მნიშვნელოვანი წარმატება ევროპის ერთიან საგანმანათლებლო სივრცეში
11 ივნისი, 2010
440
print

სამედიცინო განათლების მიმდინარე გლობალიზაციის შედეგად უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებს საქმიანობა მეტად კონკურენტულ გარემოში უხდებათ.

სადღეისოდ ევროპაში სულ უფრო აქტუალური ხდება ჯანდაცვის სფეროში პროფესიული კვალიფიკაციების აღიარება, რისი მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ სამედიცინო განათლების მოდერნიზაციისა და ჰარმონიზაციის მეშვეობით. მედიცინის სფეროში ამ მიზანს ემსახურება ბოლონიის პროცესი, რომელიც ამ პროცესში მონაწილე ქვეყნებში მაღალი ხარისხის სამედიცინო განათლების დამკვიდრებას, მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი ექიმების მომზადებას და ევროპის ქვეყნებში მათ თავისუფალ მობილობას და საექიმო საქმიანობის განხორციელებას გულისხმობს.

საქართველო 1999 წლიდან ევროპის საბჭოს წევრი, ხოლო 2005 წლიდან ბოლონიის პროცესში მონაწილე ქვეყანაა. შესაბამისად, სამედიცინო განათლების გარდაქმნის კონცეფციურ საფუძველს, საქართველოს მოქმედი კანონმდელობის გარდა, ბოლონიის დეკლარაციაც წარმოადგენს.

2004 წლიდან ბოლონიის პროცესში მონაწილე ქვეყნებში სამედიცინო განათლების სტანდარტების შემუშავება და დამკვიდრება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ევროპის თემატური ორგანიზაციის - MEDINE-ის მეშვეობით ხორციელდება, რომელიც ევროპაში სამედიცინო განათლების ძირითად მარეგულირებელ სტრუქტურად მოიაზრება. MEDINE-ის სათაო ოფისი განთავსებულია ედინბურგის უნივერსიტეტში. MEDINE-ის საქმიანობა ორ ეტაპად იყოფა: MEDINE-1 (2004-2007წწ) შემუშავებული იქნა დიპლომამდელი სამედიცინო განათლების კურსდამთავრებულთა სწავლის შედეგები და კომპეტენციები. 2009 წლის დეკემბრიდან დაიწყო MEDINE-ის მეორე ეტაპი - MEDINE-2.

MEDINE-2-ის წევრები მხოლოდ ევროგაერთიანების ქვეყნების 39 წამყვანი უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის წარმომადგენლები არიან. გამონაკლისს მხოლოდ საქართველო, სახელდობრ კი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წარმოადგენს, რაც უნივერსიტეტში მიმდინარე საგანმანათლებლო საქმიანობის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აღიარება და ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის რეალური წინაპირობაა. MEDINE-2-ის წევრია აგრეთვე ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორიცაა AMEE (ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაცია).

2010 წლის 24-27 მაისს ედინბურგში გაიმართა MEDINE-2-ის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან ედინბურგის უნივერსიტეტში მიწვეული იყვნენ უნივერსიტეტის რექტორი, სრული პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რექტორის მოადგილე, სრული პროფესორი რიმა ბერიაშვილი და სამედიცინო განათლების, კვლევებისა და სტრატეგიული განვითარების ცენტრის უფროსი, სრული პროფესორი გაიანე სიმონია.

MEDINE-2 წარმოდგენილია 7 სამუშაო ჯგუფით, რომელთა წევრები მხოლოდ ევროგაერთიანების წევრი ქვეყნების წამყვანი უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების წარმომადგენლები არიან.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს MEDINE-2-ის II (“მობილობისა და დახელოვნების ხელშეწყობა ევროპაში"), III (“თუნინგის პროცესი სამედიცინო განათლებაში) და V (სამედიცინო კურიკულუმის შემუშავება 21-ე საუკუნის ევროპაში") სამუშაო ჯგუფების მუშაობაში. დელეგაციის წევრების მიერ გამოთქმული იქნა მთელი რიგი საქმიანი წინადადებები სამედიცინო განათლების სტანდარტების შემუშავების, სწავლის შედეგების შეფასების კრიტერიუმებსა და კვალიფიკაციების აღიარების შესახებ, რომლებიც გაზიარებული იქნა MEDINE-2-ის ხელმძღვანელების მიერ და აისახება შესაბამის მარეგულირებელ დოკუმენტებში.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები მომავალშიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ MEDINE-2-ის საქმიანობაში, რომლის მიზანია 2012 წლისთვის ბოლონიის პროცესში მონაწილე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლებისთვის დიპლომამდელი ეტაპის კომპეტენციების მისაღწევად გაიდლაინების და შეფასების კრიტერიუმების, შესაბამისი კურიკულუმის ჩარჩოს და სასწავლო პროცესში კვლევის ეფექტური ჩართვის მეთოდოლოგიის შემუშავება.

სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო