ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა თბილისში
28 ოქტომბერი, 2009
1997
print

თბილისში ბაქსვუდის საერთაშორისო ქსელის სკოლა გაიხსნა. ბრიტანული საგანმანათლებლო დაწესებულება გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის ბაზაზე გაიხსნა, რომელიც 2000 წლიდან წარმატებულად ფუნქციონირებს საქართველოში.

"იდეა იმის თაობაზე, რომ ბაქსვუდის სკოლა თბილისში გაგვეხსნა, მიმდინარე წლის ზაფხულში გაჩნდა. საქართველოს განათლების სამინისტროს ინგლისურენოვანი სკოლის პროექტის ერთობლივი ძალით წარმატებულად განხორციელების შემდეგ, ასეთ მოკლე დროში ჩვენ უკვე საერთო სკოლა გვაქვს ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად. ვფიქრობ, რომ ბრიტანული და ქართული განათლების ტრადიციების თანხვედრა ბაქსვუდის სკოლას თბილისში თანამედროვე სწავლების მნიშვნელოვან კერად აქცევს," - განაცხადა ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის ხელმძღვანელმა გაილს სატონმა.

ბაქსვუდის თბილისის სკოლაში იგეგმება შემდეგი სიახლეები: ორენოვანი სწავლების სისტემის დანერგვა, რომლის დროსაც გარკვეულ საგნებს ბავშვები ინგლისურ ენაზე ისწავლიან. დაწყებითი კლასებიდან მოსწავლეები ისწავლიან ახალ საგანს - "საერთაშორისო სწავლებას" (International Studies), რომლის დახმარებითაც ბავშვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას გაეცნობიან. მაღალ კლასებში მოხდება "მსოფლიოს უახლესი ისტორიის" სწავლება ინგლისურ ენაზე. 17 წლის მოზარდებისთვის გაკეთდება საუნივერსიტეტო კურსი ბიზნესში, რომლის კურსდამთავრებულებსაც საშუალება ექნებათ, სწავლა ბრიტანეთის ბიზნესსკოლებში გააგრძელონ. გაიმართება გაცვლითი საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები ბაქსვუდის ქსელის სხვა ქვეყნის სკოლებთან. ჩამოყალიბდება საფეხბურთო აკადემია, რომელიც დაკავშირებული იქნება წამყვანი ბრიტანული კლუბების (ჩელსი, არსენალი და ა.შ.) საფეხბურთო აკადემიების ქსელთან. ყოველ წელიწადს მინიმუმ 3 წარჩინებული მოსწავლე უფასოდ გაემგზავრება 2-კვირიან საზაფხულო კურსებზე ბაქსვუდის ბრიტანულ სკოლაში. წარმატებული მოსწავლეებისთვის სწავლის საფასურის მთლიანად და ნაწილობრივ დაფინანსება მოხდება.

ბაქსვუდის თბილისის სკოლის დირექტორი ლევან ხარატიშვილი: "ბრიტანულ მხარესთან ინტენსიური თანამშრომლობით, ბევრ სიახლეს შევთავაზებთ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, რაც თვისობრივად განავითარებს და გააუმჯობესებს განათლების ხარისხს ჩვენს სკოლაში."

სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო