ამ­ბო­ბენ, რომ…
28 მარტი, 2014
2064
print

ამ­ბო­ბენ, რომ "ლა­გუ­ნა ვე­რეს" სა­ცუ­რაო აუზს არა­მომ­გე­ბი­ა­ნო­ბის გა­მო ან­გ­რე­ვენ და მის ად­გი­ლას "ქარ­თუ" ჯგუ­ფი დი­დი საცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის აშე­ნე­ბას გეგ­მავს! სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი, სხვა­დას­ხ­ვა სა­ინ­ფორ­მა­ციო წყა­რო­ე­ბი ამ, არ­ც­თუ სა­სი­ა­მოვ­ნო და ცო­ტა არ იყოს უც­ნა­უ­რი, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით, და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი, გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ახა­ლი ამ­ბით აჭ­რელ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცი­ა­მაც არ და­ა­ყოვ­ნა. ზო­გი "ლა­გუ­ნას" და შე­და­რე­ბით ხელ­მი­საწ­ვ­დომ ფა­სად, თბი­ლის­ში ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლის, გა­ჯან­სა­ღე­ბა-გა­რუჯ­ვის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბის და­კარ­გ­ვას მის­ტი­რის ცხა­რე ცრემ­ლე­ბით. ზო­გი - დუმს და "ქარ­თუ ჯგუ­ფი­სა" და მი­სი მფლო­ბე­ლის, ნო­მერ პირ­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქის სა­ო­ცა­რი ქველ­მოქ­მე­დე­ბის, კე­თილ­შო­ბი­ლე­ბის, მე-2, მე-3, მე-100, მე­მი­ლი­ო­ნე მო­ქა­ლა­ქე­ზე ზრუნ­ვის, ზე­აღ­მა­ტე­ბუ­ლი ჰუ­მა­ნუ­რო­ბი­სა და "ჯან­საღ სხე­ულ­ში ჟან­სა­ღი სუ­ლის" იმედს არ კარ­გავს. ზო­გი - სა­გა­ზაფხუ­ლოდ, თა­ვი­სი სა­კუ­თა­რი აუზის გა­სუფ­თა­ვე­ბა-მომ­ზა­დე­ბას, ზო­გი კი, მორ­ჩი­ლად შე­უდ­გა ბავ­შ­ვის თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის სპორ­ტით შევ­სე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ვა­რი­ან­ტის ძი­ე­ბას. ზო­გი რამ­დე­ნი­მე წლის წინ, სულ სხვა, რა­დი­კა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, სა­ნა­პი­როს კორ­ტის იდენ­ტუ­რად, და­უნ­დობ­ლად დან­გ­რე­ვა­სა და მის ად­გილ­ზე იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის აშე­ნე­ბას­თან, ალ­ბათ, სრუ­ლი­ად ლო­გი­კურ პა­რა­ლელს ავ­ლებს. "კორ­ტი ხო და­ან­გ­რი­ეს?! ვი­თომ, აუზის დან­გ­რე­ვა რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა?!"

შე­იძ­ლე­ბა! ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა! ამ ქვე­ყა­ნა­ში ნამ­დ­ვი­ლად ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა, უბ­რა­ლოდ, გა­აჩ­ნია, ვის­თ­ვის. ორ­მოც­და­ათ მეტ­რი­ა­ნი, სახ­ტუ­ნაო, სა­ბავ­შ­ვო ("ლი­ა­გუ­შატ­ნი­კით") აუზე­ბით, საშ­ხა­პე­ე­ბით, გა­სახ­დე­ლე­ბით, სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­მო­სა­ცუ­რე­ბით, სახ­ტუ­ნა­ო­ე­ბით, ტრი­ბუ­ნე­ბით… სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, მგო­ნი, ერ­თა­დერ­თი, ოლიმ­პი­უ­რი სტან­დარ­ტით აშე­ნე­ბუ­ლი, უზარ­მა­ზა­რი ღია სა­ცუ­რაო კომ­პ­ლექ­სის დან­გ­რე­ვა და მის ად­გი­ლას, საცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის, ან სახ­ლე­ბის, ახა­ლი "სა­ტი­ვეს" აშე­ნე­ბა, რო­გორ არ შე­იძ­ლე­ბა?! შე­იძ­ლე­ბა! მი­თუ­მე­ტეს ივა­ნიშ­ვი­ლის­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა! სპორ­ტუ­ლი ცურ­ვის, წყალ­ბურ­თის, სინ­ქ­რო­ნუ­ლი ცურ­ვის ჯგუ­ფებ­ში ჩა­წე­რი­ლი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მწვრთნე­ლე­ბის მი­ერ მო­ვარ­ჯი­შე ასო­ბით ბავ­შ­ვის უაუზოდ და­ტო­ვე­ბა რო­გორ არ შე­იძ­ლე­ბა? შე­იძ­ლე­ბა! ათა­სო­ბით, სა­შუ­ა­ლო ფე­ნის თბი­ლი­სე­ლის­თ­ვის, სულ რა­ღაც 15 ლა­რად, "ლა­გუ­ნას" აუზ­ში ცურ­ვის, სამ­სა­ხუ­რამ­დე სა­სარ­გებ­ლო სტი­მუ­ლის, ან სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ სა­სი­ა­მოვ­ნო რე­ლაქ­სა­ცი­ის, დას­ვე­ნე­ბის, გან­ტ­ვირ­თ­ვის, ენერ­გი­ის აღ­დ­გე­ნის, გა­შა­ვე­ბის, გა­ლა­მა­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბის წარ­თ­მე­ვა რო­გორ არ შე­იძ­ლე­ბა?! შე­იძ­ლე­ბა! საკ­მა­ოდ მა­ღალ­პ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად, ცოდ­ნით, ხა­რის­ხი­ა­ნად, ფუნ­და­მენ­ტუ­რად აშე­ნე­ბუ­ლი, საბ­ჭო­თა ეპო­ქის, 70-იანი წლე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ნი­მუ­შის - "ლა­გუ­ნა ვე­რეს" დან­გ­რე­ვაც; გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­სა და ათ­წ­ლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე ასე­ვე "ქარ­თუ ჯგუ­ფის" მფლო­ბე­ლო­ბა­ში მყო­ფი, არ­ქი­ტექ­ტუ­რულ-ეპო­ქა­ლუ­რად არა­ნაკ­ლე­ბად სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, აბ­რე­შუ­მის ქარ­ხ­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის (სა­დაც ამ ხნის მან­ძილ­ზე ერ­თი, სულ პა­ტა­რა ხეც, ბუჩ­ქიც არ დარ­გუ­ლა, ნა­გა­ვი არ გა­ტა­ნი­ლა, ბი­ლი­კი არ გაყ­ვა­ნი­ლა და მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნის ზო­მის ვირ­თხე­ბის მო­შე­ნე­ბა და ნაგ­ვის მთე­ბის დაგ­რო­ვე­ბა ხდე­ბა) შე­ერ­თე­ბაც და ერ­თობ­ლივ, უზარ­მა­ზარ, ქა­ლა­ქის ცენ­ტ­რა­ლურ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, კი­დევ უფ­რო დი­დი ზო­მის ვირ­თხე­ბის მო­შე­ნე­ბაც შე­იძ­ლე­ბა! რო­გორ არ შე­იძ­ლე­ბა?! ნო­მერ პირ­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქის­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა! მას ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლუძს!

აი, ერ­თა­დერ­თი, რაც ნე­ბის­მი­ე­რი ნუ­მე­რა­ცი­ის მქო­ნე, არც ერთ მო­ქა­ლა­ქეს არ შე­უძ­ლია, ეს ჩე­მი სუ­ბი­ექ­ტუ­რი მო­გო­ნე­ბე­ბი­სა და სენ­ტი­მენ­ტე­ბის წაშ­ლაა. "ლა­გუ­ნა ვე­რეს­თან" კი, ისე­ვე, რო­გორც თბი­ლი­სის ბევრ სხვა აუზ­თან, ჩე­მი პი­რა­დი, სულ ღრმა ბავ­შ­ვო­ბის თუ ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­სი­ა­მოვ­ნო და ახ­ლა უკ­ვე ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლი მო­გო­ნე­ბა მა­კავ­ში­რებს.

ბა­ბუ­ჩე­მი, დე­და­ჩე­მის მა­მა, გი­ვი მეს­ხიშ­ვი­ლი, რომ­ლის გაზ­რ­დი­ლიც მე გახ­ლა­ვართ, აუზ­ზე ყო­ველ დღე და­დი­ო­და და ძა­ლი­ან ხში­რად, თუ რა თქმა უნ­და, ბე­ბი­ას და მის მუდ­მივ, მკაცრ, უტყუ­არ არ­გუ­მენტს - ребенок простудится! - მო­ე­რე­ო­და, მეც თან მივ­ყავ­დი. პირ­ვე­ლი ღია აუზი, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ბუნ­დოვ­ნად მახ­სოვს, ასე­ვე სრუ­ლი­ად უაზ­როდ-უშე­დე­გოდ, ნაჩ­ქა­რე­ვად და გა­უ­მარ­თ­ლებ­ლად დან­გ­რე­უ­ლი რეს­ტო­რან "არაგ­ვის" ად­გილ­ზე მდე­ბა­რე­ობ­და. ფო­ტოც კი მაქვს, სა­დაც ორი-სა­მი წლის ასაკ­ში, ამ აუზის კი­დეს­თან მდგომ ბა­ბუ­ას ხელ­ში ვყა­ვარ აყ­ვა­ნი­ლი. ჩვენს უკან კი, სა­შუ­ა­ლო პოს­ტა­მენ­ტ­ზე, ვერ­ცხ­ლის­ფ­რად შე­ღე­ბი­ლი, სა­ცუ­რაო კოს­ტუმ­ში გა­მოწყო­ბი­ლი, მო­რა­ლუ­რა­დაც, იდე­ო­ლო­გი­უ­რა­დაც და ფი­ზი­კუ­რა­დაც ჯან­სა­ღი საბ­ჭო­თა სპორ­ტ­ს­მე­ნის ქან­და­კე­ბა დგას. თუმ­ცა, ეს აუზი ჩემ ღრმა ბავ­შ­ვო­ბა­ში­ვე და­ან­გ­რი­ეს და მის ად­გი­ლას "არაგ­ვი" აშენ­და. ზაფხუ­ლო­ბით, ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას, რო­გორც წე­სი, ბა­ბუ­ას ორ­თა­ჭა­ლის ღია აუზ­ზე დავ­ყავ­დი. მე ჯერ "ლი­ა­გუ­შატ­ნიკ­ში" ვჭყუმ­პა­ლა­ობ­დი, მე­რე კი დიდ აუზ­ში, შე­უ­ჩე­რებ­ლად, წინ-უკან მა­ცუ­რა­ვებ­და, თვი­თონ კი ძა­ლი­ან და­ბუ­რუ­ლი, გამ­წ­ვა­ნე­ბუ­ლი აუზის ეზო­ში, ერთ-ერ­თი ხის ჩრდილ­ში იჯ­და და თა­ვის მე­გო­ბარ სპორ­ტ­ს­მე­ნებს, მწვრთნე­ლებს, მსა­ჯებს, წყალ­ბურ­თე­ლებს (ბა­ბუა წყალ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რეც კი იყო!) ესა­უბ­რე­ბო­და. წყალ­ბურ­თის მწვრთნე­ლი და ბა­ბუ­ას მე­გო­ბა­რი ვო­ვა ბარ­ნა­ბიშ­ვი­ლი, უხამ­სი სიტყ­ვე­ბის თან­ხ­ლე­ბით, რა­ღაც სა­სა­ცი­ლოს ყვე­ბო­და ხმა­მაღ­ლა. ყვე­ლა იცი­ნო­და. ბა­ბუ­ას ღი­მი­ლი კი ახ­ლაც მახ­სოვს. თან იღი­მო­და და თან ჩემ­ს­კენ იყუ­რე­ბო­და, "ცუ­დი სიტყ­ვე­ბი" ხომ არ მეს­მის… არ­ც­თუ იდე­ა­ლუ­რი სი­სუფ­თა­ვის გა­მო გა­სახ­დელ­ში არ მიშ­ვებ­და და გინ­და თუ არა, სვე­ლი "კუ­პალ­ნი­კი" ბუჩ­ქის უკან გა­მო­იც­ვა­ლეო, მა­ცივ­დე­ბო­და. "ვინ გი­ყუ­რებს?! ვის რა­ში აინ­ტე­რე­სებ­სო?"… არა­და, უკ­ვე 8-10 წლის ვი­ყა­ვი, მრცხვე­ნო­და, ბა­ბუ­ა­ზე ვბრა­ზობ­დი, ვჯი­უ­ტობ­დი და არ ვუ­ჯე­რებ­დი! გა­სახ­დელ­ში შევ­დი­ო­დი და მო­ცუ­რა­ვე დი­დი გო­გო­ე­ბის სა­უბ­რებს ვის­მენ­დი… დღეს ორ­თა­ჭა­ლის აუზიც აღარ არ­სე­ბობს. სხვა­თა შო­რის, რა უც­ნა­უ­რი დამ­თხ­ვე­ვაა! იცით, რომ ეს, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მყუდ­რო, მწვა­ნე­ში ჩაფ­ლუ­ლი ღია აუზიც, დღე­ვან­დელ პირ­ველ, მა­შინ კი რი­გით მო­ქა­ლა­ქეს და მის "მეცხ­რე არხს" შე­ე­წი­რა?! აუზის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ივა­ნიშ­ვი­ლის ტე­ლე­ვი­ზი­ის ბა­ზა გან­ლაგ­და (ალ­ბათ, იყი­და. მყიდ­ვე­ლუ­ნა­რი­ა­ნი მა­შინ უკ­ვე იყო!), ჩა­ა­შე­ნეს, ჩა­ა­ბე­ტო­ნეს, ჩა­კე­ტეს, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაც­ვა, კა­მე­რე­ბი და­ა­ყე­ნეს. ჩი­ტიც ვერ შეფ­რინ­დე­ბო­და… და აუზიც სა­ბო­ლო­ოდ გა­პარ­ტახ­და, ჩაკ­ვ­და… სა­ინ­ტე­რე­სოა, ივა­ნიშ­ვილს ზო­გა­დად აუზე­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო აქვს რა­მე? აუზი, რო­გორც ასე­თი, აშ­კა­რად არ უყ­ვარს და წლი­დან წლამ­დე ერ­ჩის, ანად­გუ­რებს… უც­ნა­უ­რია! 12-14 წლის ასაკ­ში, ვა­კის და­ხუ­რულ აუზ­ზე, ახ­ლა რომ ბენ­დუ­ქი­ძის აუზი ქვია, იმ დროს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე კარგ მწვრთნელ­თან, ვიქ­ტორ (მგო­ნი, სა­ხე­ლი არ მეშ­ლე­ბა) პა­ტა­პოვ­თან დავ­დი­ო­დი ცურ­ვა­ზე. ძა­ლი­ან მკაც­რი, მყვი­რა­ლა კა­ცი იყო, რო­მე­ლიც ბა­ბუ­ჩემ­თან მა­ბეზღებ­და - ленится! და მარ­თ­ლაც, ვზარ­მა­ცობ­დი. წინ-უკან, წინ-უკან მო­ნო­ტო­ნუ­რი ცურ­ვა, რა­ტომ­ღაც, მე­ზა­რე­ბო­და და დი­დად, დღე­საც არ მიყ­ვარს. ეტყო­ბა, ბავ­შ­ვო­ბა­ში ზედ­მე­ტი და­მა­ძა­ლეს…

"ლა­გუ­ნას­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი და სენ­ტი­მენ­ტე­ბი, პირ­ველ რიგ­ში, მა­მა­ჩემ­თან, მის მო­რიგ დიდ შეკ­ვე­თა­სა­თან, ჯერ ეს­კი­ზე­ბის, ჩა­ნა­ხა­ტე­ბის, ძი­ე­ბის, იდე­ის მო­ფიქ­რე­ბის ეტა­პის და შემ­დ­გომ კი, ად­გილ­ზე, "ობი­ექ­ტ­ზე" მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სით იწყე­ბა. მახ­სოვს, სკო­ლი­დან რო­გორ ვა­კითხავ­დი და ხა­რა­ჩო­ე­ბი­დან ჩა­მო­უს­ვ­ლე­ლად, ფაქ­ტი­უ­რად, მუ­შა­ო­ბის შე­უ­ჩე­რებ­ლად, სა­ღე­ბა­ვებ­ში ამო­გან­გ­ლუ­ლი, ბევ­რი ფუნ­ჯით ხელ­ში, ჯინ­სე­ბის ჯი­ბე­ებ­ში და კბი­ლებ­შიც კი, ზე­მო­დან გად­მომ­ხე­დავ­და და კი­ნოს ან "ლა­ღი­ძის" ფულს რო­გორ გად­მო­მიგ­დებ­და ხოლ­მე. მახ­სოვს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­სურ­ვე­ლი ფე­რი­სა და ხა­რის­ხის "სმალ­ტას" რო­გორ ვერ შო­უ­ლობ­და, ღე­ლავ­და და რუ­სე­თი­დან ჩა­მო­ტა­ნას ელო­დე­ბო­და. მახ­სოვს, მი­სი კედ­ლის მო­ხა­ტუ­ლო­ბი­სა და გა­რე მო­ზა­ი­კის მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბულ კო­მენ­ტა­რებ­ზე რო­გორ იცი­ნო­და, ყუ­რადღე­ბას აქ­ცევ­და, მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭებ­და, ით­ვა­ლის­წი­ნებ­და… მახ­სოვს, რო­გორ ამ­ბობ­და - "კარ­გი-ცუ­დი არ ვი­ცი, მაგ­რამ ისე­თი მა­ინც მინ­და გა­მო­ვი­დეს, იუმო­რით სავ­სე, ენა­მახ­ვილ­მა თბი­ლი­სე­ლებ­მა დამ­ცი­ნა­ვი ვე­რა­ფე­რი რომ ვერ შე­არ­ქ­ვა­ნო."

მე­რე იყო ახალ­გაზ­რ­დო­ბა, სი­ლა­ღე, უდარ­დე­ლო­ბა, მო­წო­ნე­ბა, პრან­ჭ­ვა, მზე­რე­ბის, ღი­მი­ლის აქეთ-იქით ტყორ­ც­ნა, და­ჭე­რა, მო­დუ­რი სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მე­ბის, ფე­რად-ფე­რა­დი პირ­სა­ხო­ცე­ბის, ოდ­ნავ მო­სახ­დო­მი სა­ცუ­რაო ქუ­დე­ბის (უქუ­დოდ არ გიშ­ვებ­დ­ნენ! ღმერ­თო ჩე­მო, ქუდ­ში რას ვგავ­დი!)… ჯერ სიმ­წ­რით შოვ­ნა-მო­პო­ვე­ბა და მე­რე ამ ყვე­ლაფ­რის ამა­ყად დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბა­ში, გა­რუჯ­ვა­ში, ცი­ვი წვე­ნის წრუპ­ვა­ში, სი­ცილ­სა და გარ­თო­ბა­ში, "ლა­გუ­ნა­ზე" გა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ა­თე­ბი, დღე­ე­ბი, წლე­ბი…

დღეს კი ამ­ბო­ბენ, ქა­ლა­ქის ცენ­ტ­რ­ში მდე­ბა­რე ერ­თა­დერთ უზარ­მა­ზარ აუზს - "ლა­გუ­ნას" და მას­თან ერ­თად, მა­მა­ჩე­მის დიდ, ში­და კედ­ლის მო­ხა­ტუ­ლო­ბას, უზარ­მა­ზარ გა­რე კედ­ლის მო­ზა­ი­კას ან­გ­რე­ვე­ნო და მის ად­გი­ლას, კო­მერ­ცი­უ­ლად უფ­რო მომ­გე­ბი­ან საცხოვ­რე­ბელ კომ­პ­ლექსს აშე­ნე­ბე­ნო. პირ­ვე­ლი და უკა­ნას­კ­ნე­ლი მი­ლი­არ­დე­რი, ნო­მერ პირ­ვე­ლი ქველ­მოქ­მე­დი და ნო­მერ პირ­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქე, რამ­დე­ნი­მე ათა­სით კი­დევ უფ­რო მე­ტად რომ გამ­დიდ­რ­დე­სო! მას თუ უნ­და ასეც იქ­ნე­ბა… "ლა­გუ­ნას" და­ან­გ­რე­ვენ. კო­კა იგ­ნა­ტო­ვის მო­ზა­ი­კა­საც მი­ა­ყო­ლე­ბენ. ბავ­შ­ვებ­საც, ახალ­გაზ­რ­დებ­საც უაუზოდ და­ტო­ვე­ბენ. აი, მე კი ჩემს მო­გო­ნე­ბებს მა­ინც ვერ წა­მიშ­ლი­ან!

თუმ­ცა, ვნა­ხოთ. დრო გვაჩ­ვე­ნებს. ეგე­ბა, მარ­თა­ლიც არ არის?! ჯერ ზუს­ტად ხომ არა­ფე­რი ვი­ცით. ჯერ, უბ­რა­ლოდ, ასე ამ­ბო­ბენ…

ქეთევან იგნატოვა

 

 

lika andiashvili