ს.პ. სვეტური პოეზია
28 მარტი, 2014
1091
print

რე­დი­არდ კიპ­ლინ­გი

ბა­ლა­და აღ­მო­სავ­ლეთ­სა და და­სავ­ლეთ­ზე

 

არის და­სავ­ლე­თი და აღ­მო­სავ­ლე­თი

ნუ ფიქ­რობთ არი­ან ერ­თი

სა­ნამ ცა არ­სე­ბობს და მი­წა ასე­თი

რო­მელ­საც დას­ც­ქე­რის ღმერ­თი

მაგ­რამ მწამს ორი­ვე უმალ­ვე გან­დ­გე­ბა

სხვა­ო­ბაც ეშ­მაკ­მა იცის

თუ ორი ვაჟ­კა­ცი პი­რის­პირ დად­გე­ბა

საზღ­ვარ­ზე ცი­სა და მი­წის.

 

თან­ხ­ლე­ბით ამა­ლის შე­იჭ­რა ქა­მა­ლი

ნა­წილ­ში დამ­ც­ველ­თა საზღ­ვ­რის

მან ცხე­ნი პოლ­კოვ­ნიკს მო­პა­რა ფრთა­მა­ლი

იცო­და ნა­დავ­ლი რაც ღირს

მან ცხე­ნი პოლ­კოვ­ნიკს მოს­ტა­ცა თავ­ლი­დან

საზღ­ვარ­ზე დღი­სა და ღა­მის

თვალ­სა და ხელს შუა ჩი­ტი­ვით გაფ­რინ­და

უთ­ქ­მე­ლად ვინ­მეს­თ­ვის რა­მის.

 

ნახ­ვი­სას ამი­სი შვილ­მა პოლ­კოვ­ნი­კის

მი­მარ­თა მე­საზღ­ვ­რეს მრა­ვალს

ნუ­თუ ჩემ ხალ­ხი­დან ვერ­ვინ მა­პოვ­ნი­ნებს

ცხე­ნის ქურდ ქა­მა­ლის

მო­ჰა­მედ ჰან­მა კი შვილ­მა რი­სალ­და­რის

შეჰ­კად­რა უდებ­ლად ფი­ცის

ის ვინც ნისლს მიხ­ვ­დე­ბა დი­ლი­სას სად არის

მან მი­სი გზა-კვა­ლიც იცის.

წყვდი­ად­ში გას­ც­დე­ბა ის საზღ­ვარს აბა­ზის

ბო­ნარ­ში შეხ­ვ­დე­ბა რიჟ­რაჟს

ბუკ­ლოს ფორტს აუვ­ლის სხვის ცხენ­ზე რად­გან ზის

ხე­ვის­კენ ჩაყ­ვე­ბა ვი­რაჟს

ამი­ტომ ახ­ლა­ვე თუ ცხენ­ზე შეხ­ტე­ბი

და მათ­რახს გაც­ვი­თავ ხელ­ში

მას ღმერ­თის წყა­ლო­ბით ბუკ­ლოს­თან შეხ­ვ­დე­ბი

შეს­ვ­ლამ­დე ჯა­გა­ის ხევ­ში.

მაგ­რამ თუ ჯა­გა­ის ხევ­ში ის შე­გას­წ­რებს

უკან მიბ­რუ­ნე­ბა გი­ჯობს

წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას ვე­რა­ვინ ვერ გას­წევს

იქ შეს­ვ­ლა არა­ვინ სინ­ჯოს

იქ კლდეა მარ­ჯ­ვ­ნი­დან და კლდეა მარ­ცხ­ნი­დან

ვე­ლუ­რი ბა­ლა­ხიც გზა­ზე

იქ ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე ახ­ლო ხარ მარ­ცხი­დან

მოგ­კ­ლა­ვენ ვერც მოხ­ვალ აზ­რ­ზე.

 

პოლ­კოვ­ნიკს შვი­ლი ყავს ჯი­უ­ტი ხა­რი­ვით

მო­ახ­ტა სა­კუ­თარ შავ ცხენს

რომ დაქ­რის ხა­რი­ვით თან ხმა აქვს ზა­რი­ვით

არც მხე­დარს არას­დ­როს არ­ცხ­ვენს.

და ცხენ­ზე ზე­ვი­დან ბუკ­ლო­ში შე­ვი­და

თხო­ვეს დას­წ­რე­ბო­და ნა­დიმს

მან ძმო­ბილს ფა­ფარ­ზე გა­დუს­ვა ხე­ლი და

არც კი გა­ე­კა­რა სა­დილს.

 

მიფ­რი­ნავს გი­ჟი­ვით ვა­ჟი ფორტ ბუკ­ლო­დან

შა­ვი პის­ტო­ლე­ტით ხელ­ში

წი­თელ რაშს მოჰ­კ­რა მან თვა­ლი რა უკ­ნი­დან

შეს­წ­რე­ბულს ჯა­გა­ის ხევ­ში

მის­დევს რა მა­მის ცხენს

თავს რა­ღას და­ირ­ცხ­ვენს

რო­ცა მტერს შო­რი­დან ხე­დავს

სიფხიზ­ლით მე­საზღ­ვ­რის ქურ­დი არ გა­იქ­ცეს

პის­ტო­ლეტს უმიზ­ნებს მხე­დარს.

ეს­რო­ლა ორ­ჯერ და ცდი­ლობს არ გა­უშ­ვას

ტყვი­ამ ქვას ადი­ნა წვე­ნი

შეს­ძა­ხა ქა­მალ­მა ის­ვ­რი არა­უ­შავს

მაგ­რამ ჯერ აჭე­ნე ცხე­ნი

ხე­ვი ხომ ჯა­გა­ის ბუ­დეა ნა­გა­ვის

აქ ვინ გა­დარ­ჩე­ბა მიკ­ვირს

შა­ვი ქრის სის­წ­რა­ფით შეშ­ლი­ლი ნა­გა­ზის

წი­თე­ლიც შვე­ლი­ვით მიჰ­ქ­რის.

უჭირს რა შავ­ცხე­ნას ფეხს ით­რევს მარ­ცხე­ნას

თა­ვიც აეწია მაღ­ლა

წი­თე­ლიც ახერ­ხებს ტყვი­ე­ბის აც­დე­ნას

და სულ არ ეტყო­ბა დაღ­ლა

მარ­ჯ­ვ­ნივ კი კლდეა და კლდეა მარ­ცხ­ნი­დან

აქ რა შე­მო­იყ­ვანს ლა­ჩარს

ეს­რო­ლეს სამ­ჯერ და სამ­ჯერ­ვე დას­ცილ­და

ირ­გ­ვ­ლივ კი მსრო­ლე­ლი არ ჩანს.

 

მთვა­რეც კი გა­ცურ­და ზე­ცას რომ მიკ­ვ­რო­და

კალ­თი­დან ღრუ­ბელ­თა ტახ­ტის

ქუ­რა­ნი დაჭ­რი­ლი ხა­რი­ვით მიჰ­ქ­რო­და

ფა­შა­ტიც ფავ­ნი­ვით დახ­ტის

წა­იქ­ცა ვერ შეძ­ლო მან თა­ვის და­ჭე­რა

ად­გო­მა აღ­მოჩ­ნ­და ძნე­ლი

ქა­მალ­მაც უმალ­ვე ცხე­ნი შე­ა­ჩე­რა

მხე­დარს შე­აშ­ვე­ლა ხე­ლი.

მე­რე კი ხე­ლი­დან წა­არ­თ­ვა დამ­ბა­ჩა

იყო სიბ­რა­ზის­გან მთვრა­ლი

უთხ­რა დღეს სი­ცოცხ­ლე შე­ნი რომ გა­დარ­ჩა

ჩე­მია ნამ­დ­ვი­ლად ბრა­ლი

აქ რომ ჩე­მი­ა­ნი მის ძირ­ში არ იჯ­დეს

არც კლდეა არც ბუჩ­ქი არც ხე

და რა­დაც არ უნ­და ეს ძვი­რად და­მიჯ­დეს

მტერს და­გე­ბუ­ლი აქვს მა­ხე

აქ საკ­მა­რი­სია ვა­ნიშ­ნო დაწყე­ბა

ხე­ლით თუ ამის დრო მო­ვა

ძვლე­ბით და ხორ­ცე­ბით მშვე­ნივ­რად

გაძღე­ბა ამა­ღამ ტუ­რე­ბის ხრო­ვა.

ან თა­ვის მკერ­დის­კენ ვი­კად­რო და­წე­ვა

რო­გორც ის სწო­რად დგას ახ­ლა

სა­ღა­მოს შენ ლე­შით გამ­ძღა­რი არ­წი­ვი

ვე­ღარ აფ­რინ­დე­ბა მაღ­ლა.

 

აქ ვაჟ­მა ღი­მი­ლით სიტყ­ვის თქმა ითხო­ვა

თქვა ყო­ჩაღ რომ კვე­ბავ მხე­ცებს

მაგ­რამ ჯობს დათ­ვა­ლო ამ კვალ­ზე ვინ მო­ვა

რომ ყელ­ში ჩემ მკვლე­ლებს ეცეს

და ხმა­ლიც ათა­სი მზე­ზე რომ იელ­ვებს

და შენ ხალხს სას­ტი­კად დას­ჯის

შენ მა­შინ ეცა­დე გა­ექ­ცე სი­ელ­მეს

მნახ­ვე­ლი ამ­ხე­ლა ხარ­ჯის.

ეს ომი სოფ­ლებს რომ სულ გა­ა­ტი­ა­ლებს

ყა­ნებს კი გა­თე­ლავს ქუს­ლი

და ალიც ხან­ძ­რი­სა სახ­ლებ­ზე იალებს

სა­ქო­ნელს ევ­ლე­ბა მუს­რი

და თუ შენ ეს ფა­სი, რაც ასე დი­დია,

გულ­თან სულ არ მი­გაქვს ახ­ლო

აიღე მომ­კა­ლი ფე­ხებ­ზე მკი­დია

ტუ­რებს და­უ­ძა­ხე ძაღ­ლო.

 

და სხვა გზას ვერ ვხე­დავ ამ­ნა­ირ საქ­მი­დან

და­ფიქ­რ­დე ჯო­ბია ქა­მალ

ცხე­ნი და­აბ­რუ­ნე წა­ვიყ­ვან აქე­დან

და ჩემ გზით მშვი­დო­ბით წა­ვალ

აქ მა­ჯა ქა­მა­ლის მის მა­ჯას და­ე­დო

თით­ქოს აჭ­რი­ალ­დ­ნენ ძვლე­ბი

შეს­ძა­ხა ხსე­ნე­ბა ძაღ­ლის არ გა­ბე­დო

პი­რის­პირ აქ დგა­ნან მგლე­ბი.

არა­ფერს არ გავ­ნებ თუ მეტყ­ვი ნამ­დ­ვი­ლად

თავს რად ცდი გუ­ლის­თ­ვის ცხე­ნის

ვაჟ­კა­ციც ღი­მი­ლით პა­სუ­ხობს ად­ვი­ლად

ეს ჩემს გვარს ოდით­გან შვე­ნის.

მყის დარ­ჩ­ნენ მარ­ტო­ნი ცხე­ნი და პატ­რო­ნი

ალერ­სიც ამა­ზე მოწ­მობს

ქა­მალ­მაც და­ძი­ნა ორ­ნი ვართ ბა­ტო­ნი,

მაგ­რამ ცხენს უმ­ც­რო­სი მოს­წონს

და რად­გან დღე­ი­დან ჩე­მია ძმო­ბი­ლი

ის ვი­საც გა­სა­ჭირს ვუქ­მ­ნი

ვერ­ცხ­ლის უნა­გი­რი ქვებ­ში გაწყო­ბი­ლი

წა­უ­ღე პოლ­კოვ­ნიკს ვჩუქ­ნი

ვაჟ­მა თქვა იმ სას­როლს სა­ჩუქ­რად არა ვთვლი

ეს უხერ­ხუ­ლო­ბას ნუ ქმნის

შენ ერ­თი მტერს ფიცხელ ბრძო­ლა­ში წა­არ­თ­ვი

მე­ო­რეს ძმო­ბი­ლი გჩუქ­ნის.

ქა­მალ­მა თქვა მი­ზეზს აჯო­ბოს მი­ზან­მა

და ამას პირ­და­პირ ვამ­ბობ

მა­მამ აქ შვი­ლი ხომ მე გა­მო­მიგ­ზავ­ნა

მეც ჩემს შვილს მის ნა­მუსს ვან­დობ.

შვილ­მა კი მა­მი­სას მოჰ­კ­რა რა ხმას ყუ­რი

მის გვერ­დით მყის დად­გა მცვე­ლი

დღე­ი­დან გახ­დე­ბი მე­საზღ­ვ­რის მსა­ხუ­რი

თქვა და ვაჟს და­ა­დო ხე­ლი.

 

წაყ­ვე­ბი იცო­დე სა­დაც კი მი­დის ის

ჭირ­ში და­უდ­გე­ბი გვერ­დით

და შენ­თ­ვის დღე­ი­დან შე­ნახ­ვა სინ­დი­სის

დაც­ვაა საზღ­ვა­რის მკერ­დით.

და ასე მო­გი­წევს მის მტრებ­თან ჭი­დი­ლი

თუნდ ბედ­მა ზურ­გი­დან გირ­ტყას.

მი­სი ხარ სა­ნამ მე ან თა­ვად სიკ­ვ­დი­ლი

არ გას­ტეხს მი­ცე­მულ სიტყ­ვას.

დღე­ი­დან ერ­თ­გულ ყმად უდ­გე­ბი დე­დო­ფალს

შე­ნია იმი­სი მტრე­ბი

თუმც მა­შინ მი­ი­ღებ სა­ხელს და შენ­დო­ბას

რო­ცა ჩვენ ვიქ­ნე­ბით მკვდრე­ბი.

მორ­ჩი­ლად გაჰ­ყ­ვე­ბი ბრძო­ლა­ში მის სარ­დალს

მოძ­მე­თა სა­ღად­რად ყე­ლის

და იმას მი­ი­ღებ რაც ერ­გო რი­სალ­დარს

მე კი სახ­რ­ჩო­ბე­ლა მე­ლის.

 

თვა­ლებ­ში ჩა­ხედ­ვით პი­რო­ბა ღმერთს მის­ცეს

ძნე­ლად გა­სა­გო­ნი ყუ­რით

და ძმო­ბა მა­რა­დის ერ­თ­მა­ნეთს შეჰ­ფი­ცეს

მა­რი­ლით, სის­ხ­ლით და პუ­რით.

და ამ ფიცს ძმო­ბი­სას მათ სის­ხ­ლი და­ას­ხეს

რაც მუ­დამ ამ­ყო­ფებთ ერ­თად

და­ნის პირს ხან­ჯ­ლის ტარს ნაჭ­დე­ვი და­ას­ვეს

სა­ხე­ლით საკ­ვირ­ველ ღმერ­თ­თა.

 

და ვა­ჟიც მა­მის ცხენს მო­ახ­ტა ზე­ვი­დან

შავ ცხენ­ზეც ქა­მა­ლის შვი­ლი

ად­რე თუ ბუკ­ლო­ში ის მარ­ტო შე­ვი­და

უკან იქ დაბ­რუნ­და წყვი­ლი

და რო­ცა ფორ­ტი­სას მი­ად­გ­ნენ ყა­ზარ­მას

ოც ხმალ­მა იელ­ვა კვა­ლად

რომ­ლე­ბიც მთი­უ­ლის საფ­ლავ­ში გაგ­ზავ­ნას

ჩათ­ვ­ლიდ­ნენ სა­კუ­თარ ვა­ლად.

 

და ვაჟ­მა შეჰ­კივ­ლა კა­ცო­ბა ჯერ კი­დევ

შემ­რ­ჩა და სი­მარ­თ­ლეს გამ­ც­ნობთ

ამა­ღამ ცხე­ნის ქურდს მე გა­მო­ვე­კი­დე

დი­ლით კი მე­საზღ­ვ­რეს გაც­ნობთ.

 

რი­სი და­სავ­ლე­თი რა აღ­მო­სავ­ლე­თი

ნუ ფიქ­რობთ არი­ან ერ­თი

სა­ნამ ცა არ­სე­ბობს და მი­წა ასე­თი

რომ­ლებ­საც დას­ც­ქე­რის ღმერ­თი.

მაგ­რამ მწამს ორი­ვეს და­ინ­დობს გან­გე­ბა

სხვა­ო­ბაც ეშ­მაკ­მა იცის

თუ ორი ვაჟ­კა­ცი პი­რის­პირ დად­გე­ბა

საზღ­ვარ­ზე ცი­სა და მი­წის.

               

                კოტე ყუბანეიშვილი 

lika andiashvili