სვეტური პოეზია
22 დეკემბერი, 2013
956
print

ენერგოპროჭორჯია!

*

აი ჩემი დღეც დადგა

და დამებედა თოვლი

თეთრი ქათქათა ბამბა

ნისლად ქცეული ორთქლი

 

ოცნებისაგან მცივა

მთიდან იღვრება ნისლი

ციდან ფანტელი ცვივა

და მეყინება სისხლი

 

აღარ ჩერდება თოვა

ბოლო არ უჩანთ ფიფქებს

წელიც ახალი მოვა

ნატვრით აავსებს ფიქრებს

 

ამოვარდება ქარი

მთიდან გადმოყრის ნამქერს

მიქრის რითმების ჯარი

სულიც თავისთავს აქებს

 

ილუზიათა მხოცი

გაცდა ოცნებას გემი

დეკემბერია ქოცი

დაბადებისდღე ჩემი.

*

ადამიანი არის მანქანა

თუმც შექმნილია

თავად ბუნების

ნახეთ მსოფლიო რას დაამგვანა

მდგარი ნაპირზე განადგურების

 

სახელს სულ ყველა თვითონ იკეთებს

თავს გრძნობს ხან მონად ხან დიდებულად

და ბოროტებაც ებრძვის

სიკეთეს

ამ ქვეყანაზე კვლავინდებურად

 

მეც ერთადერთი მადარდიანებს

რადგან გონება ცუდით ერთობა

რომ არ გამოსდით ადამიანებს

მშვიდობიანი ურთიერთობა.

*

აკორდეონზე ვუკრავ ბინაში

სიხარულისთვის გულს

მოუცლია

რადგან რაც ხდება უკრაინაში

ეს არის ევრორევოლუცია

 

შავი ბერკუტის თეთრი კბილები

ტანის ფარავენ მათის ნახევარს

ევრომაიდანს შეკრებილები

არ აპირებენ უკან დახევას

 

მილიონობით თავის დამდები

დღეს უკრაინა ნაღდი ერია

აღმართულია ბარიკადები

დაკავებული არის მერია

 

დღეს ბოროტებას დედა უტირის

რაც წყალს არ ასხამს გეგმას პუტინის.

*

რა ვქნათ დროში ვართ

ამისთანაში

არ წაუღივართ სანამ წვიმებს მთლად

მიმდინარეობს დიდი თამაში

მსოფლიოს გადასანაწილებლად

მაგრამ ფინალი კიდევ წინაა

რადგან აგრძელებს კვლავაც ომს რუსი

მთავარი ფსონი უკრაინაა

საქართველოა როგორც ბონუსი

 

თუკი დაერთოთ ამის უფლება

რომ ვერ იცხოვრონ სახლში მშრომლებმა

საფასურია თავისუფლება

მონობა არის საშიშროება

 

და მოგებული დარჩეს ვანია

რომ გუბერნია შექმნას ვირების

ესეც ეტყობა არჩევანია

ოღონდაც არა ჩემნაირების.

*

დღეს მოვიცილო სულის

რომ ვალი

დანაგროვები დაშავებებით

მინდა აღვწერო ჩემი მორალი

მხატვრულ სიტყვათა

საშუალებებით

 

რადგან აზრებში ვეღარ იტევა

მიუსადაგო განცდებს შაირი

სულს მოენატრა ჭეშმარიტება

როგორც ნაციხარს სუფთა

ჰაერი

 

რომ არ დამტანჯონ ნახარჯ თანხებმა

რადგან სინდისიც საქონელია

ალბათ მკითხველიც

დამეთანხმება

რომ სიღარიბე დამთრგუნველია

 

და რეალობაც მკაცრი რაკია

განსაკუთრებით როცა ხელს ახებ

ჩემი საქმეც ხო ლაპარაკია

სიტყვით მხატვრულით

ამის შესახებ.

*

სიდედრის გამონათქვამებიდან:

პოეზია არის ფანტაზია

რომელიც თავის ფეხებზე დგას.

ეძღვნება ნელის

უსაზღვროა ფანტაზია

რადგან არ აქვს დასასრული

ხალხიც ფულის ფანტვაზეა

ძირითადად გადასული

ხელიც ცისკენ აწვდილია

გვამი ყველა დამარხული

ყველაფერი განცდილია

ყველაფერი დანახული

ეს სიცოცხლეც სასრულია

კლავს ყველაფერს დრო მავალი

დასანახი წარსულია

განსაზღვრული მომავალი.

*

ამ ლექსს პოეტი რასაც

აღარ წერს

და მთელი აზრი შიგ არსებული

ეძღვნება უკვე დამდეგ

ახალ წელს

სანტა კლაუსთან

მიმსგავსებული.

 

კოტე ყუბანეიშვილი