თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას
02 თებერვალი 13:47
0
print

არაოლიმპიური სახეობის სპორტი სულ უფრო იკიდებს ფეხს საქართველოში და ჩემპიონთა რაოდენობაც იზრდება. ჩემპიონთა რიგებშია მოქმედი სპორტსმენი ახლა უკვე მწვრთნელ-ინსტრუქტორი დავით ყაზახაშვილი.

ბატონი დავითი ახლა ამერიკაში იმყოფება. ჩვენ მას დავუკავშირდით და მკლავჭიდზე დავუსვით რამდენიმე კითხვა.

ბატონო დავით, თქვენი მიღწევებიდან რომელს გამოყოფდით?

1999 წლიდან აქტიურად ჩავები ამ სპორტში და ვარჯიში ჩემი ცხოვრების ყოველდღიურ წესად იქცა . ჩემი სპორტული მიღწევებიდან გამოვყოფდი 2004 წლის მსოფიო ჩემპიონატს სამხრეთ აფრიკაში, სადაც მეორე ადგილი მოვიპოვე. ასევე არ შემიძლია არ გამოვყო 2015 წელს ამერიკაში 80 კგ. წონით კატეგორიაში მოპოვებული პირველი ადგილი, როდესაც რეალურად, მხოლოდ და მხოლოდ 71 კილოგრამს ვიწონიდი. დამენთანხმებით, 34 წლის ასაკში ნამდვილად არ არის ცუდი შედეგი.

როგორც ვიცით, 2012 წელს მოგენიჭათ მწვრთნელ-ინსტრუქტორის ხარისხი და აქტიურად წვრთნით ამ სპორტის მიმდევრებს.

დიახ, 2012 წლიდან ასპარეზობის პარალელურად, აქტიურად ვარ ჩართული მკლავჭიდში ისეთი სასახელო ბიჭების ვარჯიშში, რომლებიც არიან ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონები სხვადასხვა წონით კატეგორიაში, კერძოდ : ივანე კბილაშვილი , ნიკოლოზ წერეთელი, ალექსი ფრეწუაშვილი, ლევან საგინაშვილი და გენადი კვიკვინია. დაწმუნებული ვარ, ისინი კიდევ ბევრჯერ გვასახელებენ.

რაც შეეხება, მსაჯობას...

2015-2017 წლებში ვიმსაჯე საქართველოს ჩემპიონატებზე, ნამდვილად ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა და ვიმედოვნებ, სამართლიანად ჩავატარე ყველა შეხვედრა.

რას ეტყოდით თაობას, რომელიც ახლა იწყებს ამ სპორტით დაინტერესებას?

მათ ვეტყოდი, რომ მეტი დრო და ენერგია დაუთმონ სპორტს, ეს იქნება ჯანმრთელობის, ენერგიისა და ხალისის გარანტი. რაც მთავარია, დაისახონ მიზანი და ამ მიზნისაკენ მიმავალ გზას არ გადაუხვიონ. შეიყვარონ ეს სპორტი, ვინაიდან მკლავჭიდის სიყვარულმა არ იცის არც დრო, არც სივრცე. მერწმუნეთ, ბევრად თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას.

რას გვეტყოდით თქვენს სამომავლო გეგმებზე?

როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად ვიმყოფები ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც კვლავ აქტიურად განვაგრძობ ვარჯიშს, მონაწილეობას ვიღებ შეჯიბრებებში და ვგეგმავ განვაგრძო როგორც ამ სპორტით დაინტერებული სპორტსმენების გაწვრთნა, ასევე შეხვედრების მსაჯობა.

სხვა სიახლეები
07 ივნისი 18:21 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი 19:37 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი 19:33 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი 16:08 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი 14:52 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი 11:43 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
31 მარტი, 2017 ლაშა ტალახაძე: ასეთი დატვირთვით ჯერ არ მივარჯიშია
30 მარტი, 2017 ძალოსნობა. გიორგი ასანიძე ევროპის ჩემპიონატის წინ
23 მარტი, 2017 კახი კახიაშვილი ევროპის ჩემპიონატის წინ
22 მარტი, 2017 ერთი დღე აკადემიაში