ყინულის თეთრი მტვერი და კროსბი/ოვი
14 თებერვალი, 2014
1153
print

სოჭში სოჭის ოლიმპიური კომპლექსის მშენებლობის დროს ორგანიზატორებმა ორგანიზატორებს დიდი კუში მოუტეხეს.

ეს ჩვეულებრივი მომენტია.“ატკატების“ თემა სოჭამდეც აპრობირებული და პოპულარული იყო. სოჭში სადღაც რაღაც არ აინთო, ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელებმა რაღაც ვერ გათვალეს დ კაზუსები მთელმა მსოფლიომ დაინახა. ალბათ, შეცდომები იყო, მაგრამ ამ შეცდომებეზე უფრო ოლიმპიადის გახსნა იყო მნიშვნელოვანი. გახსნა ტურნირის, რომელიც გვჭირდება. გახსნა ტურნირის, რომელიც ბევრი სპორტსმენის ოცნება და სითბოა. ყინულს, თოვლის, ოლიმპიურ სოფელს და თუნდაც ვერანთებულ ოლიმპიურ სიმბოლიკას მოაქვს სითბო. ალბათ, უშუალოდ ოლიმპიელი რომ იყო, ეს თემა შენთვის უფრო ახლობელია, უფრო ნაცნობია. და ოლიმპიადაზე ბევრი ლეგენდა იქნება. ოლე-აინარ ბიორნდალენმა მარტან ფურკადს, მონდომებულ რუსებს, ნიჭიერ ფაკებს და მეგობარ ნორვეგიელებს ოქროს მედალი გამოართვა. და დაიტოვა. ლეგენდამ მეშვიდე ოქროს მედალი აიღო. და ოლე-აინარი ოლიმპიურ კაზუსებზე, სხვა პოლიტიკურ თემებზე მნიშვნელოვანია. ის ფინიში, როდესაც ბიორნდალენი უახლოვდება მიზანს, ამ ოლიმპიადის ყველაზე დაუვიწყარი ეპიზოდია. ნუ, ჯერ-ჯერობით ასეა. და დაიწყო კაცური ჰოკეი. ის ჰოკეი, რომელიც ყველა პონტში სანახავია. ის ჰოკეი, რომლის ელჩები არიან სიდნი კროსბი, ალექსანდრ ოვეჩკინი, იარომირ იაგრი და ტეემუ სელიანე. ოთხი ბოსი. ოთხი ლგენდა. ორი წამსვლელია და ორიც, კროსბი და ოვეჩკინი ერთმანეთის გამო დარჩება. ისინი ერთმანეთს ავსებენ. ისინი ლეგენდები არიან.

NHL ისვენებს. ლიგამ ელჩები სოჭში გაუშვა და საერთაშორისო ურთიერთობების პირველ კურსზე სიდის, არანორმალური და უკბილო რუსის, გახუნებული ჩეხის და ელეგანტური ფინელის გარდა სხვებიც შევლენ. იმ კურსებზე დასწრება სავალდებულოა და იმ კურსებზე ბევრს გაიგებ. ბევრს მიიღებ და ეს ცოდნა, ეს საერთო ერუდიცია აუცილებელია.

ოლიმპიადაზე ჰოკეისტებს ოდნავ შეცვლილი არენა დახვდათ. უფრო განიერი, უფრო სწრაფი ყინულით. როგორც ერთ-ერთმა კანადელმა ჟურნალისტმა დაწერა, “რუსებმა სოჭში რუსული ყინული და შვედური პატამეტრები დაგვახვედრეს, რომ ბიჭებმა (ანუ, კანადელებმა, ავტ.) თავისი თამაში ვერ ითამაშონ“. ყველა თავისთვის ჩალიჩობს, საკუთარი უპირატესობის გამოყენებას ცდილობს და კანადელს ეს არ უნდა გაუკვირდეს. ჩოგბურთში, დევისის თასზე, მასპინძელი ყოველთვის ირჩევს საფარს და ცდილობს, ეს უპირატესობა საკუთარი შემადგენლობიდან გამომდინარე მოიპოვოს, გამოიყენოს. მაშინ რა აზრი აქვს მასპინძლის სტატუსს? როდესაც ესპანეთი მასპინძელია, იცი, რომ ნადალს, ფერერს და ესპანეთს გრუნტზე უნდა ეთამაშო. და რუსებმაც ის ყინული, ის პარამეტრები აირჩიეს, სადაც კანადელების გაჩერება ალბათ, რეალურია. ნუ, თუ გააჩერებენ, კი, რეალურია. კანადას ტურნირზე საუკეთესო ნაკრები ჰყავს და კანადა ყველაზე თანაბრად არის დაბალანსებული. ეს რუსეთმაც იცის, შვედეთმაც, კანადის ნაკრების ბოსებმაც და ალბათ, იმ კანადელმა ჟურნალისტმაც.

კი, არენა ოდნავ განიერია, ყინული “ედმონტონ ოილერზის“ ყინულის ასლია (ანუ, ძალიან სწრაფი), მაგრამ ზუსტად ასეთი ყინული და არენა იყო სოლტ ლეიკ სიტიშიც. 2002. სოლტ ლეიკ სიტი. იქ კანადამ ფინალამდე ისრიალა, ფინალში ამერიკის სოლიდურ ნაკრებს სოლიდური თამაშით მოუგო და იმ ჟურნალისტმა ეს იცის. უბრალოდ, თუ მოხდება გაუთვალისწინებელი და კანადა სოჭში პირველ ადგილზე ვერ გავა, დასაწერი და ორგანიზატორების გასალანძღი მიზეზი უნდა დარჩეს. ცოტა სასაცილო მიზეზია. სიდნი კროსბი ყველა მიზეზს უნდა ფარავდეს. ჰოკეის მესი. ჰოკეის ილუზიონისტი. ჰოკეის კოპერფილდი, რომელმაც იცის, რომ მას ყველა აკვირდება.

რამდენად მძიმეა ეს არენა პროფებისთვის? რამდენად ხელისშემშლელია ახალ, ძველ პარამეტრებზე დაბრუნება კანადელი, შვედი, ამერიკელი, რუსი მილიონერებისთვის?

ზაკ პარიზე (ამერიკის ნაკრების კაპიტანი): “საბოლოოდ, ყველაფერი მაინც ტაქტიკით, კონკრეტული მოთამაშეების მოსამზადებელი დონით და მოგების სურვილით გადაწყდება. უმრავლესობაში შენი შანსები უნდა გამოიყენო და მოიგებ. უმცირესობაში დარჩენილმა, აკურატულად უნდა დაიცვა საკუთარი თავი და მოიგებ. უნდა დატვირთო, მაგრამ არ უნდა დაღალო შენი საუკეთესო მოთამაშეები და მოიგებ. პარამეტრებს, ყინულის ხარისხს, ახალ არენას ყურადღებას ნაკლებად ვაქცევთ. ჰოკეის ჰოკეის თამაშით იგებენ.“

ბრავო. კაპიტანი ასიანია. პარიზე პროფია და პარიზემ იცის, რომ ამერიკის ნაკრებს სოჭში ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხება შეუძლია. უბრალოდ, ყველა ის ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს, რაზეც კაპიტანმა ისაუბრა. და პარიზეს ბევრი ეთანხმება.

ჰენრიკ ზეტერბერგი (შვედეთის ერთ-ერთი ლიდერი): “ნაკრებში თამაში ჩემთვის ყველაზე...არ ვიცი, ალბათ, ყველაზე თბილი ეპიზოდია. ორი კვირით საკუთარ თავს არ ვეკუთვნი და ყველაფერს ჩემი ქვეყნისთვის ვაკეთებ. ვიცი, რომ ფინალში გასვლა და იმ ფინალში მოგება ბევრს უნდა. ბევრს ამის შანსი ექნება და თუ ყურადღებით გააკეთებ საქმეს, სხვაზე წინ წახვალ. აქ, ოლიმპიადაზე მე შვედეთი ვარ. და შვედეთს ფინალის მოგება უნდა.“

პაველ დაციუკი (რუსეთის ნაკრების კაპიტანი): “ჟურნალისტები მოდიან და მეკითხებიან, პაველ, ნეკნები ისევ გტკივა? მარჯვენა მუხლის შეშუპება დაგიცხრა? ოლიმპიადა ყველაზე კარგი ტკივილგამაყუჩებელია. როდესაც ვხედავ ამ კომპლექსს, როდესაც ვხედავ ამ გულშემატკივრებს და როდესაც ვხედავ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტურნირი ჩემი ქვეყნისთის, მზად ვარ, გავიდე ყინულზე და იქ მოვკვდე. იგივეს იტყვის ჩვენი ნაკრების ყველა წევრი.“

ტეემუ სელიანე (ფინეთის ნაკრების კაპიტანი): “კაპიტნობაზე ყოველთვის უარს ვამბობდი. ჩემთვის უკეთესი იყო, კაპიტნად სხვა აერჩიათ და მე ჩემს უშუალო მოვალეობებს მივხედავდი. გავიტანდი შაიბებს, გავაკეთებდი პასებს. ფინეთში პატრიოტები თამაშობენ. ფინეთი არ არის ისეთი პოპულარული, როგორც კანადა. ფინეთისგან არ ელოდებიან იმდენს, როგორც რუსეთისგან. ფინეთი ოლიმპიადის ერთ-ერთი მონაწილეა და ფინეთი მზად არის, ბოლომდე გავიდეს.“

კანადა ფავორიტია. და კანადას ჰყავს სიდნი კროსბი,

რუსეთიც ფავორიტია. და რუსეთს ჰყავს უკბილო ოვეჩკინი.

შვედეთიც ფავორიტია. შედეთს ყველაზე კარგი ნაკრები ჰყავს.

ამერიკაც ფავორიტია. ამერიკული სილამაზე ამერიკულად ლამაზია.

ფინეთიც ფავორიტია. სელიანეს სტატუსს უფრთხილდებიან და სელიანე ლეგენდაა.

NHL ემოციების თამაშია. ოლიმპიადაზე, დიდ არენაზე ჰოკეი ტაქტიკური თამაში იქნება.

* * *

ჰოკეის ფანტაზმაგორია, ოლიმპიური ტურნირი რჩება მეხსიერებაში და ამ ტურნირის რომელიმე ჩეულებრივი თამაში უფრო გახსოვს, ვიდრე “ბაფალოს“ და “ფლორიდას“ რეგულარულის რეგულარული ტესტი. ოლიმპიადაზე ჩადიან ჰოკეის ტიტანები. კანადა, რუსეთი, შვედეთი, ჩეხეთი, ფინეთი და ამერიკა სისხლის ბევრი გალონის მარაგით იწყებენ ტურნირს. ექვსივე თეთრი ზვიგენია. ექვსივე სისხლზე მოდის და გალონები დიდი მარაგით არის საჭირო. ფავორიტებთან ერთად იბრძვის სლოვაკეთი. ნაკრები, სადაც ჰოკეის იქსმენი, გოლიათი ზდენო ჰარა თამაშობს. დიდი ბიჭი გადის ყინულზე, არ ინდობს საკუთარ თავს, არ გინდობს არცერთი კონტაქტის დროს და ხარა ყინულზე იცლება. ემოციებისგან, ადრენალინისგან, ლტოლვისგან. ალბათ, გასახდელში რომ შედის, არ ახსოვს, სად და რა მიზნით მოხვდა. ზდენო ხარა ერთ-ერთი მაგალითია. თითო ხარა ყველა ნაკრებშია.

NHL არ არის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის მეგობარი. NHL უფრთხილდება საკუთარ მოთამაშეებს, პულსს, ადრე იძინებს, დასვენებულია. NHL ჰოკეის ვიტო კორლეონეა. და NHL ხვდება, რომ მოთამაშეებისთვის ოლიმპიური გარჩევები განსაკუთრებული, დაუვიწყარი ტურნირია. 12 წლის წინ კანადის ნაკრების დღევანდელმა გენერალურმა მენეჯერმა, სტივ აიზერმანმა ცალი ფეხით ითამაშა. სტივის მეორე ფეხის ძვალი ჰქონდა გაბზარული და პატრიოტმა გაქაჩა. პატრიოტი კანადის ნაკრების ერთგული იყო. ამას ვერ შეცვლის ვერანაირი დაზღვევა და ვერც შენი გუნდის მფლობელების რჩევა, თავს გაუფრთხილდი, არ დაილეწო და რომ ჩამოხვალ, ახალ კონტრაქტზე დავილაპარაკოთო. პატრიოტები სხვა კონტრაქტებს აფორმებენ. კონტრაქტებს საკუთარ თავთან და საკუთარ გულთან. აიზერმანები ყველგან არიან. უნდა იყვნენ. NHL ხვდება, რომ მოთამაშეები ყველა შემთხვევაში ჩავლენ ოლიმპიადაზე. პატრიოტები იქ უნდა იყვნენ. და პატრიოტები 4 წლის შემდეგ, სამხრეთ კორეაშიც გადაფრინდებიან. კროსბი და ოვეჩკინი სამხრეთ კორეაში. საკაიფო იქნება.

* * *

ფავორიტები კარგი ბიჭების, თითქმის შეუცვლელი პერსონების გარეშე ითამაშებენ. ტრავმების გამო სოჭში ვერ ჩავიდნენ ჰიტმენები. სოჭში ბევრი გლადიატორი ვერ ჩავიდა.

შვედეთი მინუს ჰენრიკ სედინი. სედინი ვარსკვლავია. შვედეთი ოლიმპიური პოდიუმის ძველი, პოპულარული მოდელია. ცოტა ცივი, ცოტა მოსაწყენად სტაბილური, მაგრამ შვედეთი იქ არის, იქ უნდა იყოს. სოჭში ვეროტურის ერთ-ერთი ლიდერი მინუს ჰენრიკ სედინი იქნება. “ვანკუვერის“ ფორვარდი ბოლომდე არ არის მზად. სედინმა ნეკნები იტკინა და “კენაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ტორტორელამ ბიჭი ბოლო ორი თამაშით დაასვენა. სოჭისთვის სედინი ვერ ასწრებს აზრზე მოსვლას. შვედეთმა დიდი მოთამაშე დაკარგა. და შვედეთი მაინც ფავორიტებში რჩება.

სედინი: “იმედგაცრუებული ვარ. შვედეთის ნაკრები ჩემთვის ყველაფერი, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. სოჭში ჩემპიონობის შანსი გვაქვს და გული მტკივა, რომ ჩემი ნაკრები, ჩემი ქვეყანა ამ ბრძოლაში ჰენრიკ სედინის გარეშე ჩაერთვება. ეს რთული, მაგრამ ალბათ, აუცილებელი გადაწყვეტილება იყო. ექიმების გადაწყვეტილება. შვედეთის ფან-კლუბში ჩავეწერე. ჯერ არ ვიცი, ვისი ზედა მეცმევა. ესეც რთული გადაწყვეტილებაა.“

“ვანკუვერმა“ სედინის გარეშე წააგო “მონრეალთან“ 2:5 და ჰენრიკი გამოტოვებს “ტორონტოსთან“ შაბათის გარჩევას.

სედინი ამ რეგულარულში - 9 შაიბა, 31 პასი, 40 ქულა. სედინი კარიერით - 191+641=832. სოლიდური ტიპის სოლიდური სტატისტიკა.

და შვედეთი მაინც ფავორიტებში რჩება. კანადასთან და რუსეთთან ერთად.

* * *

ფინეთმა კარგი რუსტერი შეკრა. სელიანე ადგილზეა, მაგრამ ვერ იქნებიან მიკო კოივუ და ვალტერი ფილუპულა. შვედეთმა სედინის გარდა დაკარგა იოჰან ფრანცენიც. გამოცდილი ზუბრი და შვედეთს სხვა ზუბრებიც ჰყავს. სლოვაკეთი, რომელიც ვანკუვერში ნახევარფინალამდე მივიდა და იქ კანადა ორჯერ აჭრა. კანადამ სამჯერ აუსვა ნავახა სლოვაკეთს და 3:2 დასვა. სლოვაკეთი სოჭში ლიდერის, მარიან გაბორიკის გარეშე მიიღებს კაიფს. და კაიფი ყველა შემთხვევაში წამოვა. გაბორიკი რუსტერში ბრანკო რადივოევიჩმა შეცვალა.

