საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აჯილდოვებს
25 ივნისი, 2010
1071
print

წლის საუკეთესო მოსწავლე

ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის

ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლე

ცოტნე ტაბიძე

დაბადებული 4 ივნისს 1993 წელს, ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე.

2010 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში სამგზის გამარჯვებული: პირველი ადგილები მათემატიკასა და ინფორმატიკაში, მესამე ადგილი ფიზიკაში.

VII, VIII, IX, X, XI კლასებში მათემატიკის, ფიზიკის და ინფორმატიკის ეროვნული საგნობრივი ოლიმპიადების გამარჯვებული. პირველი ადგილის მფლობელი.

2008 წელს მონაწილეობდა მათემატიკისა და ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე. მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე დაჯილდოვდა ბრინჯაოს მედლით.

2009 წელს მონაწილეობდა მათემატიკისა და ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპადებზე. ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე დაჯილდოვდა ვერცხლის მედლით, მათემატიკაში - საპატიო სიგელით.

წლის საუკეთესო მასწავლებელი

თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მასწავლებელი - ივანე კვიტაშვილი

ივანე კვიტაშვილი დაბადებული 1973 წლის 11 ნოემბერს, ქალაქ თბილისში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის რესპუბლიკური საშუალო სკოლა-ინტერნატი (კომაროვი); ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, უნივერსიტეტის ასპირანტურა -სპეციალობა-გამოთვლითი მათემატიკა. მუშაობდა თბილისის 83-ე საშუალო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად, 1998 წლიდან დღემდე თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად და წრის ხელმძღვანელად. 2008 წლიდან ამავე სკოლაში დისციპლინური სამსახურის უფროსად. 2006-2007 წლებში იყო სკოლაში სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. 2007 წლის 3 სექტემბერს მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდო: ღირსების ორდენი მოსწავლეთა საერთაშორისო მათემატიკის ოლიმპიადებზე მიღწეული წარმატებისთვის. ბატონი ივანეს მოსწავლეებიდან 6 მოსწავლე არის 2010 წლის სასკოლო ოლიმპიადის პირველ ათეუილში.

წლის საუკეთესო დირექტორი

თბილისის 94-ე საჯარო

სკოლის დირექტორი

მარინა ჩაგანავა

მარინა ჩაგანავა დაბადებული 1960 წლის 4 ნოემბერს ქალაქ აბაშაში. დაამთავრა პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. მუშაობდა თბილისის სააავიაციო ქარხანაში, თბილისის 107-ე საჯარო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად, თბილისის 124-ე საჯარო სკოლაში დირექტორის მოადგილედ აღმზრდელობით დარგში და ასევე ასწავლიდა ფიზიკას. 1996 წლიდან დღემდე არის თბილისის ისანი-სამგორის რაიონის 94-ე საჯარო სკოლის დირექტორი.

ქალბატონი მარინა ჩაგანავა დიდი ინტერესით მოეკიდა პრეზიდენტის ინიცირებულ პროექტს ფიზკულტურის სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლების თაობაზე. ამ სკოლის მოზარდები კალათბურთითა და ფრენბურთით არიან დაინტერესებულნი და ახალი სასწავლო წლიდან ქალბატონი მარინას ძალისხმევით ცურვასა და წყალბურთან ერთად სპორტის ამ სახეობებშიც ჩაუტარდებათ გაკვეთილები. “ALUMNI-ს” პროექტის ფარგლებში შემოწირული თანხით სკოლის დირექტორი სპორტის გაკვეთილების განვითარებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასაც გეგმავს - შეკეთდება სპორტული დარბაზი და აღიჭურვება სპორტული ინვენტარით, ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება ღია სპორტული მოედნის მშენებლობაც.

ქალბატონი მარინას ინიციატივით 94-ე საჯარო სკოლაში საცურაო აუზიც გაიხსნა. ახალი აუზი ერთადერთია ისანი-სამგორის დასახლებაში და გარკვეული შეღავათებით შვიდ საჯარო სკოლის მოსწავლეებს მოემსახურება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 94-ე საჯარო სკოლის 300-მდე მოსწავლეს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, უფასოდ ჩაუტარდება ცურვისა და წყალბურთის გაკვეთილები.

თბილისის ¹94-ე საჯარო სკოლაში 1600 მოსწავლე სწავლობს და 108 პედაგოგი მოღვაწეობს. 50-მდე პედაგოგმა გაიარა მასწავლებელთა სერტიფიცირებისვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული გადამზადების კურსები, 40-მდე მასწავლებელი სასერტიფიკატო გამოცდებს გაივლის.

სკოლის შენობას პროექტ “იაკობ გოგებაშვილის” ფარგლებში ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა, კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს, მონაწილეობენ სასკოლო ოლიმპადებსა და სხვადასხვა კონკურსებში. მიმდინარე წელს სკოლას 2 ოქროსა და 6 ვერცხლის მედალოსანი ჰყავს.

წლის საუკეთესო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი

ოზურგეთის რესურს-ცენტრის

ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი

ლელა იმედაშვილი დაბადებული 1969 წლის 14 აპრილს. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა-ფილოსოფია. მუშაობდა ოზურგეთის ბუნებათსარგებლობის სასწავლო ინსტიტუტში უფროს მასწავლებლად, ოზურგეთის საქალებო პედაგოგიურ ინსტიტუტში ლექტორ-მასწავლებლად, ოზურგეთის ¹2 სკოლაში მასწავლებლად, გურიის სასკოლო სამმართველოს უფროსად, ხოლო 2006 წლიდან დღემდე ოზურგეთის საგანმანათლებლო რესუსცენტრის უფროსად. მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა ტრენინგებსა სემინარებში, ყოფილა ბევრი ღონისძიების და ტრენინგის ორგანიზატორი. მათ შორის:,”გაეროს” საქართველოს ოფისის ორგანიზებულ ტრენინგში -„ინტერაქტიული სწავლება სკოლებში”, „პერსონალური კომპიუტერული პროგრამა”, „სასკოლო პარტნიორობის პროგრამა”, „სასკოლო გრანტების პროგრამა”, სემინარი რესუსრსცენტრის თანამშრომელთა გადამზადებისთვის, ეროვნული სასწავლო გეგმების დანერგვა, სკოლების ფინანსური მართვა და სხვა. ქალბატონი ლელას ძალისხმევით ოზურგეთის სკოლებში იგეგმება სხვადასხვა ახალი ინიციატივა, მასწავლებლები მუდამ არიან ინფორმირებულები სიახლეების შესახებ.

წლის საუკეთესო ახალი სკოლა -

(კავკასიის ფრანგული სკოლა)

ახალი კავკასიის ფრანგული სკოლა მდებარეობს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. სკოლა დაფუძნებულია ფრანგულ საგანმანათლებლო სისტემაზე, ხოლო ქართული ენა შეისწავლება ყველა კლასში.

ადგილობრივი სამართლის საფუძველზე შექმნილი ეს კერძო დაწესებულება სარგებლობს საფრანგეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და დახმარებით. კავკასიის ფრანგულ სკოლაში ბაღიდან დაწყებული საშუალო სკოლით დასრულებული მთელი პროგრამა განხორცილედება თითო დონეზე არსებული თითო კლასით, ადგილობრივად დაქირავებული ფრანგი პედაგოგების მეშვეობით და მოსწავლეთა მცირერიცხოვანი კონტიგენტით. (16-18 მოსწავლე კლასში, 240-270 მოსწავლე მთლიანობაში), რაც სწავლების ხარისხის გარანტი იქნება.

2006 წლის გაზაფხულზე ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შესყიდულ იქნა 2000კვ.მ.-ის ნაკვეთი. ფრანგული მთავრობის მიერ დიპლომირებულმა არქიტექტორებმა ბატონმა ესტაშ პიტარასმა და ბატონმა ალენ დიუფრენმა, რომელთა სპეციალიზაციაც სასკოლო დაწესებულებების რეალიზებაა, საელჩოსთან თანამშრომლობით შეიმუშავეს და დაასრულეს სკოლის არქიტექტურული პროექტი. თბილისის მერმა 2007 წლის 28 დეკემბერს გასცა მშენებლობის ნებართვა, ხოლო მშენებლობა დაიწყო 2008 წლის იანვარში.

2010 -2011 სასწავლო წელს გაიხნსება საბავშვო ბაღისა და დაწყებითი სკოლის ყველა კლასი და საშუალო სკოლის მე-6, მე-7 და მე-8 კლასებიც. სკოლას განზრახული აქვს მომავალ წლებში გახსნას საშუალო სკოლის ყველა კლასი.

