ქვებით თამაშში
09 ივნისი, 2013
1195
print

- "ვინ ვართ, საიდან მოვდივართ" - საქართველოს ისტორიიდან მნიშვნელოვანი ფრაგმენტები თქვენს მიერ შექმნილი განფენილი მოზაიკის თემაა.

ეს სამნაწილიანი მოზაიკური კომპოზიციამოლივლივე სარკული ზედაპირით, რომლის სიგრძე 28 მეტრია, სიმაღლე - 1,6 მეტრი, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციისათვის შეიქმნა და ნეოკლასიკური კომპლექსის მთავარი შენობის წინ არის გაშლილი.

კონცეფცია სიმბოლურია: "წყალი - ეს დროა... დრო მიედინება ჩვენს ძარღვებში და ამით ისტორიული პროტიპებისაგან დამოუკიდებელს ხდის ჩვენს მოგონებებს... დრო გამჭირვალე მელნით წერს ისტორიას ჩვენი სულების ფურცლებზე. ის კუნძულებლად გამოჰყოფს მნიშვნელოვან ფაქტებს... ის თავისი ძლიერი დინებით ამღვრევს და აფერმკრთალებს ყველასხვა დანარჩენს... დრო წყლის მსგავსად ერთმანეთში ურევს ფერებს და აერთიანებს ტონებს. ისტორიის ნაკადი დაუსრულებელ ჭრელ საზღვრებად იქცევა, სადაც მკვეთრ სურათებს აბსტრაქტულიფრაგმენეტები ანაცვლებენ. ძნელია ამ ფრაგმენტთა სილუეტების გარჩევა, მაგრამ მიუხედევად ამისა, ისინი ჩვენი მეხსიერების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ..."

"ნატალია ამირეჯიბი დე პიტას მიერ შექმნილი მოზაიკური პანოს თანამედროვე რემინისცენციები - ჩვენი ქვეყნის კულტურული პოლიტიკის მნიშვნელოვან წახნაგს წარმოაჩენს. მისი მოქმედების არეალი, გამოსახულება, ორნამენტი თუ ტექსტი - პირდაპირ საუბრობს მის არსზე. დისტანციურობით კი შემოთავაზებული კონცეფციის ძირითადი მნიშვნელობა განიცდება. შემოქმეებით თავისუფლებაში გამოხატული კრეატიული პათოსი ნამუშევრებს ემპირული "ჰიმნის" ხილვად თვისებასა და ხასიათს სძენს. ისტორიზმით გაჯერებული ნაკვესებად ქცეული მიზაიკური დიზაინის იმიჯები ავტორისეული ფანტაზიით პროვოცირებული კონცეპტუალური კავშირების ძიებაში მარადიულ ღირებულებებთან ქმნის იმ შემოქმედებით არეალს, სადაც შესაძლებელი ხდება ნაციონალური კულტურული ფენომენის და შემოტანილი მსოფლშეგრძნებების გააზრება და ამ კულტურულ მოვლენასთან, საკუთარი იდენტურობის შეხედულებების წარმოჩენა..." - წერს ხელოვნებათმცოდნე ნინო გუჯაბიძე.

ამ მონუმენტური პროექტის კონცეფცია და მხატვრული ესთეტიკა თავისი ისტორიული რაკურსით, რომელიც გადატანილია სამნაწილიან მოზაიკურ კომპოზიციაზე Travisanutto Mosaici of Venice-თანთანამშრომლობის შედეგად შეიქმნა, მაგრამ რა გახდა სიუჟეტის მიღმა, თქვენთვის, ამფერწერული დინებებისა თუ პარალელური ხაზების ასაწყობადინსპირაცია? როდის შემოვიდა თქვენს სახელოსნოში მოზაიკა, რომელმაც ფერწერიდან სხვა განზომილებაში გადაგიყვანათ და გახდა თქვენი "ხელის ინტელექტისთვის" დომინანტი მასალა?

- მეჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, როდესაც ზურაბ წერეთელი მოზაიკაში აკეთებდა თავის ერთ-ერთ ნამუშევარს. ჩვენ, ბავშვები მივდიოდით ხოლმე და ამ პატარა ქვებით ვთამაშობდით... მერე და მერე, შვეიცარიაში რომ ვცხოვრობდი, ნეაპოლში ვიმოგზაურე დაიქ, ნეაპოლის მუზეუმში ვნახე ძველი პომპეისფანტასტიკური მოზაიკები.გავვოცდი! იმდენად დიდ ენერგეტიკას ასხივებდა ეს ნამუშევრები, რომ ძალიან დიდხანს ვიყავი შთაბეჭდილების ქვეშ, იმდენად იმოქმედა, რომ გადავწყვიტე მაშინვე შემესწავლა ამ მასალაზე მუშაობა. მერე გავიგე, რომ ვენეციის მიდამიებში არსებობს ძველი სკოლა Travisanutto Mosaici,-----------აქვთ სტაჟირებების კურსი, - ანუ გიხსნიან მასალას, ტექნიკას... მე აქ გავიარე სრული სტაჟირება და ამისმერე დავიწყე ამ სახელოსნოსთან ერთად პროექტებზე მუშაობა იტალიაში, შვეიცარიაში...ევროპაში ძალიან უყვართ მოზაიკა!

პრეზიდენტის რეზიდენცია რომ შენდებოდა, რამდენჯერმე პროექტი შეიცვალა. მერესასახლის დეკორატიული გაფორმებისთვის ტენდერი იყო გამოცხადებული, მაშინვე ვიფიქრე, რომ ამ სივრცეში შეიძლებოდა მოზაიკური კომპოზიციების გაკეთება.შენობის ინტერიერი თანამედროვე სტილია, რასაც ჩემი აზრით, სჭირდებოდა ჩვენი ისტორიის ნაწილი.გავაკეთე კონცეფცია, პროექტი... იცით, მე დამჭირა იტალიელი არქიტექტორის -----------დარწმუნება იმაში, რომ ეს მოზაიკა თავისი დატვირთვით ნამდვილად მოუხდებოდა და ჩაეწერებოდა ექსტერიერში.მასაც ვაჩვენე ჩემი კონცეფცია და...დამთანხმდა! ეს ძალიან ამბიციური პროექტი იყო, დიდხანს ვმუშაობდი, დაახლოებით ორი წელი. მე არგამიკეთებია საქართველოს ისტორიის კვლევა, უბრალოდ, ისტორიიდან ავიღე ჩემის აზრით მნიშნელოვანი ეპიზოდები.სულ ოცდაერთი ფრაგმენტი გამოვიდა.ეს ყველაფერი ჯერ ესკიზებში დავხატე, რაც უნდა გადასულიყო მოზაიკაში, ნამუშევარი მონუმენტურია, 90 კვმ-ზე მეტი გამოვიდა.მასალა შევუკვეთეთ ვენეციაში, მოზაიკა ჩამოვიდა ნაწილებად დაყოფილი და მერე აქ დაამონტაჟეს იტალიელმა ხელოსნებმა.

- პროექტის მეორე ნაწილია დეკორატიული მოზაიკა საპრეზიდენტო სასახლის ფასადზე მხედრული ანბანით დაწერილი აფორიზმი შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნიდან": "ბოროტსა სძლია კეთილმან არსება მისი გრძელია".

- ამ ფრაგმენტის ფართობი 33 მ2-ს შეადგენს. ამ ციტატისთვის ორნამენტები ავიღე ძველი საეკლესიო ხელნაწერებიდან, რომელიც სტილიზებულია, თანამედროვედ გადავწყვიტე...

- თქვენი მოზაიკური პანოა შავიზღვისპირა "თეთრ ქალაქში", რომელსაც "იაპონური პეიზაჟის მსგავსს, აკვარელით ნახატ პანორამად" მოიხსენებდნენ მწერლები.ბათუმის "აბსტრაქტულ" რეალობაში, პიაცას მოედნის იატაკზე არის მონუმენტური "ტილო" - 106 კვ. მეტრისწრიული ფორმით, რომელშიც დეკორატიული ორნამენტირებული მოტივები შეხამებულია ფიგურების ფრაგმენტებთან. გამოყენებულია მოზაიკის ულამზესი ფაქტურები და შეფერილობები... ეს უსიუჟეტო კომპოზიცია სიმბოლურად ასახავს მუდმივ მოძრაობას, მიწისა და კოსმოსის ურღვევ კავშირს, ზღვის სურნელისა და უსასრულო სივრცის ორგანულ შერწყმას... რატომ გააკეთეთ აქცენტი ასეთ მისტიკურ-სიმბოლურ კომპოზიციაზე?

- ის რაც პიაცაზე შევქმენი მუდმივი განახლების, დინამიური და სწრაფადგანვითარებადი სივრცის სიმბოლოა. სანამ ამ კომპოზიციას გავაკეთებდი, მანამდე მე შემომთავაზეს ბათუმის ბულვარში კოლონადების სვეტებში, იატაკზე გამეკეთებინა მოზაიკური კომპოზიცია. თემა - ზღვა.ჯერ ესკიზებზე ვიმუშავე ბევრი და დიდხანს, მაგრამ საბოლოოდ თქვეს უარი, რადგანაც ეს საკმაოდ დიდი, მოცულობითი, 400 კვ. მეტრის პროექტიიყო, ბათუმის მერიამ ვეღარ დააფინანსა და... გავჩერდით.მერე, როდესაც პიაცას მოედანი გაკეთდა, შემომთავაზეს, რომ ეს კომპოზიცია ამ სივრცეში ჩამესვა.მეც, ასე ვთქვათ, გადავაკეთე, რაღაც ფორმები შეიცვალა, პიაცას ინტერიერს მოვარგე ისე, რომ ამ კომპოზიციის თემა იგივე დარჩა - ოთხი ქალი და პატარა გოგონა. ეს ქალები, რომლებიც წყლიდან ამოდიან, არიან ზღვის კეთილი სულები, რომლებსაც მოაქვთ დადებითი ენერგეტიკა, ნათელი ფერები, ხასიათი... იქ არის ნიჟარებიც, თევზებიც... და ეს ყველაფრი არის სტილიზებული, როგორც ორნამენტი... ერთადერთი, რაც ძალიან მინდოდა, ვერ გამოვიყენე ვენეციური სმალტა, - სხვადსხვა ფერის მინის მოზაიკა, რომელიც არის ყველაზე ძვირი, თუმცა ყველაზე ლამაზი მასალა. ბიუჯეტში ვიყავი შეზღუდული.ამის შემდეგ ბათუმში ევროპის მოედანზე გავაკეთე დეკორატიული კომპოზიცია ორი ძველი შენობის ფასადზე - ჟღერადი ფერების მოზაიკა გამოვიყენე.

- კარიერაში თქვენი წარმატებული თავგადასავალი, ანუმეორე ცხოვრება პარიზიდან იწყება, როდესაც ჯერ კიდევ 90-იან წლებში ფონდიCite internationale des Arts-გან მიიღეთ -სახელოსნო და ასე პირდაპირ შეხვედითევროპულ არტისტულ წრეებში... მერე იყო თქვენი ექსპოზიციების სერიაბერლინის, გენუას, ბოლონიის, ლივერპულის, ლოზანას გალერეებში... ერთ-ერთ პარიზის ექსპოზიციაზე რატომ გაუგზავნეთ მოსაწვევი ნიკოლა სარკოზის, როგორც წარმატებულ იურისტს?

- დიახ, გავუგზავნე, ეს ის პერიოდია, როდესაც ის პოლიტიკურ კარიერას იწყებდა... მე არ ვიცი სარკოზი მოვიდა თუ არა ჩემს გამოფენაზე, არ დამინახავს. გეტყვით იმას, რომ მის გარდა,მე გავუგზავნე მოსაწვევი პარიზის 350 ადვოკატს. ჩემს გამოფენაზე მოსულები იყვნენ ცნობილი იურისტები.

- არტისტები?

- არტისტებიც, რა თქმა უნდა, გალერისტებიც... იურისტები დავპატიჟე იმიტომ, რომ ეს იყო მარკეტინგული გათვლა, სტატისტიკურად, ნამუშევრების ერთ-ერთი აქტიური მყიდველები არიან იურისტები.

- მერე? გაამართლა ამ მარკეტინგულმა სვლამ?

- კი, ყველა ნამუშევარი გაიყიდა. მე მაშინ გავაკეთე გრაფიკები ქართულ თემაზე, ოღონდ სტილიზებურად, ვცდილობდი შორიდან დამენახა და უფრო თანამედროვე ხერხებით გადამეწყვიტა ის რეალობა, რაც კონცეფციად მქონდა აღებული.მე ჩემს ნამუშევრებზე ავტოგრაფს ყოველთვის ქართულ ენაზე ვტოვებ - ამირეჯიბი. ეს გამოფენა იყო 1998 წელს, გალერეა Everart-ის დარბაზში... მაშინ გავიცანი ცნობილი კრიტიკოსი, რომელმაც მხატვრების ძალიან სანტერესო წრესთან დამაკავშირა.ამ გამოფენაზე გავიცანი გალერისტიც, ქალბატონი მანსინი, და დავიწყე მასთან თანამშრომლობა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ სხვადასხვა ქვეყნების გალერეებშიც უნდა შევსულიყავი, რაც ჩემი კონტაქტებისა და განვითარებისთვისაც საინტერესო იქნებოდა.ძალიან შთამბეჭდავი იყო ის გამოფენები, რომელიც მიდიოდა პარიზში, უზარმაზარ დარბაზებში, ეგრეთწოდებული “სალონები". ექსპოზიციების პარალელურად, კონკურსებში ვიღებდი მონაწილეობას. ასე ავიღე გენუაში ევროაკვარელის სალონზე პრიზი საუკეთესო პეიზაჟისთვის, ბერლინში პეიზაჟების სალონზე - ჟიურის სპეციალური პრიზი, ავიღე ასევე მაყურებლის სიმპათიის პრიზი... იცით, როგორ მოვხვდი ამ ფონდში? - Cite internationale des Arts-ში კონკურსი გავიარე, გავაგზავნე ჩემი მონაცემები, ნამუშევრები, პროექტები და მიმიღეს, ასე მივიღე სახელოსნო პარიზში. მე ვიყავი პირველი მხატვარი, რომელიც მოხვდა უშუალოდ ფრანგულ სახელოსნოში. ამ სახელოსნოში ყოფნა არის საშუალება, რომ აქტიურად იმუშავო პარიზში, შემოქმედებთად ხარ თავისუფალი და... მერე, ენა რომ ვისწავლე, გადავწყვიტე სორბონას უნივერსიტეტში ჩამებარებინა თანამედროვე ხელოვნების ფაკულტეტზე.

- რატომ გააკეთეთ ლოზანაში საკუთარი გალერეა AtelierLepic?

- იცით, დიდხანს ვფიქრობდი გამეხსნა თუ არა საგამოფენო სივრცე, იმიტომ, რომ ეს არ არის პატარა თანხებთან დაკავშირებული. ჩემმა გალერეამ 2008 წლამდე იმუშავა, იფინებოდნენ სხვადასხვა არტისტები, მათ შორის ქართველებიც იყვნენ. AtelierLepic - ასე იმიტომ დავარქვი რომ, როდესაც Cite-დან წამოვედი, პარიზში სახელოსნო ვიქირავე Montmartre-ზე, ამ ლეგენდარული Rue Lepic-ის ქუჩის კვეთაზე. ეს ქუჩა გამორჩეულია იმით, რომ XIX-XX საუკუნეებში აქ განთავსებული იყო გენიალური მხატვრების სახელოსნოები...

მე ვარ პროფესიონალი მხატვარი და ვარ პროფესიონალი გალერისტი, მინდა საქართველოშიც გავაკეთო ევროპული სტანდარტების გალერეა და აუქციონი. იმედი მაქვს, განვახორციელებ...

- რატომ გახდით თავისუფალი არტისტი? როგორ აღიქვამთ და თქვენთვის რამდენად საინტერესოა კონცეპტუალური Art,როგორც არტპროცესითავისი ლოგიკით, გამოსახვის ფორმებით, ტენდენციებით, იმ.იჯებით, თუნდაც კულტურის პოლიტიკით? ამბობენ, რომ მსოფლიო Art-ბიზნესში თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებას, რომელსაც აქვს დიდი პრომოუშენი. რამდენად გახსნილია ამ პლატფორმაზე ეს არტისტული საზოგადოება, ანროგორია მისი კულისები?

- ამ საზოგადოებაში დამკვიდრება რთულია, რა თქმა უნდა, აქ მუშაობს მთელი სისტემა - გალერისტები, კურატორები... ძნელია იმიტომ, რომ აქ მთავარი კრიტერიუმები კომერციული ინტერესებია და მხოლოდ ერთეულები არის ის მართლაც ნიჭიერი არისტები, რომლებიც აკეთებენ ნამდვილ ხელოვნებას.კარგი და წარმატებული მხატვრები კრეატიულად აზროვნებენ, შესაბამისაც მათი შემოქმედება მრავალფეროვანია. ხოლო ბევრი გალერეა აქცენტს აკეთებს ნამუშევრების კომერციულობაზე. აქ მუშაობს აუქციონი, გალერისტი, რომელსაც ნამუშევრები გააქვთ საერთაშორისო არტ-ბაზარზე. რაც შეეხება კონცეპტუალურ არტს, იგი ჩემთვის ძალიან საინტერესოა, მაგრამ როდესაც ნამუშევარი აგებულია მხოლოდ იდეაზე, ვფიქრობ ასეთი ნამუშევარი არის მშრალი და ნაკლებად საინტერესო...

- ახლა რაზე მუშაობთ?

- ახლა გამოფენას ვამზადებ პარიზში, რომელიც სავარაუდოდ წლის ბოლოს შედგება.