სვეტური პოეზია
21 თებერვალი, 2014
974
print

დაუძინებელი მეგობარი

ფხიზელ მტერზე უარესია.

*

საქართველოა მთათა საუფლო

ღვინით სახელი შორს რომ გაუთქვამს

სად თავზე მეტად უყვართ სხვა უფრო

და ვერ იტანენ გმირებს საკუთარს

ესეც ცხოვრების გაკვეთილია

სისხლი ამდენი აქ რო დაიქცა

საქართველოში მოკლეს ილია

რუსთაველი კი დროზე გაიქცა.

*

ქვეყნად რამდენი რაღაცა ხდება

ისე რომ ირგვლივ ვერავინ ხვდება.

*

პოეტი ცალყურა

მე როგორც ვან გოგი

რადგან შემეყარა

ლექსის ინფექცია

თუმცა არ გახლავართ

სულაც პედაგოგი

თუ მზად ხართ სასმენად

ჩაწერეთ ლექცია

და ამით ყველაფრით

მოყოლა იმის მსურს

როდესაც აზრების

მივყვები დინებას

თუ ქართულ კულტურას

რად ვარჩევ ინგლისურს

კერძოდ ამერიკულ

მის გამოვლინებას

და თქვენც თუ ბოლომდე

ერთ საათს ისხდებით

მეც არა მგონია

რაიმე ვთქვა მე რთული

ლექციის ბოლოსკენ

რაიმეს მიხვდებით

ლექსებს ამერიკულს

რითიც გავს ქართული

არ ვფიქრობ

რომ სადმე გესმინათ

სხვაგან ეს

ცოტა ყურადღება

რომ ლექსზე გადართოთ

ვეცდები დიდ ხალხის

აზრებით გაგართოთ

თუმც ცოტას დავარღვევ

ქართულ ტრადიციას

რაც ქონდათ ბაბუებს

დაგირღვევთ ტაბუებს

ნუ ჩათვლით რომ ვავლენ

მე ერუდიციას

ნუ იტყვით

ეს ვიღაც ცოდნით

რას გვაბრუებს

მე მინდა უბრალოდ

რომ გული გაგანდოთ

და გითხრათ რომ ლექსებს

თავისი სული აქვთ

და ეს სიყვარული

ცოტაც რომ გადაგდოთ

ამით ბედნიერი ვიქნები

სრულიად.

Robert Frosti

გზა რომელიც არ ამოირჩიეს

ყვითელი ტყეა და გზა გზას ასცდა

თანაც ორივე თავისკენ მიწვევს,

რადგან ვარ მარტო მჭირდება დაცდა

რომ კარგად ვნახო თვალიც თუ გამწვდა.

სავალად რომლის არჩევა მიწევს

და ვირჩევ ერთერთს რომელმაც თითქოს

მომთხოვა მეტად წაყოლა მისი

სიმწვანეც თავის გაკვალვას ითხოვს

თუმცა მეორეც კაცმა რომ მკითხოს

არ უნდა იყოს ნავალი სხვისი

და გზაც ორივე სერავენ რა ტყეს

ჩანან მწვანეში ფრიად უვნებლად

ოხ ამ გზას რასაც წავყევი ამ დღეს

თუმც ნაფეხური ნაკლებად ატყვეს

არ ვიხმარ უკან დასაბრუნებლად.

და ვიმეორებ დღეა თუ ღამე

რომ სანამ მოსვლას სიკვდილის

ველი

ორი გზა გადის ამ ტყეში და მე

მივდევ მას რაზეც არ მოსჩანს რამე

და ეს აღმოჩნდა სხვაობა მთელი.

*

ყველასგან ცალკე მარტო რომ ვდგავარ

მე ბავშვობიდან არავის ვგავარ

ჩვეულებრივად დამრღვევი საზღვრის

არ ვარ თანახმა არავის აზრის

არავის გრძნობებს არავის განცდებს

კარგად თუ ცუდად ითვლება რაც დღეს

ანდა ჭირდება ბევრი თანხები

რაღა თქმა უნდა არ ვეთანხმები

მე დამდევს დარდი გულმოსაკლავი

რომ სულ სხვა არის ჩემი ვარსკვლავი

სულ სხვა მნათობი ცაზე მინათებს

სხვა სითბოს მაძლევს და სხვა სინათლეს

და ჩემს გარშემო თავად ჰაერი

უფრო სუფთაა და სხვანაირი.

*

დროს არ ირჩევენ შიგ თუ ხვდებიან

დროში ცხოვრობენ ანდა კვდებიან.

*

ნაძირალა რამდენია

ჩვენ რომ გვიკონტაქტია

ძნელი წარმოსადგენია

მაგრამ რა ვქნა ფაქტია.

*

ყველა ირგვლივ უნამუსოდ იტყუება

აქვთ სარჩელი რომლისგანაც დიდ მათ

წინ კი ვატყობ არავინ არ იყურება

ამიტომაც უკან უკან მივდივართ.

*

როცა ხვდები მორევში

ძლიერ ტალღით ნარყევი

დაიჯერე მოეშვი

და სიღრმეში ჩაყევი

ჩაისუნთქე საკმარი

მერე შიში განმუხტე

და ფსკერს ფეხი აჰკარი

რომ იქიდან ამოხტე

განსაცდელით იქმნება

სასარგებლო რჩევები

დაიჯერო იქნება

გამოცდილის რჩევები

შენ ბედს შენვე განაგებ

გაცდენს გზათა ხვეული

სულს თუ გაიჩანაგებ

ზიანდება სხეული

სრულყოფილის მსურველო

არ შეჭამო ჭიანი

დაიჯერო სულელო

რასაც ამბობს ჭკვიანი.

*

გამარჯობა მომენატრე შენ და

გნატრობ თუმცა ცოტაოდენ მთვრალი

მინდა განდო საკუთარი სევდა

რომ სიმართლით აგიცრემლო თვალი

 

გამარჯობა მომენატრე ისე

როგორც არსად ჯერ არავინ არვის

რომ აღმოვჩნდე შენი ნახვის ღირსი

და გულწრფელად წარმომთქმელი სალმის

 

გამარჯობა მომენატრე მაგრად

იმ წვეთივით რომ შეავსო თასი

რომ სიყვარულს გადაქცეულს ჩაგვრად

სამუდამოდ დაეკარგოს ფასი.

*

ვცდილობ მაგრამ ვეღარ გავაჩუმე

ენა ასე დაჩვეული ტარტალს

და ამიტომ ვლაპარაკობ სულ მე

განუწყვეტლივ ტყუილსა

თუ მართალს

 

არ დავეძებ რამეა თუ რუმე

თქმასაც რისაც ჭკუა ნებას

დამრთავს

და ვიძახი სისულელეს თუ მე

ჩემი ცოლი ისტერიკას მართავს.