“კავკასიის უნივერსიტეტი” ყვავილების მეჯლისზე
19 მაისი, 2010
428
print

კავკასიის უნივერსიტეტი მონაწილეობას იღებს კონკურს-ფესტივალში “ყვავილების დედოფალი 2010”.

პროექტის მიზანია საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების დამეგობრება. კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები, რომლებიც შერჩეული ყვავილის კომპოზიციას წარმოადგენენ.

კონკურსს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მსახიობებით, დიზაინერებით, პროდიუსერებით და რეჟისორებით. გრან-პრი გადაეცემა “ყვავილების დედოფალს,” რომელიც, გრან-პრისთან ერთად, სპეციალურ გვირგვინს მიიღებს.

კონკურსზე კავკასიის უნივერსიტეტს ხატია ალფაიძე წარადგენს. კავკასიის უნივერსიტეტის კონკურსანტს ყვავილების სერიიდან სელის წარმოჩენა ერგო. სამოსი დიზაინერმა მანანა ანთელიძემ შექმნა.

დიზაინერი მანანა ანთელიძე: “ჩემი პირველადი პროფესია მშენებლობაა, შენობები და ნაგებობები. ეს არის სამშენებლო კონსტრუქციებისა და არქიტექტურის სინთეზი. მოდელირებაში მას შემდეგ მოვედი, როდესაც მივხვდი - სამოსი არის მინიშენობა, მას იგივე ფუნქცია აკისრია, რაც შენობას, გვიცავს და გვამშვენებს. შემდეგ უფრო ღრმად შევისწავლე ეს პროფესია, შესაბამისი განათლება მივიღე. ვმუშაობდი სტუდენტებთან, ეს პერიოდი ჩემს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო იყო. გარკვეული პერიოდი მოსკოვში ვმოღვაწეობდი. მქონდა სამოდელო სტუდია “10+1,” დაკომპლექტებული ჩემი ყოფილი სტუდენტებით, რომლებიც ახლა ცნობილი მოდელები არიან. ორი წელია მაქვს ჩემი სალონი, სადაც ყველა ტიპის სამოსზე ვმუშაობ. ჩემი მომხმარებლები უმეტესწილად მოდელები არიან. ვმუშაობ ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვისაც, მათთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს.

რაც შეეხება ამ პროექტს, ძალიან საინტერესოა, რადგან ახალგაზრდებთან არის დაკავშირებული. გამეხარდა, რომ “კავკასიის უნივერსიტეტმა” სამოსის შესაქმნელად მე მომმართა. გოგონაც ძალიან საინტერესოა და მასთან თანამშრომლობას სიამოვნებით დავთანხმდი. ჩვენ წარმოვადგენთ ყვავილების სერიიდან სელს. სელი ძალიან ლამაზი ყვავილია. კაბის შესაქმნელად მძიმე ხავერდი და ჰაეროვანი აბრეშუმი გამოვიყენეთ. ქსოვილი სპეციალურად ამ კაბისთვის იტალიიდან ჩამოვიტანეთ და საბოლოოდ ძალიან ლამაზი კაბა გამოვიდა. კაბას “კავკასიის უნივერსიტეტის” წარმომადგენელი 15%-იანი ფასდაკლებით მიიღებს.”

კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ხატია ალფაიძე: “ძალიან მომწონდა ქალბატონ მანანას კოლექცია. მასთან ეს ჩემი პირველი ურთიერთობა არ არის. მისი ჩვენებები ნანახი მქონდა, როდესაც დაიბადა იდეა, რომ “კავკასიის უნივერსიტეტს” უნდა მიეღო მონაწილეობა ამ კონკურსში, ვინ იქნებოდა ჩემი დიზაინერი და ვინ შექმნიდა კაბას, ამაზე დიდხანს არ მიფიქრია. პირდაპირ ქალბატონ მანანას მივაკითხე. ვიცოდი, ქალბატონი მანანა ჩვენი უნივერსიტეტის პრესტიჟის შესაბამის კაბას შექმნიდა. მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო და წარმატებული იყო. შეიქმნა არაჩვეულებრივი კაბა, რომელიც, ვფიქრობ, ყველა სხვა კაბისგან განსხვავებული იქნება.”

სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო