კავკასიის უნივერსიტეტის მოსამზადებელი განყოფილება
07 ოქტომბერი, 2010
571
print

კავკასიის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელი განყოფილება. განყოფილების მსმენელები ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამის შესაბამისად შეისწავლიან შემდეგ საგნებს:

სავალდებულო:

1. ქართული ენა

2. ინგლისური ენა

3. ზოგადი უნარები

არჩევითი:

4. მათემატიკა

5. ქართული ლიტერატურა

6. ისტორია და საზოგადოებრივი მეცნიერებები

7. გეოგრაფია

მოსამზადებელ განყოფილებაზე მიღების პროცედურები:

მოსამზადებელ განყოფილებაზე მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები და სკოლადამთავრებული აბიტურიენტები.

საბუთების მიღება წარმოებს 4-დან 16 ოქტომბრამდე. სწავლა დაიწყება 18 ოქტომბერს.

საჭირო საბუთები:

- ცნობა სკოლიდან (ან ატესტატის ასლი სკოლადამთავრებულთათვის)

- პირადობის დამადასტურებელი საბუთის ან დაბადების მოწმობის ასლი

- 2 ფოტოსურათი (3?4)

- აპლიკაციის ფორმა (შეავსებენ ადგილზე)

მოსამზადებელ განყოფილებაზე სწავლის მსურველებს ჩაუტარდებათ მისაღები ტესტირება.

სწავლის საფასური:

4 საგანი -3500 ლარი

3 საგანი-2700 ლარი

2 საგანი-1850 ლარი

1 საგანი-1000 ლარი

შესაძლებელია სწავლის საფასურის ეტაპობრივი გადახდა

 

მეცადინეობის განრიგი:

ლექციები ტარდება ყოველდღე ( კვირის გარდა)

ლექციის ხანგრძლივობა - 1 მეცადინეობა - 2 საათი

მეცადინეობის პერიოდი: 18 ოქტომბრიდან - ივნისის ბოლომდე (30 სასწავლო კვირა).

მეცადინეობის სიხშირე: კვირაში ექვსი დღე (დღის II ნახევარი).

მეცადინეობის რაოდენობა დღეში: 1 ან 2

კურიკულუმი:

სავალდებულო საგნები:

ინგლისური ენა - კვირაში ორჯერ 2-2 საათი (სულ 120 საათი);

ქართული ენა - კვირაში ერთხელ, 2 საათი (სულ 60 საათი);

ზოგადი უნარები (ლოგიკური და ვერბალური ნაწილი) - კვირაში ერთხელ , 2 საათი (სულ 60 საათი);

არჩევითი საგნები:

მათემატიკა - კვირაში ორჯერ 2-2 საათი (სულ 120 საათი);

ქართული ლიტერატურა - კვირაში ორჯერ 2-2 საათი (სულ 120 საათი);

ისტორია და საზოგადოებრივი მეცნიერებები - კვირაში ორჯერ 2-2 საათი (სულ 120 საათი);

გეოგრაფია - კვირაში ორჯერ 2-2 საათი (სულ 120 საათი);

შეფასების სისტემა:

მსმენელებს თითეულ საგანში უტარდებათ: ყოველკვირეული ტესტურება, შუალედური გამოცდა (პირველი სემესტრის დასრულებისას) და ფინალური გამოცდა- ეროვნული გამოცდების ტესტირების იმიტაცია (კურსის დასრულებისას).

საკონტაქტო პირები:

მოსამზადებელი განყოფილების ხელმძღვანელი: მაკა ციბაძე, ტელ: 895 305825; 313225-111,)

საინფორმაციო ცენტრი: შორენა მაისურაძე, ტელ.: 313224, 313225, 441110

სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო