შემცირებული ინვესტიციების დიდი წილი უძრავ ქონებაზე მოდის
22 სექტემბერი, 2009
259
print

მას შემდეგ, რაც ფინანსური კრიზისი დაიწყო, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მსოფლიო მასშტაბით შემცირდა.

ინვესტიციების განხორციელების მხრივ პიკი 2007 წლის მეოთხე კვარტალი იყო, როცა მდიდარმა ეკონომიკებმა სხვადასხვა აქტივებში 600 მილიარდ დოლარზე მეტი თანხა დააბანდეს. მას შემდეგ ინვესტიციების ოდენობა განუხრელად კლებულობს. გამონაკლისი არც საქართველოა. მთავრობის პროგნოზით. წელს საქართველოში 2008 წელთან შედარებით 40 პროცენტით ნაკლები პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვა.

სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2009 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 226,1 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. 2009 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ კი 92,2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი სექტორების მიხედვით - მთლიანი მოცულობის 36 პროცენტი - უძრავ ქონებაზე მოდის (81 402 420 მილიონი აშშ დოლარი). დანარჩენი სექტორები შემდეგნაირად ნაწილდება: ენერგეტიკა - 21 785 040 მილიონი აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 9,6 პროცენტი), ბანკები - 19 043 290 მილიონი აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 8,4 პროცენტი), მრეწველობა - 13 494 250 მილიონი აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 6 პროცენტი), მშენებლობა - 8 043 770 მილიონი აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 3,6 პროცენტი), სოფლის მეურნეობა და თევზჭერა - 3 181 350 მილიონი აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 1,4 პროცენტი), დანარჩენი მომსახურება - 116 473 820 მილიონი აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 51,5 პროცენტი).

2008 წელს საქართველოში 1 მილიარდ 564 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, 2007 წელთან შედარებით 22 პროცენტით ნაკლები (2007 წელს 2 მლრდ 014 მლნ 842 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, 2006 წელს კი - 1 მლრდ 190 მლნ 375 აშშ დოლარის).

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ქვეყნების ათეული ასე გამოიყურებ:

სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014