საქართველოს კერძო უნივერსიტეტების ახალი ინიციატივა
22 ოქტომბერი, 2009
396
print

პირველად საქართველოში კერძო უნივერსიტეტების ასოციაცია შეიქმნა, რომლის მიზანია ინოვაციური და ეფექტური კერძო უმაღლესი განათლების სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

საქართველოს კერძო უნივერსიტეტების ასოციაციის დამფუძნებლები არიან: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი.

"საკმაოდ დიდი ხანია, აღნიშნული ასოციაციის დაფუძნება გვინდოდა. ჯერ მხოლოდ ხუთი წევრი გვყავს, თუმცა იმედია, რაოდენობა გაიზრდება და ჩვენც გავფართოვდებით. ჩვენი ასოციაცია არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს - ხელი შევუწყოთ საქართველოში განათლების ხარისხის ამაღლებას. უკეთესი სოციალური პირობები უნდა შევუქმნათ როგორც სტუდენტებს, ისე პროფესორ-მასწავლებლებს. ასოციაციის წევრები საწევროს გადაიხდიან, რომელიც სხვადასხვა საჭიროებას მოხმარდება. ეს შეიძლება იყოს ნიჭიერი სტუდენტის უცხოეთში სასწავლებლად გაგზავნა," - განაცხადა კერძო უნივერსიტეტების ასოციაციის თავმჯდომარემ გიული ალასანიამ.

კავკასიის უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა შენგელია: "აღნიშნული ასოციაცია საქართველოში განათლების გაკეთილშობილებაზე იზრუნებს. ჩამოყალიბდა ორგანიზაცია, რომელიც სასწავლო დაწესებულებების დასავლურ სამყაროსთან კიდევ უფრო დაახლოებას შეეცდება."

"ჩვენ ვმონაწილეობთ ყველა იმ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რომელიც საქართველოში იმართება. არც ერთ კერძო უმაღლეს სასწავლებელს კონკურენტად არ მივიჩნევთ, ჩვენ ერთმანეთის მეგობრები ვართ. მნიშვნელოვანია ხუთი უნივერსიტეტის გაერთიანება, რომლის მიზანიცაა განათლების დონის დახვეწა საქართველოში და სტუდენტების მომავალზე ზრუნვა. ჩვენი კურსდამთავრებულები მსოფლიოს 23 ქვეყანაში მუშაობენ და ვიმედოვნებ, რომ ასოციაციის მუშაობის ფარგლებში სტუდენტებისთვის კიდევ მეტის მიცემას შევძლებთ," - აღნიშნა შავი ზღვის უნივერსიტეტის რექტორმა ახმად ჩედინჯანმა.

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე: "ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული. საქართველოში წამყვანი უნივერსიტეტები არიან სახელმწიფო უნივერსიტეტი და რამდენიმე კერძო უნივერსიტეტი. კერძო უნივერსიტეტებმა აღნიშნული ასოციაციის მეშვეობით უნდა მიაღწიონ წარმატებას დიალოგში საზოგადოებასთან და ხელისუფლებასთან. სწორედ ხელისუფლება წარმოადგენს მარეგულირებელ მხარეს და მნიშვნელოვანია, გადაიდგას ნაბიჯები ჩვენი სფეროს დერეგულირებისკენ. სწორედ ეს შეუწყობს ხელს კონკურენციის გაზრდას."

"მივესალმები ახალი ასოციაციის შექმნას და მინდა მათ წევრებს ვურჩიო: კარგი იქნებოდა, თუ შეაგროვებდნენ ინფორმაციას უნივერსიტეტების ხარისხის შესახებ, რამდენად იოლად საქმდებიან მათი კურსდამთავრებულები და ა.შ. ამ ინფორმაციის არსებობა ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანობის გაზრდას," - აღნიშნა ISET-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერიკ ლივნმა.

სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო