ყირიმელი კაზაკები - უკრაინასა და რუსეთს შორის
14 მარტი, 2014
1296
print

ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა უკრაინის ნაწილი 1954 წელს გახდა. ყირიმის მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური რუსები შეადგენენ. ადგილობრივმა კაზაკებმა, რომელთა უმრავლესობა ეთნიკური რუსია, ბოლო დროს აქტიურად დაიწყეს საკუთარი ფორმალური სტრუქტურების განვითარება.

კაზაკები არ წარმოადგენენ ეთნოსს. ისტორიულად ისინი სხვადასხვა სლავური წარმომავლობის არიან და იმ ტერიტორიებიდან მოდიან, რომლებიც დღეს რუსეთისა და უკრაინის შემადგენლობაში შედის.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კაზაკების ცხოვრების სტილი კვლავ აღორძინდა. რუსეთში კაზაკთა ოფიციალური რეაბილიტაცია მოხდა, დაკანონდა მათი სტატუსი.

კაზაკები რუსული სამხედრო ძალებისა და სამოქალაქო მმართველობის ოფიციალური ნაწილი გახდნენ. უკრაინაში კაზაკები უკრაინული ჯარის ფორმალური სტრუქტურების ნაწილს არ წარმოადგენენ და მოქმედებენ, როგორც ერთმანეთთან დაუკავშირებელი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც განსხვავებული მიზნები აქვთ.