ცი­დან ჩა­მო­ვარ­დ­ნი­ლი ან­ტიქ­რის­ტე
04 აპრილი, 2014
1350
print

1927 წელს გა­ზე­თი იზ­ვეს­ტია წერ­და:

ხუ­თი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მოს­კო­ვი ეძებ­და მოხ­ტუ­ნა­ვე აეროს­ტატს ამ­ხა­ნაგ გა­რა­ყა­ნი­ძეს­თან ერ­თად, რო­მე­ლიც არა­ვინ იცის სა­ით გაფ­რინ­და"...

23, 25 და 26 იან­ვარს რკი­ნიგ­ზის მთელ გა­ყო­ლე­ბა­ზე, ქა­ლა­ქებ­სა და სოფ­ლებ­ში ყვე­ლა სამ­ძებ­რო სამ­სა­ხურს უბ­­ძა­ნეს ამ­ხა­ნაგ გა­რა­ყა­ნი­ძის გა­ხე­ვე­ბუ­ლი გვა­მის პოვ­ნა, მაგ­რამ ყო­ვე­ლი­ვე ამაო აღ­მოჩ­­და. აეროს­ტა­ტიც გაქ­რა და ამ­ხა­ნა­გი გა­რა­ყა­ნი­ძეც".

გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გა­რა­ყა­ნი­ძე ცოცხა­ლია და თა­ვი­სი გაფ­რე­ნით სპორ­ტულ აერო­ნა­ოს­ნო­ბა­ში მსოფ­ლიო რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა".

გა­რა­ყა­ნი­ძემ მა­შინ და მე­რეც მთე­ლი მსოფ­ლიო აალა­პა­რა­კა. გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა 1933 წელს პირ­ვე­ლი სტრა­ტოს­ტა­ტის გაშ­ვე­ბას, რა­შიც უდი­დე­სი წვლი­ლი მი­უძღო­და გა­რა­ყა­ნი­ძეს. მა­შინ მგო­ნი მთელს დე­და­მი­წა­ზე არ დარ­ჩე­ნი­ლა გა­ზე­თი, რო­მე­ლიც ამ ამ­ბავს არ გა­მოხ­მა­უ­რე­ბია, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვით კი თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლა­ში და­ბა­დე­ბულ გი­ორ­გი ვლა­დი­მე­რის ძე გა­რა­ყა­ნი­ძეს მო­იხ­სე­ნი­ებ­დ­ნენ.

იმ შო­რე­უ­ლი 1927 წლის ზამ­თარს, ყინ­ვა ძვალ­სა და რბილ­ში რომ ატან­და, რუ­სეთ­ში ჩრდი­ლო­ეთ დვი­ნის გუ­ბერ­ნი­ის სო­ფელ პე­ნო­მას­თან აეროს­ტა­ტი დაჯ­და. იქი­დან ი

დი­დი გა­ჭირ­ვე­ბით გად­მო­ვი­და ჰა­ერ­ნა­ო­სა­ნი, პირ­ველ ქო­ხამ­დე ლას­ლა­სით მი­აღ­წია, ბო­ლოს მუხ­ლებ­ში ძა­ლა­გა­მოც­ლი­ლი თოვ­ლ­ზე და­ვარ­და და გა­თო­შილს უმალ ჩა­ე­ძი­ნა. ამ სა­ნა­ხა­ო­ბით გულ­გა­ხეთ­ქილ­მა სოფ­ლე­ლებ­მა რა­ი­ო­ნულ ცენტრს სიტყ­ვა-სიტყ­ვით ასე შე­ატყო­ბი­ნეს: “ცი­დან და­ეშ­ვა ან­ტიქ­რის­ტე, თა­ვით ფე­ხამ­დე შა­ვია".

