სა­მი­ნის­ტ­რო­ში 2013 წლის სპორ­ტი და­ით­ვა­ლეს
25 დეკემბერი, 2013
1095
print

სა­ქარ­თ­ვე­ლოს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რ­მა ლე­ვან ყი­ფი­ან­მა 2013 წელს გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს წლი­უ­რი ან­გა­რი­ში წა­რად­გი­ნა.

სა­მი­ნის­ტ­როს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა სამ­შა­ბათს, საპ­რეს­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზ­ში სპორ­ტუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ე­ბის, სხვა­დას­ხ­ვა სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბე­ბი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოქ­მე­დი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვ­და.

ლე­ვან ყი­ფი­ან­მა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის სფე­რო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მოკ­ლედ მი­მო­ი­ხი­ლა და იმ ცვლი­ლე­ბებ­სა და სი­ახ­ლე­ებ­ზეც ისა­უბ­რა, რომ­ლე­ბიც გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­ნერ­გა და გან­ხორ­ცი­ელ­და.

„2013 წე­ლი ძა­ლი­ან რთუ­ლი, მაგ­რამ ამავ­დ­რო­უ­ლად ნა­ყო­ფი­ე­რი იყო. მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვი­საც ამ შე­დეგ­ში წვლი­ლი მი­უძღ­ვის. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა სა­მი­ნის­ტ­როს თა­ნამ­შ­რომ­ლებს, საქ­მი­სად­მი ერ­თ­გუ­ლე­ბი­სა და და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის­თ­ვის“ - გა­ნაცხა­და მი­ნის­ტ­რ­მა.

ლე­ვან ყი­ფი­ან­მა ერ­თხე­ლაც გა­ი­მე­ო­რა მრა­ვალ­გ­ზის ნათ­ქ­ვა­მი, რომ სა­მი­ნის­ტ­როს მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა სპორ­ტის პო­ლი­ტი­კის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა იყო და ამ მხრივ უკ­ვე საკ­მა­ოდ ჯან­სა­ღი სი­ტუ­ა­ციაა. შემ­დეგ კი მი­ნის­ტ­რ­მა 2013 წლის მთა­ვა­რი სპორ­ტუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი გა­იხ­სე­ნა და შე­დე­გი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ძი­უ­დო­ის­ტე­ბი­სა და მო­ჭი­და­ვე­ე­ბის მიღ­წე­ვე­ბი გა­მო­არ­ჩია. თუმ­ცა არც სხვა სა­ხე­ო­ბე­ბის წარ­მა­ტე­ბე­ბიც და­ი­ვიწყა. მი­ნის­ტ­რ­მა 2014 წლის სა­მუ­შაო გეგ­მა­ზეც ისა­უბ­რა და სა­მი პრი­ო­რი­ტე­ტი გა­მო­არ­ჩია: სპორ­ტუ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა, სპორ­ტუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა და სპორ­ტის სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზის მო­წეს­რი­გე­ბა.

„სა­ქარ­თ­ვე­ლოს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­იქ­მ­ნა «სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სპორ­ტის სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კის ხელ­შემ­წყო­ბი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო“, რო­მელ­მაც და­იწყო სპორ­ტის სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კის ძი­რი­თად დო­კუ­მენ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბა. და­კომ­პ­ლექ­ტ­და სა­მი თე­მა­ტუ­რი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ამუ­შა­ვებს სპორ­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა კომ­პ­ლექ­სურ სა­კითხს: სპორ­ტუ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა; სპორ­ტუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და მეც­ნი­ე­რე­ბა, სპორ­ტუ­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა. მო­მა­ვალ წელს აუცი­ლებ­ლად უნ­და გვქონ­დეს კა­ნო­ნი სპორ­ტის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც უამ­რავ პრობ­ლე­მა­ტურ სა­კითხს მო­აგ­ვა­რებს“ - დას­ძი­ნა ყი­ფი­ან­მა.

სპორ­ტის მი­ნის­ტ­რ­მა ყუ­რადღე­ბა გა­უქ­მე­ბუ­ლი სპორ­ტის აკა­დე­მი­ის ბა­ზა­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­სა და სპორ­ტის სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­ფუძ­ნე­ბის შე­სა­ხე­ბაც შე­ახ­სე­ნა დამ­ს­წ­რეთ და იმე­დი გა­მოთ­ქ­ვა, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი სტუ­დენ­ტ­თა პირ­ვე­ლი ნა­კა­დის მი­ღე­ბას 2014 წლის სექ­ტემ­ბერ­ში შეძ­ლებს.

აქ­ვე ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლეც, სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­რომ სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბი­სა და მწვრთნე­ლე­ბის პრე­მი­ა­ლუ­რი სის­ტე­მაც დახ­ვე­წა და უკ­ვე სპორ­ტის ოლიმ­პი­უ­რი სა­ხე­ო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, მო­ჭად­რა­კე­ე­ბის, სამ­ბის­ტე­ბი­სა და მკლავ­ჭი­დე­ლე­ბის მიღ­წე­ვებ­საც და­ა­ფა­სე­ბენ. გარ­და ამი­სა, ფე­დე­რა­ცი­ას ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის თი­თო ლი­ცენ­ზი­ა­ზე 50 ათა­სი ლა­რი გა­და­ე­ცე­მა.

ყი­ფი­ან­მა კო­მენ­ტა­რი ქარ­თ­ვე­ლი სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბის დო­პინ­გ­ზე ჩა­ვარ­დ­ნის ფაქ­ტებ­ზეც გა­ა­მახ­ვი­ლა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­მი­ნის­ტ­რო ან­ტი­დო­პინ­გურ სა­ა­გენ­ტოს­თან აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შ­რომ­ლობს, რა­თა მსგავ­სი დარ­ღ­ვე­ვე­ბის რის­კი სა­მო­მავ­ლოდ მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცირ­დეს.

27 დე­კემ­ბერს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო 2013 წლის შე­მა­ჯა­მე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბას გა­მარ­თავს, რო­მელ­ზეც სხვა­დას­ხ­ვა ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლებს და­ა­სა­ხე­ლებს.