საკალათბურთო სამყარო, სადაც ყველაფერი ბავშვებისთვის კეთდება.

„აკადემიაში“ უფრთხილდებიან ტრადიციებს და „აკადემიამ“ ქართულ კალათბურთს აჩუქა ჩვენი ნაკრების წევრები ბესო ლეჟავა, ნიკა მეტრეველი და დამოუკიდებელი ქართული კალათბურთის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ცინცაძე. იყვნენ სხვებიც და სხვებიც იქნებიან.

„აკადემიის“ დარბაზებში ექსკურსია სასიამოვნო პროცესია. იდეალური პირობები სავარჯიშოდ და ბავშვები იქ მხოლოდ კალათბურთზე ფიქრობენ. და მშობლები არ ფიქრობენ გადასახადის სიძვირეზე ან სხვა არასაკალათბურთო ფაქტორებზე. იქ უბრალოდ, კალათბურთია. მიდი, გაესაუბრე „აკადემიის“ ხელმძღვანელობას და ბავშვს სანდო მწვრთნელთან მიიყვანენ. მწვრთნელები იქ მხოლოდ ბავშვებისთვის იღლებიან.

სოფო ხვედელიძე (აკადემიის დირექტორი): „მწვრთნელებიც იხვეწებიან. ეს აუცილებელი პროცესია. ყველა მწვრთნელი მზად უნდა იყოს ბავშვთან სამუშაოდ. ყველა მწვრთნელი მოტივირებულია და საკუთარ თავზე მუშაობს. „აკადემია“ რეგულარულად იღებს მონაწილეობას ყველა ტურნირში და რეგულარულად იღებს შევსებას. ჩვენ ქართული კალათბურთის მომავალზე ვზრუნავთ და მხოლოდ ამაზე ვმუშაობთ.“

„აკადემიას“ აქვს მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება და საუკეთესო შედეგები ბავშვთა და ახალგაზრდულ ლიგებში. აქ არიან მწვრთნელები, რომლებიც საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში მუშაობენ, მუშაობდნენ, იმუშავებენ. აქ არის თანამედროვე სწავლების მეთოდიკა. და ყველაზე მთავარი, მეგობრული და ჯანსაღი გარემო.

და „აკადემიაში“ ნიჭიერი ბავშვები განთავისუფლებულები არიან გადასახადებისგან.

მოდი აქ და გახდი ჩემპიონი.

ყველაფერი ძალიან მარტივია. 

zura talakvadze
სხვა სიახლეები
07 ივნისი 18:21 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი 19:37 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი 19:33 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი 16:08 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი 14:52 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი 11:43 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი 13:47 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას
31 მარტი, 2017 ლაშა ტალახაძე: ასეთი დატვირთვით ჯერ არ მივარჯიშია
30 მარტი, 2017 ძალოსნობა. გიორგი ასანიძე ევროპის ჩემპიონატის წინ
23 მარტი, 2017 კახი კახიაშვილი ევროპის ჩემპიონატის წინ