ხელოვნური სულისკვეთებით
16 ივლისი 14:34
0
print

ნანა ლომიძე

10 ივლისს ახალი დრამის ფესტივალი რეჟისორ ნ.ე.-ს პირველი წარმოდგენით დაიხურა. მე მაყურებელი ვარ. ყოველთვის ცოცხალი ემოციის მოლოდინში - გამოფენა იქნება ეს, ინსტალაცია, ფილმი თუ თეატრალიზებული წარმოდგენა.

,,დუმილის ფიცი,, ზუსტი მინიშნებაა. სათაურმა უკვე ამაღელვა.

,,ქართული ფილმის,, მეხუთე პავილიონი. უჩვეულო სივრცე. მონაწილე ახალგაზრდები სცენაზე სხედან და გვაკვირდებიან. თითქოს ჩვენ ვართ მონაწილენი. ესეც კარგია.

მაყურებელი მოლოდინშია... და ისიც იწყება. ჯერ წარსულში გადავდივართ ნაცნობი მუსიკალური თემით და გაცვეთილი ფრაზებით, შემდეგ სკოლა, მიტინგი, ალტერნატიული მუსიკოსი, ქუჩური გარჩევა... და თითქოს დაიწყო, მაგრამ არ... შემდეგ აღარ დამთავრდა. უფრო სწორად, დამთავრდა ისე, თითქოს არც დაწყებულა. წარუმატებელი "ნარატივი" - ის, რაც ხშირად გვესმის მედიიდან. მონაწილე ახალგაზრდების უხერხულად თამამი ქცევა, დაკითხვის სცენა, სადაც ინიციალებს უკან ამოფარებული მსახიობები ტექსტს საზეპირო სავარჯიშოებივით ამბობენ, რაც კიდევ უფრო უსიცოცხლოს ხდის ამბავს. ახალგაზრდა არტისტები (თითქოს არ ჩანს რომელი თაობაა), ზოგჯერ ბუნებრიობის თამაშით და რეპლიკებით - გ.ჯ. დ.ს. ლ.დ. - კიდევ უფრო უხერხულს ხდის შექმნილ სიტუაციას.

რას ემსახურებოდა სპექტაკლი? გამოძიებას წინ ვერ წაწევდა. ემოციას? ემოციას არ იძლეოდა. ახალი ფორმა? არ იყო. ტექსტი? სიტყვები? – საბჭოთა კლიშეები. მასწავლებელი!!!! გაცვეთილი, ნაცნობი, თავის უცნაური პირადი ისტორიით, (კლასიკური ცუდი თეატრიდან).

წარმოდგენის მსვლელობისას კარი გაიხსნა, უფრო გაიზარდა თვალსაწიერი. კარს მიღმა კოპირებული მიტინგი ნაცნობი სახეებით და პოლიტიკური მოწოდებებით, როგორც დოკუმენტურ კინოში, ოღონდ აქ როლებს მსახიობები და არაპროფესიონალი უბრალო ხალხი ასრულებდა, რაც ძალიან არაბუნებრივს ხდიდა ამ იმიტაციას. (ნეტა დოკუმენტური კინო-კადრი ყოფილიყო).

კარი, მგონი, რამდენჯერმე გაიხსნა და დაიხურა. შემდეგ გამოაცხადეს ალტერნატიული მუსიკოსი. მისმა თამამმა ტექსტებმა ეს ხელოვნურობა მაინც ვერ იხსნა, სცენაზე ნამდვილი ერეკლე დეისაძე გამოგვეცახადა, ( რას ვერჩით მუსიკოსს), რომელიც გაუბედავად ასრულებდა საკუთარ თავს. მისთვის ასე ორგანული, გამომწვევი სკაბრეზი უხერხულად ისმინებოდა. არადა, მას ვერ წაართმევ თავისებურ ქარიზმას და ემოციურობას. იქ ეს არ იყო.

სამწუხაროა, რომ ფესტივალის ბოლო წარმოდგენას დავესწარი. კარგია, რომ ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე. შთაბეჭდილება ნამდვილად მოახდინა, უფრო მეტიც, დღესაც ამ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ.

სად ვიყავი?! .. თეატრში?!... მგონი იქ, როგორც ბრეხტი წერს, ,,ხალხს მხოლოდ იმის ნახვა რომ სურდეს რაც ესმის, თეატრის ნაცვლად აბანოში წავიდოდა."

 

P.S. აყვავებულ ნუშთან ხელოვნურმა დაკავშირებამ ემოციური და ცოცხალი ვერ გახადა დღევანდელი პრობლემა. იასამანი რომც დაასველო, მაინც დაჭკნება, მერე რა რომ ის სველია...

სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...