მოსწავლეთა რაოდენობა 2006-2007 სასწავლო წელს 8 ბავშვს შეადგენდა, ხოლო 2009-2010 სასწავლო წელს კონტიგენტი 40 მოსწავლემდე გაიზარდა. მომავალი სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა რიცხოვნობის მკვეთრ ზრდას ელოდებიან.

ევროპული ნორმების შესაბამისად აღებული შენობა მოიცავს დიდ სივრცეს სწავლებისათვის, შენობაში არის შიდა და გარე სპორტული მოედნები, 25-მეტრიანი აუზი, მუსიკის კაბინეტი, სახვითი ხელოვნების კაბინეტი, დიდი ბიბლიოთეკა, ვიდეოდარბაზი, სააქტო დარბაზი, კაფეტერია.

წლის საუკეთესო საჯარო სკოლა

(თბილისის თავისუფალი ვალდორფის

196 საჯარო სკოლას)

სასწავლო დაწესებულება 1994 წელს დაარსდა, არის ვალდორფის სკოლების საერთაშორისო კავშირის წევრი და იუნესკოს ასოცირებული სკოლა.

სკოლაში თანაბრად დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც სამეცნიერო, ისე ხელოვნებისა და პრაქტიკული საგნების სწავლებას. გათვალისწინებულია ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებები. სკოლის სპეციფიკისა და მოზარდის ათვისების უნარის გათვალისწინებით სკოლაში მოქმედებს საგნების ინტენსიური სწავლების მეთოდი. თითოელი საგნის შესწავლა ხდება შემოქმედებითად, სკოლა ცდილობს მოზარდს მისცეს ზოგადი ჰარმონიული განათლება, რათა თითოეულმა მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და საბოლოოდ გააკეთოს სწორი არჩევანი.

სკოლაში მოქმედებს ხალხური რეწვის სექციები, მოსწავლეთა კამერული ორკესტრი, გუნდი, მარიონეტების თეატრი. თეატრის მსახიობი მეოთხე და მერვე კლასელი მოსწავლეები რეგულარულად მართავენ სპექტაკლებს თავიანთი დამზადებული თოჯინებითა და დეკორაციებით.

წლის საუკეთესო კერძო სკოლა

( გ.ზალდასტანიშვილის სახელობის

ამერიკულ აკადემია)

ამერიკული აკადემია თბილისში 2001 წელს გივი ზალდასტანიშვილის ინიციატივით დაარსდა. ქართველმა ბიზნესმენმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა. მან დონალდ თომასთან, ამერიკელ პედაგოგთან ერთად, შექმნა სასწავლებელი, რომელიც მოწოდებულია შეასრულოს სანიმუშო სკოლის როლი ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმის პროცესში.

აკადემიის პედაგოგიური კოლექტივის ბირთვს ქმნიან მასწავლებლები, რომელთაც პროფესიული მომზადება ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიარეს (ჰარვარდის უნივერსიტეტისა და სიმონს კოლეჯის მაგისტრატურა). აკადემიის მასწავლებლები სწავლების ინოვაციურ მეთოდებს საკუთარ კლასებშიც იყენებენ და სხვა მასწავლებლებსაც უზიარებენ. სპეციალურად ამ მიზნით შექმნილმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - განათლების განვითარებისა და კვლევის ცენტრმა - უკანასკნელი სამი წლის მანძილზე ჩაატარა ექვსი შვიდკვირიანი სემინარი თბილისის მასწავლებლებისთვის და ინტენსიური ერთკვირიანი სასემინარო პროგრამები რეგიონების მასწავლებლებისთვის (2005 წელს თელავში და 2006 წელს ქუთაისში). რეგიონალური პროგრამები აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. მთლიანობაში ამ სემინარებში 500 მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა.

თანამედროვე დასავლური პედაგოგიური მეთოდოლოგიის დანერგვასთან ერთად, აკადემიის ერთ-ერთი უპირველესი მიზანია ღრმად და საფუძვლიანად შეასწავლოს მოსწავლეებს საქართველოს ისტორია და კულტურა, ჩაუნერგოს საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემა და სიყვარული.

ამერიკულ აკადემიას წელს 53 მეთორმეტეკლასელი ჰყავს, ბევრი მათგანი სწავლას აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელბს, მაგრამ საქმიანობას დაწყებას მშობლიურ ქვეყანაში გეგმავს.

სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო