დო­პინგ-კონ­ტ­როლ­ზე გა­მოვ­ლე­ნი­ლი ქარ­თ­ვე­ლი სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბი
25 დეკემბერი, 2013
1085
print

2010-2013 წლებ­ში ქარ­თ­ვე­ლი სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბის მი­ერ დო­პინ­გის გა­მო­ყე­ნე­ბის 15 შემ­თხ­ვე­ვა გა­მოვ­ლინ­და.

ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ან­ტი­დო­პინ­გურ­მა სა­ა­გენ­ტომ სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს ოფი­ცი­ა­ლუ­რად აც­ნო­ბა.

ამ პე­რი­ოდ­ში აკ­რ­ძა­ლუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და­უმ­ტ­კიც­დათ ძი­უ­დო­ის­ტებს ირაკ­ლი ცი­რე­კი­ძეს (6-თვი­ა­ნი დის­კ­ვა­ლი­ფი­კა­ცია) და თენ­გიზ პო­პი­აშ­ვილს (2-წლი­ა­ნი დის­კ­ვა­ლი­ფი­კა­ცია), მო­რაგ­ბე მი­ხე­ილ სუ­ჯაშ­ვილს (2 წე­ლი), ბირ­თ­ვის მკვრელ ბე­ნიკ აბ­რა­მი­ანს (2 წე­ლი), მო­ჭი­და­ვე ბე­სა­რი­ონ გო­ჩაშ­ვილს (2 წე­ლი), ძა­ლის­მი­ერ სამ­ჭიდ­ში შო­თა ომა­რაშ­ვილს და გი­ორ­გი შეყ­ლაშ­ვილს (ორი­ვეს 2-წლი­ა­ნი დის­კ­ვა­ლი­ფი­კა­ცია), მკლავ­ჭი­დე­ლებს ირაკ­ლი გამ­თე­ნა­ძეს, მე­რაბ კა­კა­ბა­ძეს და გე­ნა­დი კვიკ­ვი­ნი­ას (სა­მი­ვეს 2-წლი­ა­ნი დის­კ­ვა­ლი­ფი­კა­ცია), ძა­ლოს­ნებს და­ვით გო­გი­ას, რა­ულ ცი­რე­კი­ძეს, ლა­შა ტა­ლა­ხა­ძეს და შო­თა მიშ­ვე­ლა­ძეს (ოთხი­ვეს დრო­ე­ბი­თი დის­კ­ვა­ლი­ფი­კა­ცია).

ძა­ლო­სან­თა ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბის დო­პინგ-ტეს­ტის და­დე­ბით შე­დე­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლოს ძა­ლოს­ნო­ბის ეროვ­ნულ ფე­დე­რა­ცი­ა­ში გა­ი­მარ­თა აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის სხდო­მა, რის შემ­დე­გაც კო­მი­ტე­ტის წევ­რებ­მა სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბი­სა და მწვრთნე­ლე­ბის ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბი­თი ბა­რა­თე­ბი მი­ი­ღეს.

აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის სხდო­მის ოქ­მ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ძა­ლო­სან­თა მწვრთნე­ლე­ბი არ გა­ურ­ბი­ან პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას და მზად არი­ან და­ე­მორ­ჩი­ლონ აღ­მას­კო­მის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას. ამა­ვე დროს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ძა­ლოს­ნო­ბის ეროვ­ნულ ფე­დე­რა­ცი­ა­ში არ შე­სუ­ლა წე­რი­ლო­ბი­თი მოთხოვ­ნა დო­პინგ-ტეს­ტ­ზე ჩა­ვარ­დ­ნილ სპორ­ტ­ს­მენ­თა B სინ­ჯის გახ­ს­ნა­ზე, რაც მი­უ­თი­თებს, რომ ისი­ნი ეთან­ხ­მე­ბი­ან მსოფ­ლიო ან­ტი­დო­პინ­გუ­რი სა­ა­გენ­ტო­სა და ძა­ლოს­ნო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის დას­კ­ვ­ნას.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ძა­ლოს­ნო­ბის ეროვ­ნულ­მა ფე­დე­რა­ცი­ამ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან გა­მო­ტა­ნი­ლი ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და სპორ­ტ­ს­მენ­თა მი­მართ სან­ქ­ცი­ე­ბის გა­ტა­რე­ბა იკის­რა.

სა­მი­ნის­ტ­როს პრეს­სამ­სა­ხუ­რი