ბათუმის თეატრი იონესკოს ფესტივალზე
23 აპრილი, 2010
207
print

26 მაისს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი მიემგზავრება ეჟენ იონესკოს IX საერთაშორისო თეატრალურ ბიენალეზე, რომელიც გაიმართება მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში.

ბათუმის თეატრი პრესტიჟულ თეატრალურ ბიენალეზე წარმოადგენს გიორგი თავაძის ბოლო ნამუშევარს “ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით", რომელიც საქართველოს უახლოეს წარსულს ასახავს და წარმოადგენს ერთგვარ პასუხს რუსეთის აგრესიისადმი.

ბათუმის თეატრის სპექტაკლის თემატიკა კიდევ უფრო ზრდის საერთაშორისო ბიენალეზე ქართველთა მონაწილეობის მნიშვნელობას და მას ერთგვარი პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, რადგან ბათუმის თეატრი სპექტაკლს 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, კიშინიოვის რუსული დრამატული თეატრის სცენაზე წარმოადგენს ანტირუსულ სპექტაკლს.

იმავე დღეს კიშინიოვის ნაციონალურ საკონცერტო დარბაზში წარმოდგენილი იქნება ქართული ნაციონალური ბალეტის “ლეგასი" კონცერტი.

ქართული პროგრამის დასრულების შემდეგ ეჟენ იონესკოს საერთაშორისო ბიენალეს გენერალური დირექტორი პეტრუ ვიტკარაუ და ბათუმის თეატრის მმართველი ზაზა ხალვაში გამართავენ პრესკონფერენციას მიძღვნილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი. “ასეთი ფორმით აღნიშნავს მოლდოვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს-აცხადებს პეტრუ ვიტკარაუ.

“აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობის მიღება უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რადგან ქართველები სპექტაკლს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს წარმოვადგენთ, რაც სიმბოლურიცაა. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მოლდოვაში სხვა საჩუქრებთან ერთად, პატარა ზომის 500 ცალი საქართველოს სახელმწიფო დროშის შეძენა და ქართველების სპექტაკლზე მოსული მაყურებლისთვის დარიგება" - აცხადებს ბათუმის თეატრის მმართველი ზაზა ხალვაში.

ეჟენ იონესკოს საერთაშორისო თეატრალური ბიენალეს ორგანიზატორია კიშინიოვის ეჟენ იონესკოს სახელმწიფო თეატრი, ბიენალე სახელმწიფოებრივი სტატუსის მატარებელია და მოლდოვას მთავრობის პატრონაჟით ხორციელდება.

იონესკოს ბიენალე სამი მიმართულებით - თეატრი, მუსიკა და ცეკვა - იმუშავებს.

იონესკოს IX საერთაშორისო ბიენალეში მონაწილეობენ მხოლოდ პროფესიონალური თეატრალური ჯგუფები რუსეთიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან, ინდოეთიდან, რუმინეთიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, თურქეთიდან, ესტონეთიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან.

საფესტივალო პროგრამა წარმოდგენილი იქნება კიშინიოვის ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე.

სხვა სიახლეები
29 ივნისი, 2015 “დურუჯის“ ნომინანტები ცნობილია
13 მაისი, 2015 დღეს პანტომიმის ფესტივალი იხსნება
24 მარტი, 2015 ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი
24 ნოემბერი, 2014 სტუდენტური „ნიღაბი“ მესამედ გაიმართება
08 ოქტომბერი, 2014 ”საჩუქრის” საჩუქრები
17 ივლისი, 2014 ნაბიჯი წინ 30 წლით უკან
11 დეკემბერი, 2013 გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის „ოქ­როს რა­ინ­დი“
15 ნოემბერი, 2013 სტუ­დენ­ტუ­რი ნი­ღა­ბი
20 სექტემბერი, 2013 ლე­პა­ჟის მთვა­რე­ზე! ანუ, თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი იწყე­ბა
18 ივნისი, 2013 მატს ეკის ძვე­ლი თე­მე­ბი ახალ წარ­მოდ­გე­ნა­ში