გაბორიკი მაინც შეუცვლელია. სლოვაკეთი ტრადიციით და ნიჭით იგებს და სლოვაკეთი ადრე ჩეხეთში იყო. იქ ჰოკეი თითქმის რელიგია, წმინდა თემაა. და სლოვაკეთი სოჭის ყინულზე ყველაზე ქარიზმატული პერსონის, მარიან გაბორიკის გარეშე გავა. “კოლამბუს ბლიუ ჯექეთსის“ ვარსკვლავი დალეწილია - ლავიწის ძვალი გაიტეხა. სლოვაკეთმა ეს პრობლემა სხვების ფუნქციების გადათამაშებით უნდა მოაგვაროს. ერთი-ერთში გაბორიკი არ იცვლება.

მარიანი იანვარში შეიყვანეს ნაკრების გაფართოებულ რუსტერში. გაბორიკისთვის ეს მესამე ოლიმპიური გარჩევა უნდა ყოფილიყო და ბიჭს არ გაუმართლა. ალბათ, უფრო სლოვაკეთს არ გაუმართლა. ნაკრებს არ აქვს კანადის სიღრმე, შვედების ევრონიჭი და რუსეთის ინდვიდუალისტები. ნაკრები გამოცდილ ტიპებზე არის დამოკიდებული და ნაკრებმა ყველაზე გამოცდილი და ლეტალური იარაღი დაკარგა.

გაბორიკმა ოპერაციის შემდეგ დაიწყო ვარჯიში, მაგრამ “კოლამბუსის“ სამედიცინო შტაბმა მარიანს სოჭში თამაში არ გინდაო, ურჩია. იგივე თქვეს სლოვაკეთის ნაკრების ექიმებმაც.

გაბორიკი: “ალბათ, მე რომ მკითხოთ, გიპასუხებთ, რომ ყინულზე გასასვლელად მზად ვარ. უბრალოდ, ექიმები არ იზიარებენ ამ ენთუზიაზმს და ნაკრები იქ გაბორიკის გარეშე იქნება. ეს აუცილებელი არის. ნუ, ექიმები ამას მეუბნებიან. ამაყი, ბედნიერი ვარ, რომ სლოვაკეთის შემადგენლობაში ორ ოლიმპიადაზე ვითამაშე. ვიცი, რომ ბიჭები უჩემოდაც ბევრს გააკეთებენ.“

გაბორიკმა ტრავმა 21 დეკემბერს, “ფილადელფიასთან“ გარჩევაში მიიღო და რამდენიმე დღეში ბიჭს ოპერაცია კოლამბუსში გაუკეთეს.

31 წლის მარიანი სლოვაკეთში ლეგენდაა. მსოფლიო ჩემპიონატების (2001, 2004, 2005, 2007), ოლიმპიადების (2006, 2010), მსოფლიო თასის (2004) და ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატების (2000 და 1999) მონაწილე, იქ თითქმის გრეცკია. გაბორიკი პოპულარული და კარგი სლოვაკია. იქ, ის შეუცვლელია. და სოჭში გაბორიკი უნდა შეცვალონ.

გაბორიკი ამ რეგულარულში - 5 შაიბა, 7 პასი, 12 ქულა. გაბორიკი კარიერით - 341+345=686. კლასიკა.

* * *

სოჭში სოჭის ოლიმპიური კომპლექსის მშენებლობის დროს ორგანიზატორებმა ორგანიზატორებს დიდი კუში მოუტეხეს. ეს ჩვეულებრივი მომენტია. “ატკატების“ თემა სოჭამდეც აპრობირებული და პოპულარული იყო. სოჭში სადღაც რაღაც არ აინთო, ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელებმა რაღაც ვერ გათვალეს დ კაზუსები მთელმა მსოფლიომ დაინახა. ალბათ, შეცდომები იყო, მაგრამ ამ შეცდომებეზე უფრო მნიშვნელოვანი ოლიმპიადის გახსნა იყო. გახსნა ტურნირის, რომელიც გვჭირდება. გახსნა ტურნირის, რომელიც ბევრი სპორტსმენის ოცნება და სითბოა. ყინულს, თოვლს, ოლიმპიურ სოფელს და თუნდაც ვერანთებულ ოლიმპიურ სიმბოლიკას მოაქვს სითბო. ალბათ, უშუალოდ ოლიმპიელი რომ იყო, ეს თემა შენთვის უფრო ახლობელია, უფრო ნაცნობია. და ოლიმპიადაზე ბევრი ლეგენდა იქნება. ოლე-აინარ ბიორნდალენმა მარტან ფურკადს, მონდომებულ რუსებს, ნიჭიერ ფაკებს და მეგობარ ნორვეგიელებს ოქროს მედალი გამოართვა. და დაიტოვა. ლეგენდამ მეშვიდე ოქროს მედალი აიღო. და ოლე-აინარი ოლიმპიურ კაზუსებზე, სხვა პოლიტიკურ თემებზე მნიშვნელოვანია. ის ფინიში, როდესაც ბიორნდალენი უახლოვდება მიზანს, ამ ოლიმპიადის ყველაზე დაუვიწყარი ეპიზოდია. ნუ, ჯერ-ჯერობით ასეა. და დაიწყო კაცური ჰოკეი. ის ჰოკეი, რომელიც ყველა პონტში სანახავია. ის ჰოკეი, რომლის ელჩები არიან სიდნი კროსბი, ალექსანდრ ოვეჩკინი, იარომირ იაგრი და ტეემუ სელიანე. ოთხი ბოსი. ოთხი ლგენდა. ორი წამსვლელია და ორიც, კროსბი და ოვეჩკინი ერთმანეთის გამო დარჩება. ისინი ერთმანეთს ავსებენ. ისინი ლეგენდები არიან.

კანადას არ ჰყავს მეორე კროსბი, სტივენ სტემკოსი.

ჰოკეი კანადა, რუსეთი, ჩეხეთი, შვედების ცივი სილამაზე, ფინეთის ინდივიდუალური პერფექციონიზმი და ამერიკული მუღამების მიქსტია. იქვე, დიდი ბიჭების უბანში სლოვაკეთიც სეირნობს და სლოვაკეთი კარგი, სმენადი ბენდია. კანადა და რუსეთი ცოტა სხვა თემაა. სიდნი კროსბი ჰოკეის ლეო მესია. ალექსანდრ ოვეჩკინი ჰოკეის ჯონი დეპია. და კანადამ ბოლო ოლიმპიადაზე რუსეთს ბოლომდე ატკინა, 7:3 აჭრა. რუსეთს ბოლო ოლიმპიადაზე მკვლელი ნაკრები დაუშალეს. სოჭში რუსეთი უფრო მასპინძლის სტატუსით ფავორიტობს და კანადა რუსტერით არის უკეთესი, უფრო ღრმა და ცინიკური. და კანადამ სოჭის წინ ერთ-ერთი ჯოკერი დაკარგა. კანადის ნაკრები სოჭის ოლიმპიურ გარჩევებში სტივენ სტემკოსის გარეშე ითამაშებს. სერიოზული მინუსი. სტემკოსი ოვეჩკინის და კროსბის შემდეგ, საუკეთესო ფორვარდია.

ნოემბერში “ტამბა ბეის“ ფორვარდმა ფეხი მოიტეხა და აკლიმატიზაციის პროცესი იანვრის პირველი კვირის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. სტემკოსი გავიდა ყინულზე და წამოვიდა ტკივილი. სტივენი ჩადის ჩიკაგოში, ექიმებმა ბიჭი გაიარეს და სტივის ოლიმპიადაზე თამაში აუკრძალეს - ფეხი ბოლომდე არ არის მზად და ფორსირებული დატვირთვის შემთხვევაში, ძვალი შეიძლება ჩაიშალოს და მისტერ სტემკოსი კარიერას დაასრულებს. ეს არ მოსულა. სტივის თემა არ ესიამოვნა “ტამპა ბეის“ და კანადის ნაკრების გენერალურ მენეჯერს, სტივენ აიზერმანს. ლეგენდა, რომელიც ლეგენდებშიც ყვავის ტუზი იყო, სტემკოსს უფრთხილდება და ოლიმპიადაზე ერთ-ერთი ლიდერის გარეშე გაშლის ნაკრებს.

აიზერმანი: “ექიმები სტივის უახლოეს სამ კვირაში თამაშის უფლებას არ აძლევენ. სტემკოსი მეომარია და ყველამ იცის, როგორ უნდა ბიჭს სოჭში თამაში. სამწუხაროდ, ეს თემა დაიხურა და კანადა ოლიმპიადაზე სტივის გარეშე ითამაშებს. სტემკოსი ჩვენთან ერთად და ნაკრების ყველაზე ერთგული გულშემატკივარი იქნება.“

კანადა კროსბისთან და სტემკოსთან ერთად მკვლელი თემაა. და სოჭში კანადა მაინც პირველი ფავორიტია. რუსეთზე ფავორიტი. ოვეჩკინი და ტოვარიშჩ მალკინი ნებისმიერ დაცვას გადახსნიან, მაგრამ კანადა სიღრმით მოუგებს რუსეთს. ნუ, ამ ეტაპზე კანადა ცოტა სხვა დონეზეა.

ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, სტემკოსს თამაშის დაწყების იმედი აქვს. “ტამპა ბეი“ მიმდინარე რეგულარულის ერთ-ერთი ფავორიტია და 69 ქულით ატლანტიკის დივიზიონში მეორე ადგილზე ზის. პირველი “ბოსტონია“ (75).

სტემკოსის ყველაზე რეალურ შემცვლელად ითვლებიან კლოდ ჟირუ, ჯეიმს ნილი, ერიკ სტაალი და “ტამპა ბეის“ კიდევ ერთი ჯოკერი მარტინ სენ-ლუი.

ვინ შეცვლის სტემკოსს პირველ სამეულში? კროსბისთან ერთად მწვრთნელები “აილენდერზის“ ლიდერს, ჯონ ტავარესს დააყენებენ. მესამე ზვიგენზე ფიქრობენ. ტავარესი და კროსბიც მთქმელია. ოლიმპიადა მალე გაიხსნება. კრისბი VS ოვეჩკინი. მოაქვს.

სოჭში ლეგენდები მოიგებენ. სოჭში ლეგენდები დაეცემიან. სოჭში ლეგენდებს გაიხსენებენ. და სოჭში სიდი და ალექსი კამათელს გააგორებენ.

ოთხი წლის წინ კროსბიმ რუსეთი სისხლისგან დაცალა. რუსეთს ის 3:7 ეტკინა და რუსეთმა სოჭში კარგი ნაკრები დაგეშა. იქ არის ოვეჩკინი და ოვის დიდი სიყვარული მაშა კირილენკო. ლამაზი წყვილი. როგორც სპორტსმენების ერთმა ახლობელმა დაატვიტერა - “კრასავიცა ი ჩუდოვიშჩე“. ნუ, ალბათ მიხვდებით, ვის რა მიუწერეს.

იქ არის მალკინი და ბიჭი კროსბის შემდეგ საუკეთესო ფლეიმეიქერია. და მალკინი კროსბისთან ერთად “პიტსბურგში“ აგვარებს.

იქ არის ილია კოვალჩუკი და ილიას მსუყე კონტრაქტი რუსეთის ლიგაში. ტიპს კანადაში ყოფნა მობეზრდა და რუსეთში დაბრუნდა. კოვალჩუკი შუთერია.

იქ არის ორი მკვლელი მეკარე და ბობროვსკი შარშან ამერიკულ-კანადური ლიგის საუკეთესო სტოპერი გახდა. ბობროვსკი და ვარლამოვი შეიცვლებიან. და ამერიკასთან მწვრთნელებმა ბობროვსკი უნდა დააყენონ. უკეთესი იქნება.

კანადასთან შედარებით, რუსეთს აკლია ბალანსი და კარგი სამეულები. კანადას სოჭში ოთხი თანაბარი სამეული ჰყავს. რუსეთს? ორი მკვლელი და ორი ისე რა...

NHL ისვენებს. ლიგამ ელჩები სოჭში გაუშვა და საერთაშორისო ურთიერთობების პირველ კურსზე სიდის, არანორმალური და უკბილო რუსის, გახუნებული ჩეხის და ელეგანტური ფინელის გარდა სხვებიც შევლენ. იმ კურსებზე დასწრება სავალდებულოა და იმ კურსებზე ბევრს გაიგებ. ბევრს მიიღებ და ეს ცოდნა, ეს საერთო ერუდიცია აუცილებელია.

დაიწყო.