1998 წელს მოს­კო­ვის ცა­ზე სა­ჰა­ე­რო ბურ­თით მეც ვიფ­რი­ნე. ბო­ლოს ერთ ეზო­ში, კა­ლათ­ბურ­თის მო­ე­დან­ზე და­ვეშ­ვით. ბურთს ადევ­ნე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბით გა­ივ­სო მო­ე­და­ნი. ფან­ჯ­რებ­საც მოწყ­დო­მოდ­ნენ მოს­კო­ვე­ლე­ბი. მთე­ლი დუ­ნი­ის ხალ­ხი შე­მოგ­ვე­სია. ისე გვი­ყუ­რებ­დ­ნენ, რო­გორც უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებს.

ახ­ლა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, იმ შო­რე­ულ ზამ­თარს რა დღე­ში ჩაც­ვივ­დე­ბოდ­ნენ პე­ნო­მე­ლე­ბი, ცი­დან მოვ­ლე­ნი­ლი, თა­ვით ფე­ხამ­დე შა­ვი ან­ტიქ­რის­ტეს და­ნახ­ვა­ზე.

ის შა­ვი კა­ცი, სოფ­ლე­ლებს ან­გე­ლო­ზე­ბი რომ და­უფ­რ­თხო, გახ­ლ­დათ ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე ვლა­დი­მერ გა­რა­ყა­ნი­ძე - სა­ჰა­ე­რო ბურ­თით პირ­ვე­ლი ჰა­ერ­ნა­ო­სა­ნი. და უბ­რა­ლოდ ჰა­ერ­ნა­ო­სა­ნი კი არა, არა­მედ მსოფ­ლი­ოს რე­კორ­დ­ს­მე­ნი და უბ­რა­ლოდ რე­კორ­დ­ს­მე­ნი კი არა, არა­მედ ავი­ა­კონ­ს­ტ­რუქ­ტო­რი, მკვლე­ვა­რი და “უში­შა­რი, ვი­თარ­ცა უხორ­ცო" გა­მომ­ც­დე­ლი.

ზე­ცა­ში პირ­ვე­ლად ძმე­ბი მონ­გოლ­ფი­ე­ბის სა­ჰა­ე­რო ბურ­თე­ბით აიჭ­რ­ნენ ფრან­გე­ბი - მარ­კი­ზი პი­ლატრ დე რო­ზია და დაბ­ლან­დი. ეს მოხ­და 1783 წლის 12 ნო­ემ­ბერს. მას შემ­დეგ კა­ცობ­რი­ო­ბას 216 წე­ლი­წა­დი დას­ჭირ­და, რა­თა ადა­მი­ანს სა­ჰა­ე­რო ბურ­თით ძირს და­უშ­ვებ­ლად დე­და­მი­წის­თ­ვის შე­მო­ეფ­რი­ნა. ეს მოხ­და 1999 წლის ზამ­თ­რის მი­წუ­რულს, რო­ცა შვე­ი­ცა­რი­ელ­მა ფსი­ქი­ატ­რ­მა ბერ­ტ­რან პი­კარ­მა და ბრი­ტა­ნელ­მა სამ­ხედ­რო მფრი­ნავ­მა ბრა­ი­ან ჯო­უნ­ს­მა გარ­საქ­ვეყ­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა წარ­მა­ტე­ბით გა­ას­რუ­ლეს. მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში მათ და­ეხ­მარ­ნენ წი­ნა­მორ­ბედ­ნი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი 216 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ჰა­ე­რო ბურ­თე­ბით ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ ფრე­ნის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბის, სი­შო­რი­სა და სი­მაღ­ლის მსოფ­ლი­ოს რე­კორ­დებს ამ­ყა­რებ­დ­ნენ.

ერთ-ერ­თი ასე­თი წი­ნა­მორ­ბე­დი გახ­ლ­დათ ვლა­დი­მერ გა­რა­ყა­ნი­ძეც. მა­შინ, მა­ნამ პე­ნო­მე­ლებს ცი­დან მო­ევ­ლი­ნე­ბო­და, 15 სა­ათ­ზე მეტ­ხანს იფ­რი­ნა, რაც მცი­რე გა­ბა­რი­ტი­ა­ნი აეროს­ტა­ტით ფრე­ნის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა­ში მსოფ­ლი­ოს რე­კორ­დი იყო. ამას­თან, მო­ი­ტო­ვა ათა­სი კი­ლო­მეტ­რი, რაც ფრე­ნის სი­შო­რე­შიც მსოფ­ლი­ოს რე­კორ­დი გახ­ლ­დათ.

გა­რა­ყა­ნი­ძემ მა­ნამ­დე გა­უ­გო­ნა­რი ეს ოდი­სეა მოს­კოვ­ში და­იწყო. იმ დღეს თურ­მე ქა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბა კა­ლე­ი­დოს­კო­პის ფი­გუ­რე­ბი­ვით ნა­ირ­გ­ვა­რად იც­ვ­ლე­ბო­და, მაგ­რამ გა­რა­ყა­ნი­ძე მა­ინც აიჭ­რა ზე­ცა­ში. აიჭ­რა 1926 წელს მის მი­ერ­ვე შექ­მ­ნილ ჰა­ერ­ნა­ოს­ნო­ბის სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა მი­ერ აგე­ბუ­ლი აეროს­ტა­ტით. იმ სკო­ლას ასე ერ­ქ­ვა: “მოს­კო­ვის გა­რა­ყა­ნი­ძის სა­ხე­ლო­ბის ჰა­ერ­სა­ნა­ოს­ნო სკო­ლა".

ის აეროს­ტა­ტი, რა თქმა უნ­და, ისე­თი სუ­ლაც არ იყო, რო­გო­რე­ბი­თაც დღეს დაფ­რი­ნა­ვენ, მაგ­რამ გა­რა­ყა­ნი­ძის იდე­ით მა­ინც ისე­თი გა­კეთ­და, რომ ამ საქ­მე­ში ყვე­ლა მო­წი­ნა­ვე ქვე­ყა­ნამ გა­ი­ზი­ა­რა ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლის კონ­ს­ტ­რუქ­ცია. მე­ტიც - იმ კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ას დღე­საც კი იყე­ნე­ბენ. მა­შინ კლა­სი­კუ­რი ნი­მუ­შე­ბის შე­სა­ბა­მის ბურთს თო­კის ბა­დე­ში აქ­ცევ­დ­ნენ, მაგ­რამ ეს აეროს­ტატს ამ­ძი­მებ­და და აწე­ვის ძა­ლა­საც უმ­ცი­რებ­და. გა­რა­ყა­ნი­ძის კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ით კი ბურთს ყულ­ფე­ბი­ა­ნი სარ­ტყე­ლი შე­მო­ავ­ლეს და ზედ გონ­დო­ლა და­კი­დეს. თუმ­ცა, იმ საც­დე­ლი გაფ­რე­ნი­სას გა­რა­ყა­ნი­ძემ გონ­დო­ლა­ზე უარი თქვა რა­კი ბურ­თი პა­ტა­რა, სულ 300 კუ­ბუ­რი მეტ­რი იყო და ჰა­ერ­ნა­ო­სან­თან ერ­თად გონ­დო­ლის თრე­ვა მე­ტად გა­უ­ჭირ­დე­ბო­და. ამი­ტომ გა­რა­ყა­ნი­ძის მი­თი­თე­ბით ბურ­თ­ზე გონ­დო­ლის ნაც­ვ­ლად და­ფა და­კი­დეს, რო­მელ­ზეც ჰა­ერ­ნა­ო­სა­ნი უნ­და დამ­დ­გა­რი­ყო.

ფრე­ნის მარ­შ­რუ­ტი გან­საზღ­ვ­რუ­ლი იყო. მოს­კო­ვი-ლე­ნინ­ს­კიე გორ­კი, სა­დაც “ავი­ა­ქი­მი­ის" I ყრი­ლო­ბის გახ­ს­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ა­ვი­ა­ციო დღე­სას­წა­უ­ლი იმარ­თე­ბო­და. გა­რა­ყა­ნი­ძე იქ მოს­კო­ვი­დან ზე­ი­მის და­სას­რულს უნ­და “გა­დამ­ხ­ტა­რი­ყო", მის აეროს­ტატ­საც ასე ერ­ქ­ვა - “მხტუ­ნა­ვი ბურ­თი".

ასე იყო თუ ისე, გა­რა­ყა­ნი­ძე აფ­რინ­და და გაფ­რინ­და, მაგ­რამ მა­ლე ქარ­მა სულ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ა­ქა­ნა - სადღაც ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით. შე­ეძ­ლო დე­და­მი­წა­ზე დაშ­ვე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ მსუ­ბუ­ქად ჩაც­მულ­მა უკომ­პა­სოდ, ურუ­კე­ბოდ, უალ­ტი­მეტ­როდ 36-გრა­დუ­სი­ან ყინ­ვა­ში, ში­ნელ­ში თავ­ჩარ­გულ­მა უგ­ზო-უკ­ვ­ლოდ ფრე­ნა ამ­ჯო­ბი­ნა. და იფ­რი­ნა კი­დეც იმ ფი­ცარ­ზე, სა­ქა­ნე­ლა­ზე ჩა­მომ­ჯ­და­რი­ვით, აეროს­ტა­ტის თო­კებ­ზე ჩაბღა­უ­ჭე­ბულ­მა. ვინც გა­რა­ყა­ნი­ძეს იც­ნობ­და, მის­გან და­ნე­ბე­ბას არც არა­ვინ ელო­და.

ჰო­და, მე­რე იყო დვი­ნის გუ­ბერ­ნია, სო­ფე­ლი პე­ნო­მე, გულ­გა­ხეთ­ქი­ლი ხალ­ხი და ერ­თი გაფ­რე­ნით ის ორი რე­კორ­დი.

ვი­ღა­ცას უთ­ქ­ვამს, თუ გა­რა­ყა­ნი­ძეს ეძებ, ცა­ში წა­დიო. იმ ცა­ში ვლა­დი­მერ გა­რა­ყა­ნი­ძე პირ­ვე­ლად 1912 წელს თბი­ლის­ში აფ­რინ­და, რო­ცა სულ პა­ტა­რა ბი­ჭი იყო. მა­შინ მზეს­თან შე­სახ­ვედ­რად პირ­ველ­მა ქარ­თ­ველ­მა მფრი­ნავ­მა ბე­სა­რი­ონ ქე­ბუ­რი­ამ აიყ­ვა­ნა თა­ვი­სი პა­ტა­რა, ფახ­ფა­ხა “ბლე­რი­ო­თი", რო­მე­ლიც საფ­რან­გეთ­ში ლუ­ის ბლე­რი­ოს საფ­რე­ნოს­ნო სკო­ლა­ში ლუი ბლე­რი­ოს­გან­ვე იყი­და.

იმ­დ­რო­ინ­დე­ლი ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი ხში­რად ბეჭ­დავ­დ­ნენ კა­რი­კა­ტუ­რებს, რომ­ლებ­ზეც გა­მო­სა­ხუ­ლი იყო აეროპ­ლან­ში მჯდო­მი მფრი­ნა­ვი, ზურ­გ­ზე სიკ­ვ­დი­ლი რომ ჩაბღა­უ­ჭე­ბო­და. მაგ­რამ ასეთ­მა სა­ში­ნე­ლე­ბა­თა სუ­რა­თებ­მა ჩვე­ნი წე­რი­ლის მთა­ვა­რი გმი­რი რო­დი და­აფ­რ­თხო - პი­რი­ქით, მო­მა­ვა­ლი გმი­რო­ბი­სა და თავ­გა­და­სავ­ლე­ბის სა­ღერ­ღე­ლი აუშა­ლა. სა­ჰა­ე­რო ბურ­თით პირ­ვე­ლად 1924 წელს აფ­რინ­და. სწო­რედ მა­შინ სა­ა­ვი­ა­ციო აკა­დე­მი­ა­ში და­იწყო მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ ცა­ში არ უშ­ვებ­დ­ნენ, უფ­ლე­ბა არ გვაქვს, რად­გან სამ­ხედ­რო არ ხარ და შე­ნი ნა­თე­ლი თა­ვი აქ, მი­წა­ზე უფ­რო სა­ჭი­როაო. არა­და, უკ­ვე ფრე­ნის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რიც და კონ­ს­ტ­რუქ­ტო­რიც იყო.

ერ­თხელ, რო­ცა აეროს­ტა­ტი ასაფ­რე­ნად მზად იყო, გა­რა­ყა­ნი­ძემ მის “გონ­დო­ლა­ში" დურ­თა თა­ვი, ვი­თომ შე­სა­მოწ­მებ­ლად და ზე­ცა­ში აიჭ­რა “შემ­თხ­ვე­ვით". მოს­კო­ვი­დან სადღაც გაფ­რინ­და, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის მე­რე კი დე­და­ქა­ლაქს უდე­პე­შა, ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეაო.

თავ­ნე­ბო­ბის­თ­ვის გა­რა­ყა­ნი­ძე სას­ტი­კი საყ­ვე­დუ­რით და­სა­ჯეს და კი­დევ...ინ­ს­ტ­რუქ­ტორ-აერო­ნავ­ტის წო­დე­ბით. ახ­ლა გა­ვიხ­სე­ნოთ გა­რა­ყა­ნი­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბა­თა ნუს­ხი­დან ზო­გი­ერ­თი.

იმ პირ­ვე­ლი გაფ­რე­ნი­დან მა­ლე მან გა­მოს­ცა­და კო­ტელ­ნი­კო­ვის პა­რა­შუ­ტი. იგი აეროს­ტატ­ზე და­კი­დე­ბულ და­ფა­ზე მდგო­მი 1000 მეტ­რამ­დე ადი­ო­და ცა­ში. იქი­დან პა­რა­შუტ­ზე გა­მობ­მულ “გონ­დო­ლას" აგ­დებ­და, თა­ვად კი ჰა­ერ­ში და­კი­დე­ბულ, მო­ქა­ნა­ვე და­ფა­ზე რჩე­ბო­და. მე­რე, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი რომ ატყ­და და ფა­შის­ტე­ბი საბ­ჭო­თა მა­კო­რექ­ტი­რე­ბელ თუ მზვე­რავ ბურ­თებს აზი­ა­ნებ­დ­ნენ, მე­ომ­რე­ბი იქი­დან პა­რა­შუ­ტი­ა­ნი გონ­დო­ლე­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნად ბრუნ­დე­ბოდ­ნენ დე­და­მი­წა­ზე.

გა­რა­ყა­ნი­ძე იყო პირ­ვე­ლი პი­ლო­ტი იმ თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი­სა, რო­მე­ლიც დიდ აერო­დი­ნა­მი­კურ მილ­ში გა­მოს­ცა­დეს. მან ოზე­როვ­თან ერ­თად იფ­რი­ნა და მეც­ნი­ე­რუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი აწარ­მოა მზის დაბ­ნე­ლე­ბი­სას ჰა­ე­რის მა­სე­ბის მოძ­რა­ო­ბა­ზე. იმ დაკ­ვირ­ვე­ბა­თა სა­ფუძ­ველ­ზე მზის დაბ­ნე­ლე­ბი­სას ფრე­ნის სა­გან­გე­ბო ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბიც შე­ი­მუ­შა­ვეს.

1927 წელს, რო­ცა გა­რა­ყა­ნი­ძე ცენ­ტ­რა­ლურ ავი­ა­ჰიდ­რო­ინ­ს­ტი­ტუტ­ში გა­და­ვი­და სა­მუ­შა­ოდ, თა­ვი­სი­ვე აგე­ბუ­ლი დი­რი­ჟაბ­ლე­ბი­თაც და­იწყო ფრე­ნა. იქ მის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი პრო­ექ­ტით აშენ­და ახა­ლი, ნა­ხევ­რად ხის­ტი ტი­პის ოთხ­ბა­გი­რი­ა­ნი დი­რი­ჟაბ­ლი, რომ­ლის კონ­ს­ტ­რუქ­ცია მთელს მსოფ­ლი­ო­ში მა­ნამ­დე არ არ­სე­ბობ­და. ამ­გ­ვა­რი დი­რი­ჟაბ­ლი, რო­მელ­საც “სსრკ-1" უწო­დეს, “დი­რი­ჟაბ­ლ­მ­შე­ნის" პირ­ვე­ლი სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დი იყო.

1932 წლის 9 მა­ისს “სსრკ-1" ლე­ნინ­გ­რა­დის ცა­ში აიჭ­რა. ეს იყო პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა კაც­მა გა­მოთ­ქ­ვა იდეა, შე­ი­მუ­შა­ვა მი­სი პრო­ექ­ტი,უხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლა მშე­ნებ­ლო­ბას, თა­ვად­ვე აფ­რინ­და თა­ვი­სი ნა­ხე­ლა­ვით და ფრე­ნა­საც თა­ვად­ვე უმე­თა­უ­რა.

გა­რა­ყა­ნი­ძე იყო მთელს მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი, ვინც დი­რი­ჟაბ­ლი წყალ­ზე დას­ვა, მგზავ­რე­ბიც გად­მოს­ვა, ტვირ­თი აიღო და კვლავ ცა­ში აიჭ­რა.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რას იზამ­და ეს კა­ცი, “დი­რი­ჟაბ­ლ­მ­შენს" სა­კონ­ს­ტ­რუქ­ტო­რო ბი­უ­რო რომ ჰქო­ნო­და. ამი­ტომ უამი­სოდ გა­რა­ყა­ნი­ძე ეულად აპ­რო­ექ­ტებ­და დი­რი­ჟაბ­ლებს.

გა­რა­ყა­ნი­ძის ბო­ლო მო­დე­ლის დი­რი­ჟაბ­ლი “ვ-12" 11 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დაფ­რი­ნავ­და. იგი შე­უც­ვ­ლე­ლი აღ­მოჩ­ნ­და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომ­ში, რო­ცა მა­კო­რექ­ტი­რე­ბე­ლი აეროს­ტა­ტე­ბის­თ­ვის ფრონ­ტის ხაზ­ზე აირი მიჰ­ქონ­და, უკან კი დაჭ­რი­ლე­ბი გად­მოჰ­ყავ­და.

დი­რი­ჟაბ­ლ­მ­შე­ნებ­ლო­ბის საქ­მე­ში გა­რა­ყა­ნი­ძის ღვაწლს, იდე­ებ­სა და პრო­ექ­ტებს დღემ­დე არ გას­ვ­ლია ყავ­ლი და არ და­უ­კარ­გავს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, რად­გან ამ­გ­ვა­რი ნეს­ვის მაგ­ვა­რი ბურ­თე­ბით ფრე­ნა ბო­ლო წლებ­ში სულ უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა, რა­კი­ღა იგი ყვე­ლა­ზე ეკო­ნო­მი­ურ და უხი­ფა­თო ტრან­ს­პორ­ტად აღი­ა­რეს შორ მან­ძი­ლებ­ზე ტვირ­თის გა­და­სა­ტა­ნად.

ცხა­დია, გა­რა­ყა­ნი­ძეს დი­რი­ჟაბ­ლ­მ­შე­ნებ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში არც სა­ჰა­ე­რო ბურ­თე­ბი და სტრა­ტოს­ტა­ტე­ბი მი­უ­ტო­ვე­ბია.

1933 წელს აშენ­და “სსრკ-1". მის სტარ­ტი­ო­რად გა­რა­ყა­ნი­ძე და­ნიშ­ნეს. სტრა­ტოს­ფე­როს შე­სას­წავ­ლად “სსრკ-1"-მა სი­მაღ­ლის მსოფ­ლი­ოს რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა, რო­ცა 19 კი­ლო­მეტ­რ­ზე აფ­რინ­და, იქი­დან კი მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მა­სა­ლა ჩა­მო­ი­ტა­ნა სტრა­ტოს­ფე­რო­სა და კოს­მო­სუ­რი სხი­ვე­ბის მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვის­თ­ვის.

ამ და სხვა დამ­სა­ხუ­რე­ბის­თ­ვის გა­რა­ყა­ნი­ძე წი­თე­ლი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვის ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ვეს.

მაგ­რამ რო­გორც ბევრ საქ­მე­ში და ბევ­რი პი­როვ­ნე­ბის მი­მართ საბ­ჭო­თა მთავ­რო­ბამ გა­რა­ყა­ნი­ძი­სად­მი დი­დი და­უ­ნა­ხა­ვო­ბა და უმა­დუ­რო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა - მას წო­დე­ბა ჩა­მო­არ­თ­ვეს, არ­მი­ი­დან გა­ა­ძე­ვეს დ სა­ერ­თოდ მოს­კო­ვი­და­ნაც გა­ა­სახ­ლეს.

და ეს ყვე­ლა­ფე­რი მოჰ­ყ­ვა სტრა­ტოს­ტატ “სსრკ-2"-ს. მი­სი სტარ­ტის დღეს შე­დე­დე­ბუ­ლი რძე­სა­ვით სქე­ლი ნის­ლი ჩა­მოწ­ვა, სტრა­ტოს­ტა­ტის გარ­სი და­ნეს­ტი­ან­და და დამ­ძიმ­და. გა­რა­ყა­ნი­ძემ მი­სი აფ­რე­ნის ბრძა­ნე­ბა არ გას­ცა, ამი­ტომ იქ, ზე­მოთ, ზემ­დ­გომ­მა “ამ­ხა­ნა­გებ­მა" გა­აფ­რი­ნეს - იგი სტარ­ტის მე­თა­უ­რო­ბას ჩა­მო­ა­შო­რეს და სხვა და­ნიშ­ნეს. ცხა­დია, ის სტრა­ტოს­ტა­ტი ვერ აფ­რინ­და.

ესეც გა­რა­ყა­ნი­ძეს დაბ­რალ­და. მაგ­რამ ვლა­დი­მერ გა­რა­ყა­ნი­ძეს დამ­ფა­სებ­ლე­ბი, კე­თილ­მო­სურ­ნე­ნიც მრავ­ლად ჰყავ­და, მათ შო­რის მი­სი მოს­წავ­ლე შემ­დ­გომ­ში რა­კეტ­მ­შე­ნებ­ლო­ბა­ში და კოს­მო­ნავ­ტი­კა­ში სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი სწავ­ლუ­ლი და კონ­ს­ტ­რუქ­ტო­რი სერ­გეი კო­რო­ლი­ო­ვი, რო­მე­ლიც გა­რა­ყა­ნი­ძეს აღ­მერ­თებ­და.

ვლა­დი­მერ გა­რა­ყა­ნი­ძეს საფ­ლავ­ზე მოს­კო­ვის ოლ­ქის ჟუ­კოვ­ს­კის სა­საფ­ლა­ო­ზე, ცენ­ტ­რა­ლუ­რი ავი­ა­ჰიდ­რო ინ­ს­ტი­ტუ­ტის მუ­შებ­მა სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით გრა­ნი­ტის ძეგ­ლი და­უდ­გეს და ზედ რუ­სულ-ქარ­თუ­ლი წარ­წე­რაც გა­უ­კე­თეს.

ავ­თან­დილ გუ­რა­საშ­ვი­ლი

lika andiashvili