სიტყვა ყველას კ.ყ./ს
21 მარტი, 2014
1072
print

ქარ­თ­ვე­ლი ეს ის ჯი­შია

სა­დაც მე­ფეც კი გავ­რო­შობს

და ერ­თა­დერ­თი ში­შია

რაც აღ­ტა­ცე­ბას წარ­მო­შობს

ქარ­თ­ვე­ლი ეს ის ტო­მია

მო­უტყან დე­დის მუ­ტე­ლი

რო­მე­ლიც სახ­ლ­ში ლო­მია

და საზღ­ვარ­გა­რეთ კურ­დღე­ლი.

***

 

აქ ატ­მე­ბია ლა­მა­ზი

ხორ­ცი ას­კ­დე­ბა ალუ­ჩას

მაგ­რამ ვედ­რო ღირს აბა­ზი

რად­გან მყიდ­ვე­ლი არ უჩანს

ოჯახს ვე­რაფ­რით ინა­ხავ

თუ არ გახ­სე­ნი საცხო­ბი

მთა­ვა­რი არის ვი­ნა ხარ

ან­და ვი­სი ხარ ნაც­ნო­ბი.

***

 

"ვაი რა ბო­ძი წაგ­ვექ­ცა 

სახლ - კა­რი თავ­ზე დაგ­ვექ­ცა" 

- დავით გურამიშვილი, ვახტანგ მეფის სიკვდილზე.

დი­დი ქარ­თ­ვე­ლი მე­ლექ­სე

რომ იყო ვახ­ტანგ მე­ექ­ვ­სე

რო­ცა სა­მოც წელს გა­მოვ­ც­დი

წა­ვი­კითხე და გა­ვოც­დი

ვინც ასა­ხე­ლა მა­მუ­ლი

თუმც ბე­დით იყო ტან­ჯუ­ლი

მე­ფე პო­ე­ტი სწავ­ლუ­ლი

ვინც არც ზნე დათ­მო არც რჯუ­ლი

ენას ვინც პი­რი და­ბა­ნა

და რუს­თა­ველ­ზე ნამ­გ­ვა­ნი

ვინც ქი­ლი­ლა და და­მა­ნა

მოგ­ვ­ცა პირ­ვე­ლი თარ­გ­მა­ნი

და რო­ცა ღმერ­თ­მა მას ძა­ლა

მის­ცა და გრძნობ­და კარ­გად თავს

ვინც ტყვედ გა­ყიდ­ვა აკ­რ­ძა­ლა

და გზა და­უ­გო სა­მარ­თალს

თუმც სპარ­ს­თან ვე­ღარ და­ზავ­და

რად­გან თვით იყო ღვთის შვი­ლი

ის სულ­ხან-სა­ბამ გა­ზარ­და

რო­გორც წერს გუ­რა­მიშ­ვი­ლი

თუმ­ცა იღ­ბა­ლი ასე­თი

გან­გე­ბამ არ ამ­ყო­ფი­ნა

პეტ­რე პირ­ველ­საც სპარ­სე­თი

კი­ნა­ღამ და­აპყ­რო­ბი­ნა

მაგ­რამ გან­საც­დელს ვერ მორ­ჩა

ქარ­თ­ლის­თ­ვის ვერ მო­ი­ცა­ლა

რად­გან ას­ტ­რა­ხანს შე­მორ­ჩა

და იქ­ვე გარ­და­იც­ვა­ლა

თუმც დაგ­ვი­ტო­ვა ფეს­ვე­ბი

წიგ­ნად რაც მის გზას ათა­ვებს

ხო­და ქარ­თუ­ლიც ლექ­სე­ბი

მის­გან იღე­ბენ სა­თა­ვეს.

***

 

თუმც ვერ გა­ვი­გე რო­მელ ერთს 

მივ­ყ­ვე სა­ოც­რად მამ­ხ­ნე­ვებს

ლექ­სით რომ მივ­დევ მოვ­ლე­ნებს

და სიტყ­ვით ვარ­ქ­მევ სა­ხე­ლებს

 

ენით რომ რით­მებს მო­ფან­ტავს

რო­ცა იგო­ნებს შა­ი­რებს

ჩე­მი ლექ­სია რომ ხა­ტავს

სუ­რა­თებს ნა­ირ­ნა­ი­რებს

 

სა­ნამ საფ­ლავ­ში ჩავ­წ­ვე­ბით

ანუ სა­ნამ­დე მოვ­კ­ვ­დე­ბით

ამ­დენ წიგ­ნე­ბის და­წე­რით

თი­თონ წიგ­ნებ­ში მოვ­ხ­ვ­დე­ბით.

***

 

ეს ცხოვ­რე­ბა არის მძი­მე

ამი­ტო­მაც ვუს­ვამთ წერ­ტილს

რომ ეს შუ­ქი მო­ციმ­ცი­მე

დარ­ჩეს საგ­ნად გუ­ლის წყვე­ტის

 

ეს ცხოვ­რე­ბა არის ტან­ჯ­ვა

თან რო­მე­ლიც გა­დის ნე­ლა

და ამ სამ­ყა­რო­დან გაჯ­მა

არის მოკ­ვ­და­ვის­თ­ვის შვე­ლა

 

ეს ცხოვ­რე­ბა არის ბრძო­ლა

ში­ში ზიზღი გუ­ლის რე­ვა

და სა­ჭი­რო არის ბრძო­ლა

თო­რემ უცებ და­გენ­ძ­რე­ვა

 

ეს ცხოვ­რე­ბა არის გან­ც­და

რომ სუს­ტი ხარ და­უც­ვე­ლი

და ის ბე­დი წი­ლად რაც გხვდა

არის სხვა­ზე გა­უც­ვ­ლე­ლი

 

ეს ცხოვ­რე­ბა არის ვა­ლი

რი­სიც გი­წევს გა­ნაღ­დე­ბა

და გაქ­რე­ბა შე­ნი კვა­ლი

და არც არ­ვინ და­ნაღ­ვ­ლ­დე­ბა

 

რაც არ უნ­და წა­იბ­რ­ძო­ლო

თავს ლა­ფი გვაქვს გა­დას­ხ­მუ­ლი

სიკ­ვ­დი­ლია ჩვე­ნი ბო­ლო

რა­საც ქვია და­სას­რუ­ლი.

 ***

 

რა ვქნა დროა ამის­თა­ნა

მწი­ფე ხი­ლიც მო­ჩანს მკუ­ხედ

ვცხოვ­რობთ ერ­თად მე და ნა­ნა

და არა­ვის არ ვა­წუ­ხებთ.

 ***

 

ვინც ჩვენ გვიყ­ვარს ან არ გვიყ­ვარს

რად­გან არ არის არ­ჩე­ვით

სიკ­ვ­დი­ლი ყვე­ლას წაგ­ვიყ­ვანს

და აქ არა­ვინ დავ­რ­ჩე­ბით

სა­ნამ ვერ ვხვდე­ბით რა ხდე­ბა

და თა­ვი მოგ­ვაქვს მცოდ­ნე­ლად

სიკ­ვ­დი­ლი ყვე­ლას დაგ­ვ­ხ­ვ­დე­ბა

კუთხეს­თან მო­უ­ლოდ­ნე­ლად

რომ სან­თ­ლე­ბი­ვით ჩაგ­ვაქ­როს

მა­ღალ გან­გე­ბის ბრძა­ნე­ბით

სიკ­ვ­დი­ლი ყვე­ლას გაგ­ვაქ­რობს

და არც კი და­ვე­ნა­ნე­ბით

რად­გა­ნაც მწვა­ლე­ბე­ლია

და გა­მომ­რიცხი სი­მორ­ცხ­ვის

სიკ­ვ­დი­ლი მბრძა­ნე­ბე­ლია

უღელ­ტე­ხილ­ზე სი­ცოცხ­ლის.

 ***

 

გა­ზაფხუ­ლია მინ­დ­ვ­რე­ბი

უკ­ვე მო­სუ­ლან ფერ­ზე­და

შორს თოვ­ლით გა­ნამ­დიდ­რე­ბი

მთე­ბი დამ­დ­გა­რან ფეხ­ზე­და

ხე­ვე­ბი მდუ­მა­რე­ე­ბი

მთვა­რე რომ თავ­ზე გო­დებ­სა

მო­ქუ­ხან მდი­ნა­რე­ე­ბი

მო­ა­გო­რე­ბენ ლო­დებ­სა.

 

კოტე ყუბანეიშვილი