ახალი ჟურნალი - ახალი სასწავლო წლიდან
03 ივლისი, 2010
530
print

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პედაგოგებს ახალი სასკოლო ჟურნალი წარუდგინა და მოსწავლეთა შეფასების ახალი სისტემა გააცნო.

შეხვედრას სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის, ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასკოლო ჟურნალი განკუთვნილია ორი სხავადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის (I-IV კლ. და V-XII კლ.) და სექტემბრიდან ამოქმედდება. მომავალი ჟურნალი საწარმოებლად გაცილებით მარტივი, ინფორმაციულად დატვირთული და გაყალბებისგან დაცული იქნება.

იცვლება მოსწავლეთა შეფასების სისტემაც, რომელიც მასწავლებლისთვის მარტივი, ბავშვისა და მშობლისთვის კი გამჭვირვალე ხდება. აღარ იქნება პროცენტების გამოთვლის საჭიროება, ათბალიანი სისტემით შემოიღებენ სამ ნიშანს და სამივეს თანაბარი დატვირთვა ექნება. ცოდნა სამი კომპონენტის მიხედვით შეფასდება - საშინაო დავალება, საკლასო სამუშაო და საკონტროლო წერა. ტრიმესტრულის ნაცვლად კი, სემესტრული სწავლება დაწესდება.

შეხვედრაზე მასწავლებლები აქტიურად ჩაერთნენ ახალი ჟურნალის სამუშაო ვარიანტის განხილვაში. ჟურნალის საბოლოო ვარიანტი კი მათი შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით შეიქმნება .

 

სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო